LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური „გურამიშვილი“ გაიხსნა

46

მეტროსადგური „გურამიშვილი“ გაიხსნა. როგორც “ფორტუნას” სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროსადგურის გახსნის მიუხედავად, რეაბილიტაცია დასრულებული არ არის, სამუშაოები კი საღამოს საათებში გაგრძელდება.

“ჩვენ ღამის საათებში გავაგრძელებთ დახრილი გვირაბისა და ქვედა ვესტიბიულის რეაბილიტაციას, სადაც მატარებლები მოძრაობენ, ხოლო ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ის დამატებით კვლევას არ საჭიროებდა,” – აღნიშნეს კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ მერიამ მეტროსადგურ “გურამიშვილის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით, იანვარში შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები