ლეო მესიმ ბარსელონაში რესტორანი გახსნა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა ბიზნესი უფროს ძმასთან, როდრიგოსთან ერთად დაიწყო. რესტორნის ტერიტორია სოფლის სტილშია გადაწყვეტილი, ზოგიერთი მათგანი საფეხბურთო თემატიკას ეძღვნება.
დაწესებულება ერთი დიდი კომპლექსის ნაწილია, რომელიც მოიცავს ეკლესიას, ბარს, საპარიკმახეროს და მაღაზიებს.