მესის იმდენი და ისეთი გოლები აქვს გატანილი, ნებისმიერი გემოვნების ქომაგს დააკმაყოფილებს. დავა, რომელია მათ შორის უკეთესი, დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ საინტერესო თავად ფეხბურთელის აზრია.
„ბარსელონას“ თავდასმხმელმა თავის საუკეთესო გოლზე შთაბეჭდილებები გაუზიარა.
„ჩემი საუკეთესო გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავით გავიტანე „მანჩესტერთან“ – თქვა მესიმ.
2008/09 წლების ლიგის ფინალი რომში გაიმართა და „ბარსელონამ“ 2:0 მოუგო „იუნაიტედს“. არგენტინელმა მეორე გოლი 70-ე წუთზე გაიტანა.
?Leo #Messi: "The header I scored in Rome in the Champions League final was my best goal."
Do you agree?
? See all his goals and decide!?https://t.co/cNxsD0A8Oh pic.twitter.com/3anCGroide— FC Barcelona (@FCBarcelona) October 9, 2019