LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ კიდევ ერთი ჯილდო მოიგო

61

ლეო მესიმ თავის უამრავი ტროფეებს კიდევ ერთი და უკვე კარგად ნაცნობი ჯილდო შემატა.

არგენტინელი ფორვარდი Goal 50-ის პრემიის მფლობელი გახდა – უკვე მეოთხედ.

გამოცემა Goal.com ყოველწლიურად თავის გვერდზე საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გულშემატკივრებში გამოკითხვას ატარებს. სწორედ ამ გამოკითხვის გამარჯვებულს გადაეცემა აღნიშნული ჯილდო.

მეორე ადგილზე მესის მთავარი კონკურენტი, მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო გავიდა. მესამეზე მესის თანაგუნდელი ლუის სუარესი აღმოჩნდა.
ათეულში ასევე შევიდნენ: ნეიმარი, აზარი, მიულერი, ვიდალი, ტევესი, პოგბა, დე ბრუინი.

მესი Goal 50-ის მფლობელი 2009, 2011 და 2013 წლებშიც იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები