LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

163

27 ივლისი მძიმე ენერგიებით დატვირთული დღეა, რადგან სავსე მთვარეობა მთვარის დაბნელებას ემთხვევა, რაც მეტად დაამძიმებს დედამიწის საერთო გეომანტიას და ზოგადად სიტუაციას. აღსანიშნავია, რომ მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ 27 ივლისზე, არამედ, ნაწილობრივ 28 ივლისზეც.

სწორედ სავსემთვარეობის და მთვარის დაბნელება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გახდება მიზეზი ტრავმებისა და ავარიებისა, ემოციური არასტაბილურობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა (სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ფეხების კუნთების ზონა), პროვიკაციებისა და წინასწარ განუსაზღვრელი ნეგატიური მოვლენებისა. მაღალია კონფლიქტების წარმოშობის ალბათობაც, ამიტომ გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება, რათა არ აჰყვეს ცდუნებას და არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომები, მოერიდეთ ხალხმრავლობას და მასიური თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან აიცილოთ ენერგოდაბინძურების და თვალის ნეგატიური ენერგიის მიღების საფრთხე.

არაა გამორიცხული მოულოდნელად შეგეცვალოთ გეგმები, ვერ შეძლოთ ჩანაფიქრის განხორციელება ან  ურთიერთობა გაგიფუჭდეთ მეგობრებთან. არ გათქვათ საიდუმლო და ნუ გააჟღერებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც გარშემომყოფები აუცილებლად თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ.

27 და 28 ივლისს ნაკლებად სასურველია ოპერაციის გაკეთება, მეტ-ნაკლებად სასიკეთო დღეებია საზოგადოებრივი აქტივობისთვის, ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

პოზიტიური დღეა ვერძთათვის და ტყუპებისთვის, ბევრად რთული იქნება – მორიელთათვის და თხის რქისთვის.

მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და გიშერი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიურია ავი თვალისგან დასაცავად. ფერებიდან კი, რეკომენდირებულია ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ლურჯი, რომელიც გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიმზიდველობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები