„ბარსელონას“ ფანებმა მესის ლეგენდარული დრიბლინგი და გოლი „ხეტაფესთან“ მატჩში კლუბის ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
„ბარსას“ საიტზე დასრულდა გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის, რომელთაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლი უნდა გამოევლინათ.
ხმების 45%-ით პირველ ადგილზე გავიდა მაში 19 წლის ლეო მესის გოლი „ხეტაფეს“ კარში. მეორე და მესამე გოლიც მესიმ წაიღო: „ატლეტიკისთვის“ გატანილმა გოლმა ესპანეთის თასის ფინალში 28% მიიღო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალს“ რომ გაუტანა იმან – 16%.
11% აიღო პსჟ-სვთის გატანილმა სერხი რობერტოს გოლმა.
მიმდინარე პრიმერაში მესიმ 26 მატჩი ითამაშა და 29 გოლი გაიტანა.