მესიმ ფეხბურთის მოყვარულებს მორიგი სასწაული შეთავაზა. ”ბარსელონა” და მისი არაამქვეყნიური ათიანი იაპონიაში არიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. ერთ-ერთ ვარჯიშზე არგენტინელმა ბურთი ფილიგრანული დარტყმით 50 მეტრიდან პატარა კარში მოათავსა და საყოველთაო აღტაცება გამოიწვია.
საკლუბო ჩემპიონატი 10-დან 20 დეკემბრამდე ამომავალი მზის ქყეყანაში ტარდება. ”ბარსა” 17 დეკემბერს ითამაშებს ჩინურ ”გუანჯოუსთან”. შემდეგ კი უკვე ფინალია, სადაც ევროგრანდის გარდა ”რივერ პლეიტსა” და ”ხიროსიმას” შორის გამარჯვებულიც გავა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=45&v=zZVAmdQ7J5w