12 მაისს სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება კუროსა და მორიელის ზოდიაქალურ ღერძზე ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. მოიმატებს აგრესია და გაღიზიანება, ბრაზი და წყენა, ეჭვიანობა და შურისძიების სურვილი. გაიზრდება ცდუნებებისა და შეცდომების, ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. ამასთანავე, დედამიწა ისევ უარყოფით ენერგოველშია, რაც არა მხოლოდ კომუნიკაციასა და ადამიანებს შორის საერთო ენის გამონახვას გაართულებს, არამედ კიდევ უფრო დაამძიმებს სავსემთვარეობის ისედაც მძიმე დღეს. გამიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს.
ვერძი – დისჰარმონიული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება. არ აჰყვეთ ილუზიებს, რათა არ დაკარგოთ რეალობის შეგრძნება, დაეყრდენით უტყუარ ფაქტებს და იმოქმედეთ მხოლოდ მათი გათვალისწინებით. მოერიდეთ ფულის ხარჯვას და მსხვილი კაპიტალის დაბანდებას, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგის ალბათობა. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან, რადგან სწორედ მათთან შეძლებთ დადებითი ემოციების მიღებას.
კურო – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით! გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია ახალი საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორების შეძენისთვის, ცვლილებების განხორციელებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. თუმცა, საერთო ნეგატიური ფონის გათვალისწინებით თქვენც შეგექმნებათ პრობლემები. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეგახსენონ თავი ძველმა ვალდებულებებმა და გადაუჭრელმა პრობლემებმა. მართალია, მოგწევთ სხვისი უსიამოვნებების მოგვარება, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარი საქმის გადადება.
ტყუპები – ერთ-ერთი ურთულესი კვირაა მთელი წლის მანძილზე, რადგან სწორედ ახლა მოგიწევთ წლის შეჯამება და კარმული ვალების გასტუმრება. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან დაღლილობა და დამძიმებული განწყობა არ მოგცემთ ყველაფრის სრულფასოვნად შესრულების საშუალებას. მოერიდეთ ზედმეტ საუბარს და საიდუმლოს გათქმას, რადგან სწორედ ისინი გიღალატებენ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ფარული მტრებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის უსიამოვნებების შექმნას. მართალია, მოგიწევთ კრიტიკის მოსმენა, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა, გაღიზიანება და კამათში ჩაბმა, უმჯობესია საქმის გარჩევა უკეთესი დროისთვის გადადოთ. არაა გამორიცხული გაუქმდეს ან არ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რაც მორიგი დავისა და უსიამოვნებების მიზეზი გახდება. კარგი პერიოდია ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, წარმატებას მოგიტანთ საზოგადოებრივი საქმიანობა და საჯაროდ, პუბლიკის წინაშე გამოსვლა.
კირჩხიბი – დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, ძველი გეგმებისა და ახალი იდეების განხორციელებას, მთავარია არ იჩქაროთ და იმოქმედოთ თანამიმდევრულად. არ ღირს ფულის ფლანგვა, რადგან მაღალია გაუთვალისიწინებელი ხარჯისა და ფინანსური პრობლემების შექმნის ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რათა არ გამოგრჩეთ ის საზოგადოებრივი ან სამსახურებრივი ცვლილებები, რომლებიც თქვენც შეგეხებათ. არაა გამორიცხული ურთიერთობა დაგეძაბოთ გავლენიან პირებთან, რაც დავასა და სასამართლო პროცესების დაწყებას გაიძულებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ კონკურენტებს და მოშურნეებს, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენი შეცდომების საკუთარი სარგებლისთვის გამოყენებას.
ლომი – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გრანდიოზულ პროექტებს შეჭიდება, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით, რადგან ნებისმიერი ახალი წამოწყება მარცხით დასრულდება. მართალია, მოგიწევთ მწვავე კრიტიკის მოსმენა, მაგრამ მაინც არ ღირს კონფლიქტში ჩაბმა, რადგან ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ კონკურენტების მიმართ, რომლებიც არცერთ შეცდომას არ გაპატიებენ. მოერიდეთ რისკს და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, არ აჰყვეთ ილუზიებს და ცდუნებებს, რომელთა ალბათობა ამ კვირაში განსაკუთრებით მაღალი იქნება, დაეყრდენით ინტუიციას, იმოქმედეთ მხოლოდ შინაგან რწმენასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ქალწული – აქტიური, თუმცა რთული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, თუმცა რაც მეტს გააკეთებთ, მით უფრო მეტის გაკეთებას მოგთხოვენ კოლეგები და პარტნიორები. ბევრი საქმის მიუხედავად მაინც არ ღირს გადაღლა, უმჯობესია პერიოდულად დაისვენოთ და თანაბრად გადაანაწილოთ დრო მუშაობასა და დასვენებაზე, რათა დაღლილობისა და უგუნებობის ფონზე არ დაუშვათ შეცდომები. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, მოერიდეთ კამათს მაშინაც კი, თუ უსამართლოდ ჩათვლით კრიტიკას თქვენი მისამართით. თავი შეიკავეთ ფულის ზედმეტი ხარჯვისგან, რადგან მაღალია ფინანსური ზარალის ალბათობა.
სასწორი – ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, ბევრი საქმე გექნებათ, მაგრამ მაინც არ ღირს გადაღლა, უმჯობესია თანაბრად გადაანაწილოთ დრო საქმესა და დასვენებაზე, რათა არ დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. მოერიდეთ პროვოკაციებს, თავი შეიკავეთ კამათისგან, რადგან ბევრი ეცდება თქვენს ჩაბმას კონფლიქტებში. არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს და მათ შეთავაზებებს, რადგან ერთი შეხედვით სარფიანი წინადადება საბოლოოდ მხოლოდ ფინანსური ზარალის მომტანი აღმოჩნდება. არ ღირს საკუთარ გეგმებზე საუბარი და საიდუმლოს გათქმა, რადგან სწორედ ისინი შეგიქმნიან პრობლემებს, ვისი დახმარების იმედიც გქონდათ.
მორიელი – კონფლიქტური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ჩვეული შეუპოვრობისა და სიმტკიცის გამოჩენას, დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანას და სამომავლოდ გეგმების დასახვას. თუმცა, საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით სირთულეებს, რომელთა გადაჭრა გადადების გარეშე მოგიწევთ. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, არ ღირს პარტნიორებთან მკვახე, ხისტი გამონათქვამების გამოყენება, რადგან არავინ გაპატიებთ უკმეხობას და ზედმეტ ამბიციებს. კონფლიქტები გელით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთანაც, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათთან საერთო ენის გამონახვა და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ საკუთარი ნებით ან იძულებით სამსახურის დატოვება. დაძაბულობის მიუხედავად, მაინც არ ღირს გულის გატეხა და ყურადღების მოდუნება, რათა არ დაკარგოთ მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი.
მშვილდოსანი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ადვილად გაღიზიანდებით და სწრაფად დაიღლებით, არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. მოერიდეთ დაუფიქრებელი, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, რათა არ დაუშვათ შეცდომები, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. ნაკლებად გაამართლებს გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. არ ღირს იმ დავაში ჩაბმა, სადაც ვერ შეძლებთ საკუთარ სიმართლეს დამტკიცებას, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აზარალებთ.
თხის რქა – აქტიური, თუმცა ქაოტური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, შეძლებთ შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებას, მაგრამ საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. ცვლილებები გელით სახლსა და სამსახურში, რაც არა მხოლოდ გაძლიერებული რეჟიმით მუშაობას, არამედ გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევასაც გაიძულებთ. არ გაამართლებს არც ყველაფრის ბოლომდე და სრულყოფილად შესრულების სურვილი, რადგან ვერ შეძლებთ მობილიზებას და ნეგატიური ემოციების დაძლევას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი ვალების გასტუმრება და ვალდებულებების შესრულება, რომელთაგან თავის დაღწევის სურვილი ისევ თქვენ მოგაყენებთ ზარალს. კარგი კვირაა სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ძველი კონფლიქტების მოგვარებისთვის.
მერწყული – სულიერი ტრანსფორმაციის კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობაში, რადგან მაღალია კონფლიქტების და უსიამოვნებების ალბათობა. არ თქვათ უარი მეგობრების და ახლობლების დახმარებაზე, მეტიც, სწორედ მათ უნდა მიმართოთ რჩევისთვის, თუ თავად გაგიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება. ყურადღებით გაეცანით ყველა დოკუმენტს ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფატალური შეცდომების დაშვების ალბათობა. არ ღირს ფულის უყაირათოდ ხარჯვა, რადგან მოულოდნელი გადასახადები დაგეგმილზე მეტი ხარჯის გაწევას გაიძულებენ.
თევზები – საკმაოდ რთული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და ძველი პრობლემების ახლებურად გადაჭრას, თუმცა საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგაფერხებთ წინსვლაში. არ ღირს ზედმეტი ამბიციების გამოვლენა და საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის შექმნა, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფების გაღიზიანებას გამოიწვევთ. მოერიდეთ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას და სხვისი კონფლიქტების მოგვარებას, რადგან ყველა მორიგდება და თქვენ აღმოჩნდებით დამნაშავე. მართალია, გაიცნობთ ახალ ადამიანებს, რომლებიც ახალი იდეებით მოგხიბლავენ, მაგრამ არ ღირს ყველას უპირობოდ ნდობა.
გეომაგნიტური დღეები – 12, 15, 16 და 17 მაისი.