LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიცკევიჩის ქუჩაზე მოძრაობა დღეიდან ორმხრივად აღდგება

123
_74A9161

საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. 18 დეკემბრიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.

საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა საკაბელო არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.

7800 კვ/მ გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი. გარდა ამისა, მოწესრიგდა მთლიანად ტერიტორია, რომლის ფართობი ჯამში 19 800 კვადრატული მეტრია.

პროექტისათვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.