ინდოეთის შტატის, ტამილნადის მკვიდრი თავისი დასაფლავების მეორე დღეს სახლში ცოცხალი დაბრუნდა. უჩვეულო ისტორია გამოცემა Kaumudi-მ გაავრცელა.
55 წლის მუშა, სახელად მურტი მეზობელ ქალაქში სამუშაოდ წავიდა. რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ ის კონტაქტზე აღარ გამოვიდა და სახლშიც აღარ დაბრუნებულა. ამ ამბებიდან ცოტა ხანი იყო გასული, როდესაც ერთ-ერთმა ნათესავმა ოჯახს მურტის გარდაცვალების შესახებ აცნობა. ნათესავის ინფორმაციით, გარდაცვლილი ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს იპოვეს. მურტის ვაჟმა მამა ამოიცნო.
პოლიციამ მომხდარი დაარეგისტრირა და გარდაცვლილი ოჯახში გადაასვენა. დასაფლავებიდან მეორე დღეს კი მურტი სახლში დაბრუნდა.
„თვალებს ვერ ვუჯერებდით.. ყველანი შოკში ვიყავით და ამ მდგომარეობიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვდივართ“, – ამბობენ მამაკაცის ნათესავები.
პოლიციაში კი გამოძიება დაიწყეს, რათა დასაფლავებული უცნობის ვინაობა დაადგინონ.