დღეიდან დედამიწა გადადის პოზიტიურ ენერგოველში, რაც მეტად გააძლიერებს ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას, გააუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და ჯანმრთელობის კუთხით სტაბილურობას. ბიზნესსა და სხვა სახის საქმიანობაში წარმატების ფაქტორიც მნიშვნელოვნად მოიმატებს.
ვერძი – ენერგოტონუსი შედარებით დაბალია, თუმცა ეს კვირა გაცილებით მშვიდია წინა კვირასთან შედარებით. მეტი შესაძლებლობა მოგეცემათ მოლაპარაკებებისა და საერთო ენის პოვნისთვის, ასევე გარკვეული საქმეების წარმატებით წარმართვისთვის. ნაყოფიერია პერიოდი მუშაობის, ბიზნესისა და ახალი სტრატეგიული გეგმების დასახვისა და განხორციელებისთვის. ამავდროულად, გაითვალისწინეთ, რომ კვირა მოითხოვს ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ – ნუ გადაიღლებით ზედმეტად.
კურო – ჰარმონიული და სტაბილური პერიოდია. ჯანმრთელობა გამტკიცებულია, ფსიქოემოციური ბალანსი კი – მდგრადი. თქვენი მოქმედებები გახდება უფრო გააზრებული და მიზანმიმართული. გექნებათ შესაძლებლობა გამოავლინოთ საუკეთესო პროფესიული და შემოქმედებითი უნარები, რაც ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლას. კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთგაგება გაუმჯობესდება. ფინანსურ საკითხებში მეტი თავშეკავება გმართებთ – პარტნიორებთან ყველა წინადადებას ნუ დათანხმდებით.
ტყუპები – პოზიტიური პერიოდია, თუმცა ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია. მოერიდეთ სულსწრაფობას. იღბლიანობა მოიმატებს და ხელს შეუწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სხვების მხრიდან დახმარების მიღებას. თქვენი გეგმების რეალიზება უფრო წარმატებით წარიმართება. ემოციური სტაბილურობა აღდგება, რაც ხელს შეუწყობს კარიერულ განვითარებასა და ახალი პროექტების შექმნას. ჯანმრთელობის მხრივ მოსალოდნელია გაუმჯობესება.
კირჩხიბი – ძალზე ხელსაყრელი პერიოდია. ენერგოტონუსი მაღალია, ხართ აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. ინტუიციაზე დაყრდნობით შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. იღბალი თქვენს მხარესაა – მოიმატებს პოპულარობა, გაიზრდება კონკურსებსა და საჯარო საქმიანობაში წარმატების შანსი. კარგი ურთიერთობა გექნებათ პარტნიორებთან; მოსალოდნელია ახალი რომანტიკული ურთიერთობები ან მნიშვნელოვანი პროფესიული შეთავაზება.
ლომი – პოზიტიური პერიოდია წინა კვირასთან შედარებით. ენერგოტონუსი კვლავ შედარებით დაბალია, თუმცა თავს უკეთ იგრძნობთ. თვითრწმენა იზრდება. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები ოჯახში. თქვენი პირდაპირობა და კრიტიკულობა სხვების მხრიდან უფრო შემწყნარებლად იქნება აღქმული, რაც გააუმჯობესებს ურთიერთობებს. შეძლებთ საყოფაცხოვრებო საკითხების დალაგებასა და ჰარმონიზაციას.
ქალწული – კვირა მეტად ნაყოფიერია. წარმატებით ჩაერთვებით კოლექტიურ პროექტებში, რაც მოგების საფუძველი შეიძლება გახდეს. ხელსაყრელი პერიოდია პროფესიული განვითარებისთვის, ახალი ცოდნის მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. კარგი დროა ხელშეკრულებების დასადებად და ახალი საქმიანობის დასაწყებად. გაუმჯობესდება ურთიერთობები გარშემო მყოფ ადამიანებთან.
სასწორი – ეს კვირა გაცილებით წარმატებული და ჰარმონიულია. მოსალოდნელია როგორც ემოციური, ისე ენერგეტიკული სტაბილიზაცია. მოიმატებს წარმატების ფაქტორი კარიერულ და შემოქმედებით სფეროებში. ნაყოფიერი პერიოდია პარტნიორულ ურთიერთობებსა და კოლეგებთან თანამშრომლობისთვის. ფინანსურად სიფრთხილე გმართებთ – მოერიდეთ ზედმეტ ხარჯვას, რათა შეინარჩუნოთ სტაბილურობა.
მორიელი – ვარსკვლავურად ძლიერი პერიოდია. ენერგოტონუსი მაღალია, ხართ აქტიური და მიზანდასახული. ინტუიციის დახმარებით მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი და გავლენა საზოგადოებაში. წარმატებული პერიოდია კარიერული ზრდისა და მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა აკონტროლეთ გამონათქვამები – სარკასტულობამ ან ზედმეტმა პირდაპირობამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს.
მშვილდოსანი – კვირა გაცილებით მშვიდია წინა პერიოდთან შედარებით. ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, ფარული მტრების გავლენა არ გამქრალა, თუმცა თქვენი ძალისხმევა უკვე კონკრეტულ შედეგებს მოიტანს. მოსალოდნელია ფინანსური დივიდენდები და ხელმძღვანელთა მხარდაჭერა. კარგი დროა იდეების განხორციელებისა და კარიერული წინსვლისთვის. თუმცა დაიოკეთ იმპულსურობა და სულსწრაფობა – ენას კბილი დააჭირეთ და საიდუმლოებები შეინახეთ
თხის რქა – ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა სტაბილურია. ფრიად სასიკეთო პერიოდია როგორც პროფესიული, ისე პირადი ურთიერთობებისთვის. წარმატებულია თანამშრომლობა და პარტნიორული კავშირები. ხელსაყრელია ხელშეკრულებების გაფორმება, მოლაპარაკებები, ქორწინება და ახალი პროექტების დაწყება. გექნებათ შესაძლებლობა ახლებურად წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი და უნარები. ხელმძღვანელებისა და კოლეგების მხრიდან მიიღებთ მაღალ შეფასებას.
მერწყული – პერიოდი წინასთან შედარებით უკეთესია. მატულობს ფინანსური წარმატების შანსი, მოსალოდნელია დივიდენდების გაზრდა და ახალი ინვესტიციების შესაძლებლობა. შესაძლოა ოჯახში მოხდეს სასიკეთო ცვლილებები – საცხოვრებლის შეცვლა ან უძრავი ქონების შეძენა. ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლას.
თევზები – ძალზე კარგი პერიოდი გელოდებათ. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა სტაბილურია. ინტუიციის დახმარებით შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. აქტიურად იმუშავებთ შემოქმედებითად და ადვილად იპოვით საერთო ენას გარშემომყოფებთან. ნაყოფიერი პერიოდია პოპულარობის, ლიდერობისა და საკუთარი იდეების რეალიზაციისთვის. ხელსაყრელია მგზავრობა, უცხოელებთან ურთიერთობა და სწავლა საზღვარგარეთ.
გეომაგნიტური დღეები: 12, 13 და 16 ნოემბერი.