LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (11-17 აგვისტო) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

9410
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა ამ კვირაში გადადის დადებით ენერგოველში, რაც უდავოდ სასიკეთოა, რადგან ეს ხელს შეუწყობს ადამიანთა შორის ურთიერთგაგების ზრდას, გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და განწყობას, ასევე გაზრდის სხვადასხვა სახის პოზიტიურ შესაძლებლობებს.

ვერძი – თქვენში ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა სტაბილურია. აქტიური, ენერგიული და ლიდერული თვისებებით გამორჩეული ნიშანი ხართ, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ადვილად ექცევით. ამ პერიოდში ოპტიმიზმი მატულობს და საქმიანობაში უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოქმედებთ, რაც ხელს უწყობს თქვენი პოზიციების გაძლიერებას როგორც სახლში, ისე სამსახურსა და საზოგადოებაში. მეტ ყურადღებას დაუთმობთ სახლთან დაკავშირებულ საქმიანობასა და ოჯახს. ამასთან ერთად, ყურადღებით იყავით: შესაძლებელია, ამ პერიოდში ჩამოყალიბდეს საიდუმლო სასიყვარულო კონტაქტი, რაც მომავალში პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს. კონკურსებში და ლატარიებში მონაწილეობაც შესაძლოა თქვენთვის წარმატებული აღმოჩნდეს.

კურო – წინა კვირასთან შედარებით ეს პერიოდი უფრო მშვიდი და ჰარმონიულია, თუმცა ენერგოტონუსი მაინც დაბალია და ჯანმრთელობა შედარებით არამდგრადია. თავი დაიცავით გადაღლისგან და ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ საკუთარ თავზე. შეიზღუდეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმიანობით და მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. ურთიერთგაგება თქვენსა და გარშემომყოფებს შორის გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივ პროექტებში ჩართვას და კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობას. შესაძლებელია, დაამყაროთ საინტერესო და სასარგებლო ახალი კავშირები, მოაგვაროთ საყოფაცხოვრებო საკითხები და გაამყაროთ ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან.

ტყუპები – საკმაოდ კარგი და საინტერესო პერიოდია, თქვენი წინსვლისა და განვითარებისათვის ნაყოფიერია. შესაძლებელია, გააუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, გააფართოვოთ შესაძლებლობები და პერსპექტივები. იღბლიანობა გაიზრდება როგორც პირად, ისე საქმიან და ფინანსურ სფეროებში. ამავდროულად, მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფთა დამოკიდებულებას – ყველას შეიძლება არ გაუხარდეს თქვენი წარმატება და არ დაგიჭიროს მხარი. მრავლფეროვანი კონტაქტების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისათვის საუკეთესო პერიოდია. გაუმჯობესდება ურთიერთობები დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან და იგრძნობთ მათგან მხარდაჭერას.

კირჩხიბი – რადგან ენერგოტონუსი დაბალია, ყურადღება მიაქციეთ გადაღლას და შეეცადეთ ზედმეტი დატვირთვა თავიდან აირიდოთ. საერთო ჯამში, პერიოდი დინამიურია და პოზიტიური შანსებიც მრავლად იქნება საქმიანობის თვალსაზრისით. ძალიან კარგი პერიოდია სიყვარულისა და ქორწინებისთვის, ასევე ახალი საქმის დასაწყებად. შესაძლებელია, რადიკალურად შეცვალოთ გარეგნობა და იმიჯი. მეტი სიფრთხილე გმართებთ ფულის ხარჯვისას და მოერიდეთ პარტნიორების გადატვირთვას ზედმეტი თხოვნებით – მათში შეიძლება ამან გარკვეული გაღიზიანება გამოიწვიოს.

ლომი – ამ პერიოდში მთავარი ფავორიტი ხართ. მზე გადის თქვენს ზოდიაქოს ნიშანს, რაც უზრუნველყოფს ენერგოტონუსის ზრდას, ჯანმრთელობის მდგრადობას და ფსიქოემოციურ სტაბილურობას. სავსე ხართ ოპტიმიზმით, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი და ორგანიზატორი კარგად წარმოაჩენთ თქვენს უნარებს. იღბლიანობაც მაღალია და შესაძლებლობებიც პოზიტიურია. იგრძნობთ მხარდაჭერას გამოცდილი ადამიანებისგან. პირადი და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება მეტად ეფექტური იქნება. შესაძლებელია, შეიცვალოთ გარეგნული იმიჯიც. ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია სასიკეთო ცვლილებებისათვის.

ქალწული – წინა კვირასთან შედარებით უფრო პოზიტიური პერიოდი გექნებათ. იგრძნობთ მხარდაჭერას კოლეგებისა და მეგობრების მხრიდან. თანამშრომლობა უფრო ეფექტურ ელფერს მიიღებს. პერიოდი კარგია ძველი მეგობრებისა და სასიყვარულო პარტნიორების მიმართ განახლებული ურთიერთობებისთვის, თუმცა ასევე გახსოვდეთ – საჭიროა დროდადრო საკუთარი თავიც დაასვენოთ. ეს პერიოდი არ უწყობს ხელს ახალ საქმეებსა და სარისკო მოქმედებებს – უმჯობესია, დაასრულოთ ძველი საქმეები და დაიცვათ სიფრთხილე, რადგან ფარული მოწინააღმდეგეებიც აქტიურობენ. აკონტროლეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან, ენას კბილი დააჭირეთ და არ გაამჟღავნოთ თქვენი გეგმები. ასე კვირა უფრო სტაბილური და წარმატებული იქნება.

