LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ ჰეთ-თრიქებით რონალდოს აჯობა: მამის „ოქროს ბურთი“ შვილებმა გამოიტანეს

104
mini-2019-12-07-BARCELONA-MALLORCA-109

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ესპანეთის პირველობის მე-16 ტურში სამი გოლი გაიტანა და გუნდს „მალიორკას“ დამარცხებაში დაეხმარა – 5:2.

ეს ჰეთ-თრიქი 35-ე გახდა არგენტინელისთვის ლა ლიგაში და ამით მან „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს რეკორდი მოხსნა – 34 ჰეთ-თრიქი. იტალიაში წასული პორტუგალიელი მადრიდში 2009-დან 2018 წლამდე თამაშობდა.

მესი ერთადერთი ფეხბურთელია ტოპ 5 ჩემპიონატებში, რომელმაც 10+ გოლი ყოველ სეზონში გაიტანა ბოლო 14 წელიწადში.

„მალიორკასთან“ მატჩის წინ მესიმ პუბლიკას თავისი მეექვსე „ოქროს ბურთი“ წარუდგინა. ჯილდო მოედანზე მისმა სამმა შვილმა გამოიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები