დედამიწა კვლავ უარყოფით ენერგოველში იმყოფება, რაც ზრდის კონფლიქტების, გაუგებრობების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების, ურთიერთგაგების შემცირების და იდეების რეალიზაციის შეფერხების ალბათობას. საჭიროა მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ ჯანმრთელობას, სიფრთხილე გამოიჩინოთ პროვოკაციებისგან თავის ასარიდებლად და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად.
აღსანიშნავია, რომ უკვე შემდეგი კვირიდან დედამიწა დაიწყებს პოზიტიურ ენერგოველში შესვლას და წარმატების ფაქტორი ყველასთვის უფრო თვალსაჩინო გახდება.
ვერძი – პერიოდი ყურადღებას ითხოვს განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში – როგორც სასიყვარულო, ისე ბიზნეს ურთიერთობებში მეტი თავდაჭერა და მოთმინება გმართებთ, საჭიროა დიპლომატიურობა, რადგან კონფლიქტების ტენდენცია მაღალია. შეიძლება ფინანსურმა სირთულეებმაც იჩინონ თავი, ამიტომ მოერიდეთ ახალი კონტაქტების დამყარებას, მოლაპარაკებების წარმოებასა და ხელშეკრულებების დადებას. უკეთესია, ეს ყველაფერი მომავალი კვირისთვის გადადოთ.
კურო – შემდეგი კვირიდან იგრძნობთ, რომ ჯანმრთელობა უმჯობესდება. ამ პერიოდში კი დიდი დრო და ენერგია დაგეხარჯებათ სამსახურში და ირგვლივ მყოფთა დახმარებაში. სასიყვარულო პარტნიორები მოითხოვენ ყურადღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობაში შესაძლოა დაძაბულობამ იჩინოს თავი. ფსიქოემოციური არასტაბილურობა ჯერ კიდევ შეინიშნება, ამიტომ სასურველია გადაერთოთ სასიყვარულო ურთიერთობებზე. ზოგიერთი ახალი რომანტიკული ურთიერთობის წინაშე აღმოჩნდება, ზოგიერთს კი უკვე არსებული კავშირი გაუმყარდება. ეს პერიოდი ხელს უწყობს თქვენი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, თუმცა ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, ნუ გადაიღლებით.
ტყუპები – ენერგოტონუსი მაღალია, აქტიური და დინამიური ხართ, თუმცა გარკვეულმა სირთულეებმა შეიძლება გეგმების შესრულება შეაფერხოს ან სასიყვარულო პრობლემები წარმოქმნას. შვილებთან და შემოქმედებით საქმიანობაშიც შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას. მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო სირთულეებიც, რაც დამატებითი ფინანსების მობილიზაციას მოითხოვს. ახლობლების პრობლემების გადაჭრაც შესაძლოა თქვენზე იყოს დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ეს პერიოდი ხელსაყრელია ბიზნესსაქმიანობისთვის, ხოლო მომავალი კვირა კიდევ უფრო წარმატებული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ თავი შეიკავოთ ზედმეტი ხარჯისგან.
კირჩხიბი – ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, ამიტომ ეცადეთ არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ. პერიოდი ხელსაყრელია მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის, ასევე ხანმოკლე მოგზაურობისთვის. საქმიან სფეროში კი მოსალოდნელია სირთულეები და კრიტიკა, რამაც შესაძლოა აგრესიული და პრეტენზიული რეაქცია გამოიწვიოს თქვენს მხრიდან. ეს დაძაბულობა ურთიერთობებზეც აისახება. მეტად დაეყრდენით ინტუიციას – ეს გააძლიერებს თქვენს ავტორიტეტს. მომდევნო კვირა ბევრად უფრო პოზიტიური და მსუბუქი იქნება.
ლომი – ენერგიული, აქტიური და ლიდერი ხართ, თუმცა ფინანსურმა სირთულეებმა შეიძლება იჩინოს თავი. ურთიერთობები ახლობლებთან და მეგობრებთან შეიძლება გართულდეს, სწავლის პროცესიც შეფერხდეს. კოლექტიურ საქმიანობაში პრობლემებია მოსალოდნელი, ამიტომ ეს პერიოდი უკეთესია ინდივიდუალური მუშაობისთვის. აკონტროლეთ ფინანსები და ფრთხილად იყავით ზედმეტი დანახარჯებისგან. ეს პერიოდი ხელსაყრელია ახალი ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად.
ქალწული – ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ფსიქოემოციური ფონი კი არასტაბილური. მოსალოდნელია ცვლილებები პროფესიულ სფეროში. კოლექტიურ საქმიანობაში უფრო წარმატებული იქნებით, ვიდრე ინდივიდუალურ საქმიანობაში, რადგან კოლეგების მხარდაჭერა ამ პერიოდში მნიშვნელოვანია. პირად ურთიერთობებში შესაძლოა გულდაწყვეტამ იჩინოს თავი, მატულობს კრიტიკულობა და პრეტენზიულობა, რაც პარტნიორულ კავშირებს ართულებს. მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს.
სასწორი – თქვენ ამ პერიოდში ყველაზე პროდუქტიულ ნიშნად რჩებით. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობაც მდგრადია, ორგანიზატორული ნიჭი და უნარები სრულად გეხმარებათ მიზნების მიღწევაში. ეს ხელს უწყობს ახალ გეგმებსა და თვითრეალიზაციას. თუმცა დედამიწის უარყოფითი ენერგოველის გავლენით ურთიერთგაგების ნაკლებობა და თავისუფლების შეზღუდვა მოსალოდნელია როგორც პარტნიორებისა, ისე კოლეგებისა თუ ხელმძღვანელების მხრიდან. მიუხედავად ამისა, სხვებთან შედარებით წარმატების ფაქტორი თქვენთან უფრო მაღალია.
მორიელი – მომდევნო კვირა გაცილებით პოზიტიური და წარმატებული იქნება, თუმცა ამ პერიოდში სიფრთხილე გმართებთ. ნუ წამოეგებით პროვოკაციებს, რადგან იმუნიტეტი დაბალია და ჯანმრთელობაც არამდგრადია. მოერიდეთ გადაღლას. ეს დრო რთულია თვითრეალიზაციის თვალსაზრისითაც, მოსალოდნელია კრიტიკა და გაუგებრობა. ნუ იჩქარებთ და ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური. მოერიდეთ კამათს და ემოციურ აფეთქებებს. იფრთხილეთ სიტყვებთან – ენას კბილი დააჭირეთ. სამაგიეროდ, კარგი პერიოდია მოგზაურობისა და გარემოს შეცვლისთვის.
მშვილდოსანი – ენერგოტონუსი მაღალია, ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი გეხმარებათ მიზნების განხორციელებაში. ინტუიცია გაძლიერდება და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. მიუხედავად ამისა, შესაძლოა გარკვეულმა დაძაბულობამ იჩინოს თავი და გეგმებში კორექტირება გახდეს საჭირო. საზოგადოებრივი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაზეც მოახდენს გავლენას. მოერიდეთ ფარულ მტრებს – შესაძლოა იგრძნოთ მათი წინააღმდეგობა. კარგი პერიოდია სიახლეებისთვისა და რეფორმებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმება.
თხის რქა – ენერგოტონუსი დაბალია, თუმცა მომდევნო კვირიდან გაუმჯობესებას იგრძნობთ. ამ დღეებში იმოქმედეთ ფრთხილად და წინდახედულად. ჩაერთეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში, თუმცა მოსალოდნელია წინააღმდეგობები როგორც კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, ისე ახლობლებთანაც. ზოგჯერ თქვენს სიტყვასა და ქცევას შორის განსხვავება დაძაბულობას იწვევს. ეს პერიოდი მოითხოვს ძველი, დაუსრულებელი საქმეების გადახედვას და პრობლემების მოგვარებას.
მერწყული – პერიოდი საინტერესო, თუმცა რთულია. ახალი იდეები და პროექტები ჩნდება, ენერგია და ჯანმრთელობა სტაბილურია, მაგრამ მათი რეალიზაცია შესაძლოა შეფერხდეს. პროფესიულ საქმიანობაში პროცესები შეიძლება გაიწელოს, რაც მიზნების მიღწევას ართულებს. მოსალოდნელია ქაოსი და დროებითი დაბრკოლებები, თუმცა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა წარმატებას მოგიტანთ.
თევზები – რთული პერიოდია, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობაც არამდგრადია. მოსალოდნელია კრიტიკა და გაუგებრობა, რაც ურთიერთობებში დაძაბულობას გამოიწვევს. არ არის რეკომენდებული მოგზაურობა და მივლინება, განსაკუთრებით უცხოეთში, რადგან შეიძლება საბუთები ან ხელშეკრულებები არასწორად გაფორმდეს. ამ პერიოდში სჯობს შემოქმედებით საქმიანობას ან სპორტს მიჰყვეთ – ეს დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში და ენერგიის დაბალანსებაში.
გეომაგნიტური დღეები: 13, 14, 15 და 18 ოქტომბერი.