სასწორი – სწორედ ახლა გაქვთ უკეთესი პერიოდი წინა კვირასთან შედარებით. აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური და ინიციატივიანი ხართ. იდეების რეალიზაციისთვის ეს ნამდვილად ხელსაყრელი დროა და ბევრ რამეს შეძლებთ. საინტერესო პერიოდია ახალი შთაბეჭდილებების, მოგზაურობებისა და არაჩვეულებრივი შეხვედრების თვალსაზრისით. ზოგიერთ თქვენგანს შესაძლოა ახალი სამსახურის პერსპექტივაც გაუჩნდეს. შესაძლებელია უფრო საინტერესო და მაღალანაზღაურებადი საქმე ნახოთ. რეფორმებისა და სიახლეების დროა – რაც უფრო მეტად იმოქმედებთ სპონტანურად, მით მეტად გაიზრდება წარმატების შანსი.

მორიელი – საინტერესო პერიოდია. კარგად მოფიქრებული სარისკო მოქმედება დაგეხმარებათ ძველი პრობლემებისა და ვალების მოგვარებაში. თუმცა, რადგან ენერგოტონუსი ოდნავ დაბალია, ნუ გადაიღლებით. ინტუიცია იზრდება და მისი დახმარებით სწორ არჩევანს გააკეთებთ. შეგიძლიათ ზოგიერთი იდეის რეალიზაცია და რამე შეცდომის გამოსწორება. პირად ურთიერთობებშიც საინტერესო მოვლენები გელით. ინარჩუნებთ კარგ ურთიერთობას ხელმძღვანელ პირებთან, რაც ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ განვითარებას. თუ პარტნიორული ურთიერთობები სტაბილურია, შესაძლებელია ფინანსური დივიდენდები მიიღოთ და მატერიალური მდგომარეობა გააუმჯობესოთ. შედარებით ადვილად გადაჭრით რთულ ფინანსურ სიტუაციებს.

მშვილდოსანი – ნაყოფიერი და საინტერესო პერიოდია, ბევრად უკეთესი წინა კვირასთან შედარებით. შესაძლებელია, თქვენი გეგმები რადიკალურად შეცვალოთ და აღმოჩნდეთ ახალი შთაბეჭდილებებისა და საინტერესო პროექტების წინაშე. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებასა და წინსვლას. ძალიან კარგი დროა უცხო ენების შესწავლის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტის, უცხოეთში მოგზაურობის ან სწავლების პერსპექტივისთვის. აქტიური უნდა იყოთ უცხოელებთან ურთიერთობაში – მათი გაცნობა ახალ პარტნიორულ თანამშრომლობებს და ახალ პერსპექტივებს გააჩენს. როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი, შეძლებთ არაერთი საინტერესო იდეისა და პროექტის განხორციელებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი მაღალია და ეს ხელს უწყობს თქვენს წინსვლას.

თხის რქა – უფრო ჰარმონიული პერიოდია, თუმცა ყურადღება მიაქციეთ გადაღლას და ნუ გადაიტვირთებით. შესაძებლობები იზრდება, რაც ხელს უწყობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ზოგადი პრობლემების უფრო მარტივ გადაწყვეტას. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და ხელმძღვანელთა მხრიდან მხარდაჭერა ხელს შეგიწყობთ განვითარებაში. ენას კბილი დააჭირეთ და დაიცავით საიდუმლოებები – ნუ გაამჟღავნებთ თქვენს გეგმებსა და იდეებს.

მერწყული – ურთიერთგაგება თქვენსა და გარშემომყოფებს შორის მატულობს, რაც ხელს უწყობს წარმატებებს საქმეში და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. იგრძნობთ ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერას. პარტნიორული ურთიერთობები ერთ-ერთი უმთავრესია – თუ სასიყვარულო ურთიერთობა ჰარმონიულია, ეს ხელს შეუწყობს თქვენს წარმატებებს და კეთილდღეობას. შესაძლებელია სერიოზული ტრანსფორმაცია. შეძლებთ თქვენი შემოქმედებითი უნარის და ნიჭის ახლებურად და უფრო საინტერესოდ წარმოჩენას.

თევზები – ეს კვირა ბევრად უკეთესია. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, რის გამოც სწორ არჩევანს გააკეთებთ. უფრო მშვიდად შეძლებთ მოლაპარაკებების წარმართვას და საერთო კონსენსუსის მიღწევას საქმიანი ურთიერთობების თვალსაზრისით. პერიოდი ნამდვილად ნაყოფიერია. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. თუ შეძლებთ, სასარგებლო იქნება დასვენებაც, რადგან ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არამდგრადია.

გეომაგნიტური დღეები: 11, 13, 16, 17 აგვისტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები