LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (14-20 აპრილის) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

5339
მიხეილ ცაგარელი

დედამიწის პოზიტიურ ენერგოველში გადასვლით მნიშვნელოვნად გამარტივდება კომუნიკაცია, ადამიანებს შორის საერთო ენის და ურთიერთგაგების მოძიება. ბევრად ადვილი იქნება ახალი იდეების გენერირება და განხორციელება, ახალი საქმის და ახალი სამსახურის დაწყება.

ვერძი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. კარგი პერიოდია ინიციატივის საკუთარ ხელში აღებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, ძველი საქმეების დასრულებისთვის, ვალების გასტუმრებისა და არაფრისმომცემი ურთიერთობისგან გათავისუფლებისთვის. პოზიტიური შანსების მიუხედავად, არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ილუზიებთან დამშვიდობება და რეალობასთან შეჯახება, რაც არა უბრალოდ არასასიამოვნო, არამედ მეტად მტკივნეული იქნება.

კურო – ერთ-ერთ უმძიმესი კვირაა მთელი წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, მოგინდებათ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება, მაგრამ არ ღირს გადაღლა, რადგან დასუსტებული ორგანიზმი და გონება ვერ გაუძლებს დატვირთვას. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდებისა  და კაპიტალის დაბანდებისგან, რადგან არც ერთი გაამართლებს, არც მეორე. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე გარშემომყოფების მიმართ, რადგან მოშურნეები და მტრები აქტიურად ეცდებიან ჭორებითა და ინტრიგებით თქვენთვის პრობლემების შექმნას. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საიდუმლოს გათქმა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით.

ტყუპები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. თამამად შეგიძლიათ შეიცვალოთ იმიჯი ან მოკიდოთ ხელი ახალ საქმეს. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გაიცნოთ ადამიანი, რომელიც ან საქმეში ან პირად ცხოვრებაში გაგიწევთ პარტნიორობას. მართალია, ბევრი ეცდება საკუთარი აზრის თავსმოხვევას და საკუთარი ავტორიტეტით დათრგუნვას, მაგრამ მაინც არ ღირს  პრინციპების დათმობა, მით უფრო, თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში. ყურადღებით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

კირჩხიბი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულების სურვილი გექნებათ, მაგრამ არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, რადგან ყველაფრის გაკეთებას ვერ შეძლებთ და მხოლოდ შეცდომებს დაუშვებთ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გაგიცრუონ იმედი ახლობლებმა, რომლებიც თქვენს გაკეთებულს ვერ დააფასებენ და მადლიერების სანაცვლოდ უფრო მეტს მოგთხოვენ. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, მაინც არ ღირს გარშემომყოფებთან დაპირისპირება, უმჯობესია ურთიერთობის გარჩევა მომავლისთვის გადადოთ.

ლომი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში დაასრულოთ დიდი ხნის წინ გადადებული საქმე, გაისტუმროთ ვალები ან აღადგინოთ ურთიერთობა ძველ პარტნიორთან. მართალია, გარშემომყოფების პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, მაგრამ არ ღირს ზედმეტად თავის გამოდება, რათა არ მოგიწიოთ საკუთარ გეგმებზე უარის თქმა. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელი პარტნიორების გაცნობისა და საერთო საქმის დაწყებისთვის.

ქალწული – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, უმჯობესია მისცეთ ორგანიზმს დასვენების და დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება. თავი შეიკავეთ გრანდიოზული გეგმების დასახვისგან, რადგან მაინც ვერ შეძლებთ მათ განხორციელებას. არ ღირს მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად შეიცვალოს პირობები. თავი შეიკავეთ საკუთარი გეგმების გასაჯაროებისგან, რადგან ბევრი ეცდება თქვენთვის ხელის შეშლას.

სასწორი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერულ და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას.  მართალია, დახმარების გაწევა მოგიწევთ ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, მაგრამ არ ღირს ზედმეტად თავის გამოდება, რათა არ მოგიწიოთ საკუთარი საქმის გადადება. კარგი პერიოდია საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა არ ღირს იმპულსურად მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

მორიელი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, მოგინდებათ ძალაუფლების მოპოვება და გარშემომყოფების დამორჩილება, მაგრამ მსგავსი სურვილი მხოლოდ საპასუხო აგრესიას გამოიწვევს და სერიოზულად შეარყევს თქვენს რეპუტაციას. არაა გამორიცხული მოულოდნელად შეცვლილმა მოვლენებმა გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება გაიძულოთ, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს, თუმცა დისკომფორტის მიუხედავად მაინც მოგიწევთ რეალობას მორგება.

მშვილდოსანი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, რაც ძველი პროექტების დასრულებასა და ახალი გეგმების დასახვაში დაგეხმარებათ, თუმცა, არ ღირს იმპულსურად მოქმედება და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღება, რათა არ დაკარგოთ ძველის მოწესრიგების და ახლის დაწყების შანსი. კარგი პერიოდია ოჯახის წევრებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

თხის რქა – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს კაპიტალის დაბანდება და მსხვილი საყიდლების გაკეთება, გარიგებების და ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმება, რადგან მაღალია შეცდომების და ფინანსური დანაკარგების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება კონკურენტების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას.

დამატებითი ხარჯის გაწევა მოგიწევთ იმ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში, რომელთაც დიდი ხნის მანძილზე არიდებდით თავს.

მერწყული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, თუმცა არ ღირს ამბიციებს აყოლა და საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენის შექმნა, რადგან ამგვარ ამპარტავნებას ნამდვილად არ გაპატიებენ გარშემომყოფები, რომელთაც ძალიან გააღიზიანებთ თქვენი ქცევა. არაა გამორიცხული სწორედ ახლა იჩინონ თავი კონკურენტებმა და მოშურნეებმა, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის უსიამოვნებების შექმნას. კარგი პერიოდია შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა ახალი საქმის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია იურისტებთან.

თევზები – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან კონკურენტები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენი შეცდომების თქვენსავე წინააღმდეგ გამოყენებას. არ აჰყვეთ დეპრესიას, შინაგან შიშებსა და ნეგატიურ ფიქრებს. მართალია, გექნებათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სურვილი, მაგრამ მაინც არ ღირს განმარტოება, უმჯობესია მეტი დროს გაატაროთ ახლობლებთან.

გეომაგნიტური დღეები – 15, 17 და 18 აპრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები