LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის დისკვალიფიკაციით ემუქრებიან, რასიზმი კი მძვინავრებს – ამბები მოკლედ

92
Wolverhampton-Wanderers-players-wearing-Kick-it-Out-t-shirts-in-support-of-tackling-racism-and-discrimination-in-2000x1220

ლეო მესი შესაძლოა ნაკრებში თამაშისგან 2-დან 6 თვემდე ჩამოაშორონ. მიზეზი არგენტინელის მხრიდან კოპა ამერიკის დროს გაკეთებული მკვახე განცხადებებია.

ხედირა „ვულვერჰემპტონს“ აინტერესებს.

მარიანო დიასი არ შედის ზიდანის გეგმებში, მაგრამ მაინც არ უნდა „რეალის“ დატოვება.

მაკელელე დემოკრატიული კონგოს ნაკრების მწვრთნელობაზე ფავორიტია.

„რომა“ პრეტენზიას აცხადებს ბენ-იედერზე. ის „ნაპოლის“ და „მილანსაც“ აინტერესებდათ.

„ლაციომ“ საგარეო ფორმა წარადგინა. ის თეთრია ცისფერი და ლურჯი ზოლებით.

„ბარსელონა“ აპირებს 150 მლნ ევრო იშოვოს ამ ზაფხულს ფეხბურთელების გაყიდვით.

„ევერტონმა“ მოიზე კინის სანაცვლოდ 35 მლნ ევრო შეთავაზა. „იუვენტუსს“ 40 მლნ უნდა და თან უკან გამოსყიდვის ოფცია.

ინიესტამ და ვილიამ „ბარსელონას“ ფეხბურთელებთან ფოტო გადაიღეს. „ბარსა“ აზიურ ტურშია, სადაც შაბათს „ვისელ კობეს“ შეხვდება, რომელშიც ორივე ესპანელი თამაშობს.

უფლებადამცველმა ორგანიზაცია Kick It Out-მა ფეხბურთში დისკრიმინაციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. გასულ სეზონში შემთხვევებმა იმატა. ყველაზე გავრცელებული ფორმა კი რასიზმია. ის 43%-ითა გაზრდილი. საგრძნობლად გახშირდა რელიგიური დისკრიმინაციაც, რაც ისლამოფობიას და ანტისემიტიზმს მოიცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები