LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (10-16 სექტემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

48

მიხეილ ცაგარელის კვირის (10-16 სექტემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

დედამიწის უარყოფითი ენერგოველის გათვალისწინებით, ზოდიაქოს ყველა ნიშანს მეტ-ნაკლებად რთული კვირა ელის, რადგან მოიმატებს პრობლემები და უსიამოვნებები, გაიზრდება კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

ვერძი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სულსწრაფობა და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი კი, ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით და სერიოზულ შეცდომებსაც დაგაშვებინებთ, რაც მომავალში მნიშვნელოვანი ზარალის და ახლობლებთან დაპირისპირების მიზეზი გახდება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას ან საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას.

კურო – მეტ-ნაკლებად პერსპექტიული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ პრობლემები შეგექმნებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, რადგან ვერ შეძლებთ ემოციების გაკონტროლებას, უსაფუძვლო კაპრიზებით კი, მხოლოდ კოლეგების და საქმიანი პარტნიორების გაღიზიანებას გამოიწვევთ. ყურადღება მიაქციეთ კონკურენტებს, არ აჰყვეთ მათ პირფერობას, რადგან მოტყუებით და ორმაგი თამაშით ბევრი ეცდება თქვენს ჩათრევას ინტრიგებში.

ტყუპები – ცვალებადი, საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სულსწრაფობა და დაუფიქრებელი მოქმედება კი, სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ, რითაც პირველ რიგში არაკეთილმოსურნეები ისარგებლებენ. არაა გამორიცხული ფასეულობების გადაფასებით სრულად შეცვალოთ პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და კეთილგონიერება, რადგან წვრილმანებით გაღიზიანებული, უსაფუძვლო კონფლიქტში არ ჩაებათ კოლეგებთან და არ შეიქმნათ დამატებითი პრობლემები.

კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ ორგანიზატორული ნიჭის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ მოულოდნელად განვითარებული მოვლენები გეგმების შეცვლას გაიძულებენ, დამატებითი ხარჯები კი, სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნიან. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ახლობლებთან ურთიერთობისას, რადგან არაა გამორიცხული უმნიშვნელო დავა საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ლომი – საკმაოდ კარგი კვირაა, მთავარია არ იზარმაცოთ და არ აჰყვეთ ცდუნებას, აკონტროლოთ ემოციები და თავი შეიკავოთ ფულის უყაირათოდ ხარჯვისგან. მართალია, მოულოდნელი პრობლემები შეგექმნებათ პირად ცხოვრებაში, მაგრამ ინტუიციაზე დაყრდნობით სწრაფად დაძლევთ ყველა სირთულეს. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის.

ქალწული – სასიკეთო, საკმაოდ წარმატებული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შინაგანი შარმის წყალობით კი, მარტივად შეძლებთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიზიდვას.  კარგი პერიოდია ინიციატივის და შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად, იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პროფესიული წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის, თუმცა ურთიერთობა გაგიფუჭდებათ საქმიან პარტნიორებთან, რადგან მათ ზურგს უკან, დამოუკიდებლად ეცდებით მოქმედებას, რაც სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით და არაა გამორიცხული ძველ გარიგებაზეც მოგიწიოთ უარის თქმა.

სასწორი – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა მთელი წლის მანძილზე. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით, ადვილად გაღიზიანდებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც, მოიმატებს ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა როგორც სახლში, ისე სამსახურში, რადგან მცირე მიზეზიც საკმარისი აღმოჩნდება თქვენს გასაღიზიანებლად, დაბნეულობა და არაორგანიზებულობა კი, ნეგატიურად აისახება პირად ურთიერთობებზე.  არაა გამორიცხული გახდეთ სხვათა სიცრიუს ან გავლენის მსხვერპლი, ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ ფანტაზიები და არ აჰყვეთ ილუზიებს. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას, მეტი დაისვენეთ და შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით.

მორიელი – საკმაოდ საინტერესო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, კარიერულ ზრდას და პროფესიული წარმატების მიღწევას. თუმცა, დისჰარმონიული კოსმიური ძალების გათვალისწინებით თქვენც გაგიფუჭდებათ ურთიერთობა კოლეგებთან, რადგან არაა გამორიცხული სერიოზულ კონკურენციაში მოგიწიოთ ჩაბმა, რისთვისაც არ აღმოჩნდებით მზად, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას მიიღებთ და სერიოზულ შეცდომებსაც დაუშვებთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე და მაქსიმალური ყურადღება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ წარმატების მიღწევას.

მშვილდოსანი – რთული და დაძაბული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ვერ დააღწევთ თავს კონფლიქტებს კოლეგებთან, არაკეთილმოსურნეთა ჭორები და ინტრიგები კი, უფრო მეტ გაუგებრობას შემოიტანენ თქვენს ურთიერთობაში და რეპუტაციასაც შეგილახავენ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობისას, ნუ შემოუშვებთ საკუთარ ცხოვრებაში და ნუ გაანდობთ საიდუმლოებებს, რადგან ამგვარი გულწრფელობა ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებს, რადგან ნებისმიერი შეთანხმება მომავალში აუცილებლად სერიოზული უსიამოვნების მიზეზი გახდება.

თხის რქა – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ არაკეთილმოსურნეთა ინტრიგები პრობლემებს შეგიქმნიან როგორც მეგობრებთან და ნათესავებთან, ისე კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში, რაც შესაძლოა განხეთქილების მიზეზიც გახდეს. არ ღირს ამ კვირაში მოგზაურობა და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რადგან ნებისმიერი გარიგება მარცხით დასრულდება.

მერწყული – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარება, ადვილად გაღიზიანდებით და არც კონფლიქტში ჩაბმას მოერიდებით, ურთიერთობა გაგიფუჭდებათ ახლობლებთან და სასიყვარულო პარტნიორთან, რადგან ეჭვები და გადაჭარბებული სიამაყე არ მოგცემთ რეალობის ობიექტურად შეფასების საშუალებას. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად და კოლექტიურ პროექტებში ჩასაბმელად, მოგზაურობისა და ახალი პროექტების დასაწყებად. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.

თევზები – მეტად დაძაბული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ გაგიჭირდებათ პარტნიორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ზეწოლა კი, უფრო მეტ დაბნეულობას გამოიწვევს და არაა გამორიცხული საერთოდ უარი მიიღოთ თანამშრომლობაზე. ეცადეთ მოიპოვოთ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა, რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ პოტენციალის სრულად გამოვლენას და წარმატების მიღწევას.

 

გეომაგნიტური დღეები – 10, 12 და 14 სექტემბერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები