დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია, რაც უარყოფითად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან დაძაბულობის ფონზე ერთი-ორად გართულდება გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა და კონსენსუსის მიღწევა.
ვერძი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, მაგრამ მაინც ძალიან გაგიჭირდებათ ამ კვირის სირთულეების დაძლევა, რადგან სწორედ თქვენ მოგიწევთ თანაშემწეების სიზარმაცით და უპასუხისმგებლობით დაშვებული შეცდომების გამოსწორება. პრობლემებია მოსალოდნელი საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეებშიც, რაც დამატებითი ხარჯის გაწევას, ზედმეტი დროისა და ენერგიის დახარჯვას გაიძულებთ.
კურო – გასულ კვირასთან შედარებით ბევრად უკეთესი კვირაა, მაგრამ დამშვიდების საშუალება მაინც არ გექნებათ. არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება და გრანდიოზულ პროექტებს შეჭიდება, რადგან მათი განხორციელებისთვის არც ფიზიკური ძალა გეყოფათ, არც მორალური. არაა გამორიცხული მოულოდნელად შეცვლილმა მოვლენებმა სპონტანურად გაიძულოთ მოქმედება, რაც გაღიზიანების და გარშემომყოფებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება. არ ენდოთ არავის, გულდასმით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას.
ტყუპები – მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, ჩვეული კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის გამოვლენას, მაგრამ სხვების მსგავსად თქვენც მოგიწევთ მთელი რიგი სირთულეების დაძლევა. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მგზავრობისა და მოგზაურობისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. უსიამოვნებები გელით კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან არ მოგინდებათ ერთმანეთის არგუმენტების მოსმენა და საერთო ენის მოძიება. არაა გამორიცხული მოგიწიოთ სხვათა კრიტიკის მოსმენა, რაც საკუთარი პოზიციების მტკიცედ დაცვას გაიძულებთ. ეცადეთ თავი დააღწიოთ სხვათა კონტროლს, რადგან ასე მხოლოდ თქვენ შეგექმნებათ პრობლემები.
კირჩხიბი – გაძლიერებული იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, შეუპოვრობისა და მიზანსწრაფულობის გამოვლენას, თუმცა დედამიწის ნეგატიური ენერგები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს. არაა გამორიცხული მოულოდნელად შეცვლილმა მოვლენებმა არა მხოლოდ სიტუაციასთან, არამედ ადამიანებთან სწრაფად ადაპტირებაც გაიძულოთ. მოერიდეთ გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმებას, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგის ალბათობა. თავი შეიკავეთ ხელმძღვანელებთან კამათისგან, რადგან საკუთარ სიმართლეს მაინც ვერ დაამტკიცებთ და მხოლოდ კარიერას აზარალებთ. არ ღირს საკუთარ გეგმებზე საუბარი, რათა მტრებმა და მოშურნეებმა თქვენსავე წინააღმდეგ არ გამოიყენონ ინფორმაცია.
ლომი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ შეუპოვრობისა და ბრძოლის უნარის გამოვლენას, მაგრამ საერთო ნეგატიური ტენდენციები თქვენც გაიძულებთ გეგმების შეცვლას და თქვენსავე სურვილის წინააღმდეგ მოქმედებას. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორის მიმართ, რომლებიც სწორედ თქვენს იმედზე იქნებიან, არაა გამორიცხული მათი პრობლემებიც თქვენი მოსაგვარებელი გახდეს. არ ღირს საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების უგულებელყოფა და საქმის მიფუჩეჩება, რათა ორჯერ არ მოგიწიოთ ერთი და იმავე დავალების შესრულება, მით უფრო, რომ კონკურენტები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენი შეცდომების საკუთარი სარგებლისთვის გამოყენებას.
ქალწული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეტიც, თუ აქამდე ვირუსით ან ინფექციური დაავადებებით იტანჯებოდით, სწორედ ამ კვირაში გაუმჯობესდება თქვენი მდგომარეობა, თუმცა ზოდიაქოს სხვა ნიშნების მსგავსად თქვენც მოგიწევთ გაუთვალისწინებელი პრობლემების გადაჭრა გადადების გარეშე. გამოიჩინეთ მეტი დისციპლინა და მობილიზაცია, რადგან არაა გამორიცხული პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე დარჩენილს მარტოს მოგიწიოთ ყველას საქმის შესრულება. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და იმოქმედეთ პრინციპით „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“.
სასწორი – მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, კომუნიკაბელურობის, გონებამახვილობის და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას, მაგრამ ზოდიაქოს სხვა ნიშნების მსგავსად თქვენთვის რთული იქნება ეს კვირა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და დისციპლინა სამსახურში, რადგან არა მხოლოდ საკუთარი, არამედ კოლეგების საქმეც თქვენი შესასრულებელი გახდება. თავი შეიკავეთ ახლობლებთან ფინანსებზე კამათისგან, რადგან ამგვარი დავა აუცილებლად სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზრდება. არ ღირს ილუზიებით, მხოლოდ იღბლის იმედად ცხოვრება, უმჯობესია წინასწარ გათვალოთ ყველა მოქმედება, რათა არ დაუშვათ შეცდომები.
მორიელი – მოზღვავებული ენერგიისა და შრომის უნარის მიუხედავად, კვირა მაინც რთული და პრობლემური იქნება. არაა გამორიცხული ხანგრძლივმა დაძაბულობამ პარტნიორებთან, სამუდამოდ დაშორება გადაგაწყვეტინოთ. მართალია, მოგიწევთ საკუთარი პრინციპებისა და პოზიციების დაცვა, მაგრამ მაინც არ ღირს გარშემომყოფებთან დაპირისპირება და უკმეხი გამონათქვამებით განაწყენება, რადგან საბოლოოდ ისევ თქვენ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა. ეცადეთ მშვიდად გაიაროთ არაკომფორტული კვირა, რადგან კომფორტის ძიებაში მხოლოდ უშედეგოდ დაკარგავთ დროს.
მშვილდოსანი – მართალია, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, გარშემომყოფების საკუთარი იდეებით დაინტერესებას, მაგრამ მაინც ძალიან გაგიჭირდებათ ჩანაფიქრის განხორციელება. მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს, რადგან საერთო დაძაბულობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ მათთან საერთო ენის გამონახვა, მით უფრო, შეთანხმების მიღწევა. თავი შეიკავეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან, დაუფიქრებელი და იმპულსური მოქმედებებისგან. არ ენდოთ არავის, გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია, ფეიკების და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ალბათობა.
თხის რქა – გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ ინიციატივის, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, თუმცა ნეგატიური ენერგიები თქვენც გაიძულებენ მობილიზებას და მოულოდნელი სირთულეების დაძლევას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეგახსენონ თავი ძველმა შეცდომებმა, ან დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც სწორედ ახლა გამოიღებენ უარყოფით შედეგს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ფულის ხარჯვისას, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგის ალბათობა.
მერწყული – მართალია, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ სხვებისგან განსხვავებით თქვენთვის კვირა შედარებით მსუბუქი იქნება, მაგრამ მაინც არ ღირს მოდუნება და დინებას მიყოლა. გამოიჩინეთ მეტი სითამამე, რა თქმა უნდა არ ღირს უაზროდ გარისკვა, თუმცა არც ინიციატივის გამოჩენა გაწყენთ, რადგან დროა დაიწყოთ პრობლემების მოგვარება და საკუთარი ცხოვრების მოწესრიგება. კარგი იქნება თუ განთავისუფლდებით სხვათა გავლენისგან, თუმცა არ ღირს ზედმეტი ალიაქოთის და გარშემომყოფებთან კონფლიქტის მოწყობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მგზავრობისა და მოგზაურობისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.
თევზები – მართალია, ბევრი ეცდება თქვენს გაკრიტიკებას, მაგრამ მაინც არ ღირს პროვოკაციას აყოლა, უმჯობესია გადადოთ საქმის გარჩევა, ჯერ პოზიციები განიმტკიცოთ და მხოლოდ შემდეგ ამტკიცოთ საკუთარი სიმართლე. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საკუთარი გეგმების გახმაურება, რადგან ბევრი ეცდება თქვენს შეფერხებას. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, ეცადეთ შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა, რადგან 18 თებერვალს მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოვა და პრობლემებიც ეტაპობრივად მოწესრიგდება.
გეომაგნიტური დღეები – 17, 20, 21 და 22 თებერვალი.