LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი, ვიდრე კლუბი: ბარსელონას ლეგენდარული სლოგანის ისტორია

1433363993_barcelona-mes-que-un-club

1930 წელს ესპანეთის რესპუბლიკურმა მთავრობამ სასტიკად ჩაახშო კატალონიის დამოუკიდებლობის მორიგი მცდელობა. მერე ესპანეთში ჯოჯოხეთი დაიწყო: სამოქალაქო ომი, სამხედრო გადატრიალება და ფრანსისკო ფრანკოს რეჟიმის გამარჯვება.

ომის დროს დიქტატორმა პრიმო დე რივერამ დახურა „ბარსელონას“ საშინაო სტადიონი და იქ სამხედრო ბანაკო მოაწყო. როდესაც ბარსელონას ქუჩებში ტყვიები ზუზუნებდნენ, გუნდი მექსიკასა და აშშ-ში ტურნეში იყო. ფეხბურთელებმა იქ შეიტყვეს კლუბის პრეზიდენტის ხოსე სუნოლიას მკვლელობის შესახებ. ზოგიერთმა გადაწყვიტა არ დაბრუნებულიყო.

1938 წლის 16 მარტს კლუბის ოფისი საჰაერო დარტყმამ დაშალა, ხოლო 1940 წლის მარტში ფრანკოს ხალხმა კლუბის სახელი Futbol Club Barcelona ესპანურ ყაიდაზე გადააკეთა – Club de Fútbol Barcelona – და კლუბის ემბლემაც შეცვალეს.

ეს ხსნის იმას, თუ რატომ გახდა „ბარსელონა“ ევროპის ყველაზე პოლიტიზირებულ კლუბად. კლუბში დამოუკიდებლობა ადრეც სურდათ, მაგრამ ფრანკოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად მოისურვეს.

60-იანების ბოლოს ფრანკოს რეჟიმი დასუსტდა, 1968 წლის იანვარში „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ნარცის დე კარერასმა თავისი ინაუგურაციის დროს ლოზუნგი წარმოთქვა – „უფრო მეტ, ვიდრე კლუბი“.

დე კარერასი ფრანკოს რეჟიმის მტერი არ ყოფილა და მისი პოპულიზმში დადანაშაულებაც შეიძლებოდა. მაგრამ „ბარსელონას“ გულშემატკივრებმა დააფასეს ეს ფრაზა და მათთვის საჭირო აზრი შემატეს: „ბარსელონა – ეს უბრალოდ საფეხბურთო კლუბი არ არის, ეს კატალონიელი ხალხის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სიმბოლოა“.

დევიზის პოპულარობა იზრდებოდა, კარერასი კი პოზიციებს კარგავდა. მან ორი წელიც ვერ გაძლო და 1969 წლის დეკემბერში გადადგა.

 

მთავარი თეზისები ახსნილია “ბარსელონას” საიტზე

  • ლოზუნგი – კლუბის ვალდებულებაა კატალონიელი ხალხის წინაშე;
  • „ბარსელონა“ დაკავშირებულია კატალონიასთან, ის წარმოადგენს კატალონიის ინტერესებს მთელ მსოფლიოში;
  • გლობალიზაციის ეპოქაში „ბარსელონამ“ გააფართოვა სოციალური პასუხისმგებლობა. „ბარსელონა“ – „მეტი, ვიდრე კლუბი“ გახლავთ არა მარტო კატალონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. საუბარია UNICEF და სხვა ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა საქველმოქმედო პროგრამებზე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები