დედამიწა ისევ პოზიტიურ ენერგოველშია. კარგი კვირაა ძველი საქმეების დასრულებისთვის, ძველი შეცდომების გააზრებისა და გამოსწორებისთვის, ძველი ბრაზის, წყენის დავიწყებისა და ახლობლებთან შერიგებისთვის.
20 მარტს 13:03 საათზე მზე ერთი თვით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, რაც ერთის მხრივ, მიზანდასახულობას და შეუპოვრობას, გონებამახვილობას და კომუნიკაბელურობას, მეორეს მხრივ, აგრესიას და ეგოიზმს, სიჯიუტეს და უყაირათობას გააძლიერებს.
ვერძი – 20 მარტს მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადავა და საუკეთესო პერიოდი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში. ეტაპობრივად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შეუპოვრობა, ოპტიმიზმი და მომავლის იმედი. შეძლებთ გააქტიურებას, კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის გამოვლენას. კარგი პერიოდია ცვლილებებისა და რეფორმებისთვის. თამამად შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ ახალი იდეები და შეუდგეთ მათ განხორციელებას, შეიძინოთ ახალი პარტნიორები და მათთან ერთად წამოიწყოთ ახალი საქმე.
კურო – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ ცვლილებების თქვენს სასარგებლოდ განხორციელებას და მიმდინარე მოვლენების საკუთარ სურვილებზე მორგებას. კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვისთვის, რადგან ორატორული ნიჭის წყალობით მარტივად დაარწმუნებთ სხვებს საკუთარ სისწორეში. ეცადეთ ამ კვირაში მოაგვაროთ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა, რადგან ბევრად რთული იქნება შემდეგი კვირა.
ტყუპები – ეტაპობრივად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია ახალი საქმის დაწყებისა და სამსახურის მოძიებისთვის, რომანტიკული თავგადასავლებისა და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. არ თქვათ უარი საქმიან შეთავაზებებზე, რადგან ნებისმიერი ახალი პროექტი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, რადგან ნებისმიერს დაარწმუნებთ საკუთარ მართებულობაში. არ თქვათ უარი კოლეგების და ხელმძღვანელების დახმარებაზე, რადგან სწორედ მათი მხარდაჭერით შეძლებთ კარიერულ წინსვლას და პროფესიული წარმატების მიღწევას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში დაწინაურდეთ ან გაიზარდოს თქვენი ანაზღაურება.
ლომი – ეტაპობრივად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ახალი იდეების გენერირებას და განხორციელებას, მთავარია ზედმეტად არ გაგიტაცოთ ილუზიებმა და არ გადააფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. კარგი პერიოდია საზღვარგარეთ მოგზაურობისა და უცხოელი პარტნიორების შეძენისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ შემოსავალი ძველი პროექტებიდან. არ თქვათ უარი სხვათა დახმარებაზე, მით უფრო, რომ მსგავსი მხარდაჭერა ერთი-ორად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს.
ქალწული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ახალი იდეების ჩამოყალიბებას და პარტნიორების მოძიებას, რომლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან დასახული მიზნების მიღწევაში. კარგი პერიოდია გავლენის სფეროების გაფართოებისა და ავტორიტეტის განმტკიცებისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება, რომელიც მოულოდნელად გადაგაწყვეტინებთ საზღვარგარეთ გამგზავრებას. მოერიდეთ საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა საუბარს, რადგან ბევრი ეცდება თქვენთვის ხელის შეშლას.
სასწორი – ეტაპობრივად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს თვითრწმენა და ოპტიმიზმი. შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და გავლენის სფეროების გაფართოებას. კარგი პერიოდია ძველი კონფლიქტების მოგვარებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, დააკვირდით მათ ქცევას და საუბარს, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ადამიანების რეალური ზრახვების გამოცნობას.
მორიელი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, გაძლიერდება თვითრწმენა და ინტუიცია, რომელზე დაყრდნობით რთულ პრობლემებსაც მარტივად დაძლევთ. კარგი პერიოდია ცვლილებების განხორციელებისთვის, თამამად შეგიძლიათ შეიცვალოთ იმიჯი ან შეცვალოთ ყოველდღიური ცხოვრების წესი, დაძლიოთ მავნე ჩვევები და ახლებურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები. არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტის აღება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რადგან ასე მხოლოდ მტრებს გაიმრავლებთ.
მშვილდოსანი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად უკეთესი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი და იმუნიტეტი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას და ავტორიტეტის გაძლიერებას. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში, არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გაიცნოთ ადამიანი, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს წარმოდგენას სამყაროზე. კარგი პერიოდია ახალი იდეების გენერირებისა და განხორციელებისთვის, სამომავლო გეგმების დასახვისა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისთვის. მთავარია, არ აჰყვეთ ილუზიებს და იმოქმედოთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.
თხის რქა – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი. შეძლებთ გააქტიურებას, იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ შემოსავალი ძველი პროექტებიდან ან მიიღოთ ახალი სამსახურის დაწყების მეტად სარფიანი შეთავაზება. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, რაც სიახლეებით შეავსებს თქვენს რუტინულ ცხოვრებას. მთავარია არ დაიზაროთ და ენთუზიაზმით ჩაებათ ნებისმიერ ახალ წამოწყებაში.
მერწყული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და მომავლის რწმენა, თქვენს მხარეს იქნება იღბალიც, ამიტომ თამამად შეგიძლიათ მოსინჯოთ ბედი და შეიძინოთ ლატარიის ბილეთები. კარგი პერიოდია შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, გარიგებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში განაახლოთ ურთიერთობა ძველ პარტნიორთან ან თავით გადაეშვათ ახალ რომანტიკულ თავგადასავლებში. არ თქვათ უარი იმ ადამიანების დახმარებაზე, ვინც თქვენს იმედზეა, მით უფრო, რომ მსგავსი მხარდაჭერა ერთი-ორად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს.
თევზები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ მაქსიმალურად აქტიურად გაიაროთ კვირა, რადგან სწორედ ახლა გაქვთ დასახული მიზნების და სურვილების განხორციელების საუკეთესო შანსი. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის მოძიებისა და ახალი საქმის დაწყებისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვეს მატერიალურ მდგომარეობას. მთავარია არ დაიზაროთ, ენდოთ ინტუიციას და მხოლოდ მასზე დაყრდნობით მიიღოთ გადაწყვეტილება.
გეომაგნიტური დღეები – 18, 19, 22 და 23 მარტი.