LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (1-7 სექტემბერი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

6038
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე კვირა საინტერესო და დინამიკური პროცესებით გამოირჩევა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვირა დღეს – 7 სექტემბერს, რადგან ამ დღეს სავსემთვარეობასთან ერთად მთვარის დაბნელებაც გვაქვს. ეს ქმნის მძიმე კოსმიურ გარემოს და დღის ენერგეტიკას სერიოზულ სირთულეებს მატებს. მოსალოდნელია დაძაბულობა, სხვადასხვა ცდუნებები, კონფლიქტების პროვოცირება, შეცდომების დაშვებისა და მოტყუების მცდელობების გახშირება.

7 სექტემბრიდან იხსნება ე.წ. ორკვირიანი დაბნელებათა დერეფანი, რომელიც ორი კვირის შემდეგ მზის დაბნელებით დასრულდება. ამ პერიოდში საჭიროა მაქსიმალური წინდახედულება – მოერიდეთ კონფლიქტებს, პროვოკაციებს, დაუფიქრებელ ნაბიჯებსა და იმპულსურ ქმედებებს.

რაც შეეხება დანარჩენ დღეებს, კვირა მთლიანობაში არ არის უარყოფითი. დედამიწა პოზიტიურ ენერგეტიკულ ველში იმყოფება, რაც იძლევა შესაძლებლობას თვითგამოხატვისთვის, კომუნიკაციის გაძლიერებისთვის და საქმიანი გეგმების განხორციელებისთვის.

ვერძი – კვირა ბევრი წვრილმანი საკითხისა და საქმიანი ვალდებულებების გადაწყვეტას უკავშირდება. დაგჭირდებათ სწრაფი გადაწყვეტილებები და აქტიური მოქმედება. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. პარტნიორებთან გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი – შესაძლოა ვალდებულებები არ შეასრულონ ან ახალი მოთხოვნები წამოაყენონ. ამავდროულად, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობა დაგეხმარებათ სტაბილურობის შენარჩუნებაში.

კურო – ფსიქოემოციური სტაბილურობა და ჯანმრთელობის გამყარება თქვენი ძლიერი მხარეა. კვირა ხელს უწყობს თვითგამოხატვასა და თვითრწმენის ზრდას. ბევრი საქმე და დამატებითი ვალდებულება შეიძლება დაგეგმოთ, ზოგიერთ შემთხვევაში – სხვებისთვის დახმარებაც. კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ან ახალი რომანტიკული კავშირის დასაწყებად.

ტყუპები – ენერგოტონუსის დაქვეითების გამო მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა. კვირის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სირთულეები, რამაც შესაძლოა თქვენს თვითრწმენაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს. მეტი ყურადღება მიაქციეთ სახლსა და საოჯახო გარემოს. სტაბილური ოჯახური და ნათესაური ურთიერთობები აუცილებელია ამ პერიოდში.

კირჩხიბი – კვირის ძირითადი ნაწილი ხელსაყრელია, თუმცა მეტი მოთმინება დაგჭირდებათ ახლობლებთან. ზედმეტი მოთხოვნები მათთან ურთიერთობას დაძაბავს. თუ იმედგაცრუებას განიცდით, ეცადეთ ემოციებს ფრთხილად მოეკიდოთ. კვირის მეორე ნახევარში მოერიდეთ მსხვილ ფინანსურ ვალდებულებებსა და ინვესტიციებს. სამაგიეროდ, კარგი დროა მეგობრებთან ურთიერთობისთვის და ახალი პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებისთვის.

ლომი – პერიოდი ხელს უწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი შემოსავლის წყაროების ძიებას. თუმცა 7 სექტემბრისთვის ფრთხილად იყავით: ამ პერიოდში ფინანსური სირთულეები და ხარჯების მომატება მოსალოდნელია. ინვესტიციები და მსხვილი შესყიდვები ჯობს გადადოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ დასვენებასა და ენერგიის აღდგენას.

ქალწული – ვარსკვლავური დროა ქალწულებისთვის, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. შეგიძლიათ საკუთარი ნიჭისა და უნარების მაქსიმალური დემონსტრირება. თუმცა 7 სექტემბრისთვის ფრთხილად იყავით – მოსალოდნელია პრობლემები პარტნიორებთან, განსაკუთრებით ერთობლივი ფინანსების კუთხით. ხელმძღვანელებთან ურთიერთობაშიც მეტი მოთმინება და თავშეკავება დაგჭირდებათ.

სასწორი – თქვენი ენერგოტონუსი იკლებს, რაც ემოციურ არასტაბილურობას იწვევს. ეს პერიოდი თქვენი დაბადების წინა ფაზაა, ამიტომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სუსტდებით. მოერიდეთ სარისკო ნაბიჯებს, ზედმეტ პასუხისმგებლობას და იმპულსურ მოქმედებებს. მნიშვნელოვანია ფარულ მტრებსა და ჭორებს ყურადღება მიაქციოთ. არ ილაპარაკოთ ზედმეტად თქვენს გეგმებზე.

მორიელი – აქტიური კონტაქტებისა და პარტნიორული თანამშრომლობის პერიოდი გაქვთ. შესაძლებელია ახალი პროექტები და საინტერესო იდეები. თუმცა 6–7 სექტემბერს ფრთხილად იყავით – შეიძლება კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდეთ ან სხვათა კონფლიქტებში ჩაებათ. კვირის ბოლოს იზრდება ტრავმული შემთხვევების რისკიც. დანარჩენი დღეები ხელსაყრელია ახალ საქმეებში ჩართვისთვის და საკუთარი იმიჯის განახლებისთვის.

მშვილდოსანი – კვირა კარიერული ზრდის შესაძლებლობებით გამოირჩევა. თუმცა შესაძლოა გეგმები შეიცვალოს და ამან თქვენს სამუშაო პროცესში კორექტივები შეიტანოს. კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან გაუგებრობებმა შეიძლება პრობლემები წარმოშვას, ამიტომ ფრთხილად იყავით. განსაკუთრებით 6–7 სექტემბერს მოერიდეთ კონფლიქტებს.

თხის რქა – ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა სტაბილური. შესაძლებელია მცირე სირთულეები კვირის ბოლოს, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და გადაადგილების დროს, თუმცა მთლიანობაში პერიოდი ხელსაყრელია. კარგი დროა უცხოელებთან კონტაქტებისთვის და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასაწყებად.

მერწყული – ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი გაჩნდება, განსაკუთრებით პარტნიორებთან. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და ჯიუტი. დიპლომატიური მიდგომა და ინტუიციის დაყრდნობა პრობლემების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი. 6–7 სექტემბერი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაიაროთ.

თევზები – პარტნიორულ ურთიერთობებში შეიძლება დაძაბულობა გაჩნდეს. ფინანსურ საკითხებში უფრო მეტად დაიცავთ საკუთარ დამოუკიდებლობას, რაც ურთიერთობებში წინააღმდეგობებს წარმოშობს. 7 სექტემბერი ფრთხილად უნდა გაიაროთ, რადგან სავსემთვარე და მთვარის დაბნელება სწორედ ქალწულ–თევზების ღერძზე ხდება. შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ნიჭის გამოვლენისთვის კვირა ხელსაყრელია.

გეომაგნიტური დღეები: 1, 4, 6 და 7 სექტემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები