LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (10-16 თებერვლის) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

5737
მიხეილ ცაგარელი

მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. შედეგიანი იქნება კვირის პირველი ნახევარი, კვირის მეორე ნახევარში კი, ზოდიაქოს ყველა ნიშანს მოუწევს სირთულეების დაძლევა, რადგან 12 თებერვალი არა მხოლოდ false ენერგეტიკულად მძიმე დღეა, არამედ დედამიწაც ნეგატიურ ენერგოველში გადავა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მოიმატებს ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა, ურთიერთგაგების შემცირების ფონზე კი, გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა, რაც თავის მხრივ, კონფლიქტებს და დაპირისპირებებს გამოიწვევს. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის დასაწყისში დაასრულოთ, გადაჭრათ მნიშვნელოვანი პრობლემები, რათა კვირის ბოლოს არ შეიქმნათ დამატებითი პრობლემები.

ვერძი – განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა მოგიწევთ კვირის მეორე ნახევარში, რადგან კოლეგებისა და პარტნიორების უპასუხისმგებლობის გამო სწორედ თქვენ მოგიწევთ მათი შეცდომების გამოსწორება. მართალია, რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება მოგიხდებათ, მაგრამ მაინც არ ღირს საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემების უგულებელყოფა, რათა მომავალში არ შეიქმნათ პრობლემები. თუ მოგზაურობას ან შორ მანძილზე გეგმავთ გამგზავრებას, ეცადეთ კვირის პირველ ნახევარში გაემგზავროთ, რადგან საერთო ნეგატიური ტენდენციების ფონზე მაღალია მოულოდნელი უსიამოვნებების შექმნის ალბათობა.

კურო – გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან მაღალია გაცივების ან ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რათა არ დაუშვათ შეცდომები. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და მოლაპარაკება კვირის პირველ ნახევარში გამართოთ, რადგან კვირის ბოლოს, როცა ერთი-ორად მოიმატებს კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ტენდენცია, ძალიან გაგიჭირდებათ პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება. გაუფრთხილდით ფინანსებს, მოერიდეთ ფულის უაზროდ ხარჯვას და ძვირფასი ნივთების შეძენას, რადგან შენაძენი არ გაამართლებს და მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ. არ ღირს სხვათა ნდობა, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას.

ტყუპები – მართალია, კვირის დასაწყისში შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან საერთო დაძაბულობის ფონზე თქვენც გაგჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება, მოიმატებს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კონფლიქტების ალბათობაც, ამიტომ მოერიდეთ კამათს და საქმის გარჩევას. არაა გამორიცხული კოლეგებმა მათ სურვილებსა და გადაწყვეტილებებს მორგება გაიძულონ, რაც თქვენს გაღიზიანებას და აგრესიას გამოიწვევს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მოლაპარაკებების გამართვისას, რათა შეცდომა არ დაუშვათ პარტნიორების მხრიდან მოულოდნელი ცვლილებების შეთავაზებისას.

კირჩხიბი – მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან მაღალია ვირუსული ინფექციების ალბათობა. არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და სხვის საქმეში ჩარევა, რადგან ასე მხოლოდ გაღიზიანებას გამოიწვევთ. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი კვირის დასაწყისში გადაწყვიტოთ, რადგან კვირის ბოლოს მარტივი პრობლემების გადაჭრაც გართულდება. არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ ახალ გარემოსა და ადამიანებს მორგება, რაც სპონტანურად მოქმედებას გაიძულებთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯისგან, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგის ალბათობა. გამოიჩინეთ გულისხმიერება და თანადგომა სხვა ადამიანების მიმართ, რადგან ამ კვირაში გაკეთებული სიკეთე ერთი-ორად დაგიბრუნდებათ უკან.

ლომი – პოზიტიური განწყობის მიუხედავად, რაც გააქტიურებაში, ინიციატივისა და ლიდერული თვისებების გამოვლენაში დაგეხმარებათ, კვირა მაინც რთული იქნება, რადგან საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. არაა გამორიცხული სხვისმა არაორგანიზებულობამ სწორედ თქვენ გაიძულოთ გეგმების შეცვლა და საკუთარი საქმის ნაცვლად სხვისი საქმის გაკეთება. მართალია, მოგიწევთ გარშემომყოფთაგან კრიტიკის მოსმენა, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა, რადგან ასე მხოლოდ მდგომარეობას დაიმძიმებთ, რადგან ბრაზს, შინაგანი დისკომფორტი და საკუთარი თავით უკმაყოფილებაც დაემატება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, სასიკეთო იქნება დიეტის დაცვა და ორგანიზმის რამდენიმე დღით განტვირთვა.

