ეს კვირა განსაკუთრებით სიფრთხილეს მოითხოვს. 21 სექტემბერს გვაქვს ახალმთავრობა და მზის დაბნელება, რაც ზრდის დაძაბულობას. ენერგიების შეერთება ქალწულის ზოდიაქოში გამოავლენს აგრესიულ და დეპრესიულ ტენდენციებს, ტრავმებისა და ავარიების ალბათობას, შეცდომებსა და ცდუნებებს, ასევე ჯანმრთელობის გაუარესებას. ამიტომ კვირა დღე უმჯობესია გავიაროთ მაქსიმალური სიფრთხილით. მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ, იმოქმედეთ წინდახედულად და ნუ აყვებით პროვოკაციებს.
ვერძი – ამ კვირას შესაძლოა ძველი პრობლემები და შეცდომები კვლავ წამოიჭრას, დაძაბულობა კი მოიმატებს როგორც პირად, ისე პარტნიორულ ურთიერთობებში. მოსალოდნელია კამათი და ურთიერთგაგების შემცირება. თუმცა გონებამახვილი ვერძები დროულად შეძლებენ იდეებში საჭირო ცვლილებების შეტანას, რაც კონფლიქტების განმუხტვასაც შეუწყობს ხელს. ენერგოტონუსი ნელნელა უმჯობესდება და განწყობაც მეტ სტაბილურობას იძენს.
კურო – პერიოდი ხელსაყრელია ზოგიერთი იდეის განხორციელებისთვის, თუმცა პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლოა ძველი შეცდომები გამოიკვეთოს. სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება დაგეხმარებათ წინსვლაში. კარგი დროა შვილებთან ურთიერთობისთვის და საკუთარი ორგანიზატორული უნარების გამოსავლენად.
ტყუპები – ენერგია ნელ-ნელა უმჯობესდება, თუმცა კვირა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. დაბნელების პერიოდში იზრდება კონფლიქტების ალბათობა, განსაკუთრებით სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეებიც და საყოფაცხოვრებო პრობლემები. ფრთხილად იყავით, რათა ახლობლებთან დაპირისპირებამ სიტუაცია არ გაართულოს.
კირჩხიბი – კვირა წარმატებულია სწავლისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, თუმცა კარიერული კუთხით სირთულეებია მოსალოდნელი. შესაძლოა გაღრმავდეს დაძაბულობა ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან, ხოლო ხელშეკრულებები არ განხორციელდეს თქვენს სასარგებლოდ. აუცილებელია ინფორმაციის გადამოწმება. ენერგოტონუსი სტაბილურია, რაც დაგეხმარებათ დისციპლინისა და ინტუიციის სწორად გამოყენებაში.
ლომი – ენერგია ნელ-ნელა მატულობს, თუმცა მოსალოდნელია გაუგებრობები ხელმძღვანელებთან და პარტნიორებთან. მოერიდეთ მსხვილ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, ინვესტიციებსა და ზედმეტ ხარჯებს.
ქალწული – ენერგეტიკული მდგომარეობა და ჯანმრთელობა სტაბილურია. მოთმინება და ნებისყოფა ხელს შეუწყობს წარმატებას. თუმცა ფინანსურ კუთხით მოსალოდნელია სირთულეები: ძველი ვალების, ვალდებულებების ან შეცდომების გამოვლენა. შესაძლოა ძველ საქმეებს დაუბრუნდეთ, რაც დროებით შეაფერხებს წინსვლას.
სასწორი – ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება, კომუნიკაცია აქტიურდება და სტაბილურობაც იზრდება. თუმცა ეს დაბადების წინა პერიოდია, რაც სიფრთხილეს მოითხოვს. ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები აქტიურია. აუცილებელია ინფორმაციის გადამოწმება და გეგმების საიდუმლოდ შენახვა. პარტნიორულ ურთიერთობებში კონფლიქტის ალბათობა მაღალია.
მორიელი – ენერგოტონუსი მაღალია და ჯანმრთელობა სტაბილურია, თუმცა ხელმძღვანელების მხრიდან მოთხოვნები გაიზრდება. ამან შეიძლება მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობაში სირთულეები გამოიწვიოს. მოსალოდნელია უნდობლობა კოლეგებთან. მოერიდეთ ახალი სამუშაო ხელშეკრულებების დადებას და ყოველთვის გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.
მშვილდოსანი – ენერგია მატულობს, პოზიტიური განწყობაც იზრდება. თუმცა უნდობლობა და ეჭვიანობა შეიძლება პრობლემად იქცეს, რაც თანამშრომლობას გაართულებს. შეეცადეთ, ზედმეტად არ გადაიღალოთ და ოპტიმიზმი წინა პლანზე წამოსწიოთ. მეგობრებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ სტრესის შემსუბუქებაში.
თხის რქა – მიუხედავად იმისა, რომ ენერგია და ჯანმრთელობა სტაბილურია, მოსალოდნელია სირთულეები როგორც საოჯახო, ისე კარიერულ სფეროში. ეს კონფლიქტური პერიოდია მშობლებსა და შვილებს შორის. შესაძლოა ძველი, გადაუჭრელი პრობლემები და საყოფაცხოვრებო სირთულეები კვლავ წამოიჭრას. შეეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან.
მერწყული – ენერგია მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება. თუმცა მოსალოდნელია გაუგებრობები კოლეგებთან, რაც სიფრთხილეს მოითხოვს. ფინანსური კუთხით პერიოდი არც ცუდია, არც უარყოფითი. უცხოელებთან კონტაქტები მეტად ნაყოფიერი იქნება. სჯობს მეტად დიპლომატიური და თავშეკავებული იყოთ.
თევზები – ინტუიცია სტაბილურია, თუმცა ფინანსურმა სირთულეებმა და იდეურმა დაპირისპირებებმა შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები. მოსალოდნელია კრიტიკის ზრდა და საკუთარი პოზიციების დაცვის სირთულე. უმჯობესია საიდუმლოების დაცვა და ემოციების შეკავება. შემოქმედებითი კუთხით კი კვირა ნაყოფიერია და შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგები მოგიტანოთ.
გეომაგნიტური დღეები – 15, 18, 20 და 21 სექტემბერი.