ქალწული – არ ღირს პარტნიორების ნდობა და მათ იმედზე ყოფნა, რადგან არაა გამორიცხული მათ ნაცვლად მოგიწიოთ მთელი სამუშაოს შესრულება. მართალია, დამატებით ვალდებულებებთან ერთად, პარტნიორებიც თქვენი დასახმარებელი გახდებიან, მაგრამ მაინც არ ღირს თანამშრომლობაზე უარის თქმა, უმჯობესია მოითმინოთ და მხოლოდ მოვლენების ობიექტურად შეფასების შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.

სასწორი – ეცადეთ კარგად დაისვენოთ კვირის პირველ ნახევარში, რადგან მეორე ნახევარი რთული და მეტად დაძაბული იქნება, რადგან არა მხოლოდ დამატებითი ვალდებულებების შესრულება, არამედ საკუთარი ინტერესებისა და პრინციპების დაცვაც მოგიწევთ. არ ღირს ილუზიებით ცხოვრება და იმედის ქონა, რომ ყველა უსიამოვნება თავისით მოგვარდება. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რათა თავი დააღწიოთ კამათს, რომელიც მხოლოდ ენერგიის და დროის ფუჭად ხარჯვა იქნება. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯისგან, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგის ალბათობა.

მორიელი – გამოიყენეთ კვირის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად, რადგან მეორე ნახევარში ნებისმიერი საქმის შესრულება გაგიჭირდებათ. არაა გამორიცხული მოულოდნელმა ცვლილებებმა სამსახურში, კონფლიქტებში ჩაბმა და საკუთარი პრინციპების დაცვა გაიძულოთ. უსიამოვნებები გელით პირად ცხოვრებაშიც, რადგან არა მხოლოდ სერიოზული საუბრის გამართვა მოგიწევთ პარტნიორთან, არამედ გადაწყვეტილების მიღებაც, რამდენად გიღირთ ურთიერთობის გაგრძელება.  

მშვილდოსანი – სხვების მსგავსად კვირის მეორე ნახევარი თქვენთვისაც რთული იქნება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ კონფლიქტებისგან თავის არიდება. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, არ ღირს უსარგებლო დავაში ჩაბმა, რადგან მაინც ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და მხოლოდ თქვენ იზარალებთ. არ ღირს იმპულსურად მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. არ ენდოთ არავის, გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, ყურადღებით შეისწავლეთ ნებისმიერი დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას.

მერწყული – მართალია, თქვენთვის კვირა შედარებით მსუბუქი იქნება, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ მარტივად შეძლებთ ახალი საქმის დაწყებას და ბოლომდე მიყვანას, მაგრამ თქვენც მოგიწევთ გარკვეული სირთულეების დაძლევა, რისი მიზეზი პირველ რიგში, გარშემომყოფების გავლენისგან გათავისუფლების და დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი იქნება, არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ ახლობელთან დაშორების გადაწყვეტილება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მათ, ვინც საცხოვრებლის შეცვლას ან ახალ ბინაში გადასვლას გეგმავს, ყურადღებით შეამოწმეთ ყველა წვრილმანი, რათა მოგვიანებით არ შეგექმნათ საყოფაცხოვრებო პრობლემები.

თევზები – ერთ-ერთი ურთულესი კვირაა, რომელიც განსაკუთრებით მეორე ნახევარში დამძიმდება. მართალია, ბევრი ეცდება თქვენს გაკრიტიკებას, სხვათა უპასუხისმგებლობა კი, გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და კონფლიქტში ჩაბმა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან გააქტიურებული მოშურნეები და კონკურენტები ყველანაირად ეცდებიან თქვენთვის უსიამოვნებების შექმნას. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საიდუმლოს გაცემა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

გეომაგნიტური დღეები – 11, 12, 14 და 16 თებერვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები