ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს 23 აგვისტოს, რადგან ახალმთვარეობა შედარებით მძიმე ენერგეტიკულ ფონს ქმნის. ამ დღეს სასურველია მაქსიმალურად ავირიდოთ კონფლიქტები და საქმის გარჩევა, ყურადღება მივაქციოთ ჯანმრთელობას და მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლოთ.
22 აგვისტოს მზე ერთი თვით გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში, რაც ადამიანების ხასიათსა და ცხოვრებაში მოიტანს ორგანიზებულობას, დისციპლინას, სისუფთავისადმი და წესრიგისადმი მეტ მიდრეკილებას, შრომისმოყვარეობას, ნებისყოფას და ორგანიზატორულ უნარებს.
ამავე პერიოდში დედამიწა უარყოფით ენერგეტიკულ ველში გადადის, რაც მოითხოვს სიფრთხილეს, რათა ეს ფაქტორი კონფლიქტების წყაროდ არ იქცეს. განსაკუთრებით 20 აგვისტოდან პრობლემების ალბათობა მოიმატებს.
ვერძი – თქვენი ოპტიმიზმი ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა და შეგიძლიათ პოზიციების გამყარება როგორც საოჯახო, ისე სასიყვარულო ურთიერთობებში. 20 აგვისტოს შემდეგ მოერიდეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, რადგან კონფლიქტების ალბათობა გაიზრდება. იმპულსურმა მოქმედებებმა შეიძლება სერიოზული შეცდომები და უთანხმოებები გამოიწვიოს.
კურო – ორშაბათი და სამშაბათი მშვიდი და ხელსაყრელი დღეებია, მათ შორის ერთობლივი პროექტების დასაწყებად. შესაძლოა ახალი და საინტერესო ურთიერთობების წინაშე აღმოჩნდეთ. 20 აგვისტოდან კვირის ბოლომდე მოერიდეთ ინვესტიციებს, ხელშეკრულებების გაფორმებასა და მოლაპარაკებებს. ფინანსური და საყოფაცხოვრებო საკითხებში სიფრთხილე გმართებთ, რადგან არასტაბილური პერიოდი გექნებათ.
ტყუპები – კვირის პირველი ორი დღე განსაკუთრებით წარმატებულია და მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ არსებული შესაძლებლობები. 20 აგვისტოდან ფარული მტრები და მოშურნეები გააქტიურდებიან, რაც შესაძლოა თქვენი საიდუმლოებების გამჟღავნების ან შეცდომების გახმაურების მიზეზი გახდეს. ამ პერიოდში არ გაამხილოთ პირადი ინფორმაცია და თავი შეიკავეთ ზედმეტი საუბრებისგან.
კირჩხიბი – პირველი ორი დღე ხელსაყრელია ახალი საქმის დასაწყებად და საკუთარი იმიჯის განახლებისთვის. 20 აგვისტოდან იზრდება ფულის უაზროდ ხარჯვის ტენდენცია, რაც შეიძლება სირთულეების წყარო გახდეს. მოერიდეთ პარტნიორების ზედმეტად შეწუხებას და მზად იყავით ხელმძღვანელებთან კონფლიქტური სიტუაციებისთვის. შესაძლოა მოულოდნელად გახდეს საჯარო თქვენი პირადი ინფორმაცია.
ლომი – პირველი ორი დღე გაძლევთ შესაძლებლობას, გამოავლინოთ ორგანიზატორული უნარები და გააძლიეროთ საქმიანი ურთიერთობები. 20 აგვისტოს შემდეგ იზრდება შეცდომებისა და მოტყუების ალბათობა, რასაც თქვენი მოწინააღმდეგეები ჭორების და ინტრიგების სახით გამოიყენებენ.
ქალწული – კვირის დასაწყისი პოზიტიურია, მეგობრებისა და კოლეგების მხარდაჭერა უზრუნველყოფილი გექნებათ. ეფექტურია პარტნიორული თანამშრომლობა და ჯამრთელობის გაუმჯობესების ტენდენციაც შესამჩნევი იქნება. 20 აგვისტოდან მოერიდეთ მეორეხარისხოვან საქმეებზე გადართვას, რადგან ეს ხელს შეგიშლით წინსვლაში. ასევე, შეინახეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია საიდუმლოდ, რადგან ფარული მტრები გააქტიურდებიან.
სასწორი – კვირის პირველი ორი დღე მაქსიმალურად გამოიყენეთ, რადგან ენერგოტონუსი მაღალია და ბევრი რამ თქვენი სურვილის შესაბამისად განვითარდება. მოგზაურობა, ახალი შთაბეჭდილებები და საინტერესო შეხვედრები შეიძლება თქვენს გზაზე გამოჩნდეს. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა უფრო პერსპექტიული სამსახურის პოვნასაც შეძლოს. თუმცა, 20 აგვისტოდან კვირის ბოლომდე მეტი სიფრთხილე გმართებთ – მოშურნეები და ფარული მტრები შეიძლება გააქტიურდნენ. თქვენს ზურგს უკან ინტრიგებისა და ჭორების გაძლიერების ფონზე აუცილებელია აკონტროლოთ, რა ხდება თქვენს გარემოცვაში და არ დაუშვათ შეცდომები.
მორიელი – კვირის პირველი ორი დღე საკმაოდ ხელსაყრელია. კარგად გააზრებული, სარისკო ნაბიჯებიც კი წარმატებულად შეიძლება დასრულდეს. შესაძლებელია, რომ გათავისუფლდეთ ძველი პრობლემებისა და ვალდებულებებისგან, მათ შორის ვალებისგანაც. თუმცა, 20 აგვისტოდან ურთიერთობებში, განსაკუთრებით ხელმძღვანელებთან, დაძაბულობა მოიმატებს. თუ ვალდებულებებს დროულად ვერ შეასრულებთ, შესაძლოა ეს ნეგატიურად აისახოს თქვენს პროფესიულ რეპუტაციასა და კარიერულ წინსვლაზე.
მშვილდოსანი – კვირის დასაწყისი მაქსიმალურად აქტიურად გაატარეთ – ეს დრო ხელსაყრელია ახალი პროექტებისა და იდეების წარმოსაქმნელად და მათი განხორციელებისთვისაც. მოგზაურობა და უცხოელებთან კონტაქტები განსაკუთრებით ნაყოფიერი შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა, 20 აგვისტოდან დედამიწის უარყოფით ენერგოველში გადასვლამ შესაძლოა ცვლილებები გამოიწვიოს თქვენს კარიერაში, რასაც შეიძლება დაერთოს კონფლიქტები, უთანხმოებები და წინააღმდეგობები. ოპტიმისტური განწყობა დაგეხმარებათ ამ სირთულეების გადალახვაში.
თხის რქა – კვირის პირველ ორ დღეს მოგეცემათ შესაძლებლობა გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა და გადაჭრათ არსებული პრობლემები. იგრძნობთ ხელმძღვანელების მხარდაჭერასაც. თუმცა, 20 აგვისტოდან მეტი ყურადღება გმართებთ განსაკუთრებით მგზავრობისას. სხვადასხვა დაბრკოლებამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ გეგმების შესრულებაში. თუ რაიმე პროექტი ან იდეა საეჭვოდ მოგეჩვენებათ, უმჯობესია თავი შორს დაიჭიროთ.
მერწყული – კვირის პირველი ორი დღე მაქსიმალურად გამოიყენეთ – ენერგოტონუსი მაღალია, აქტიური, კომუნიკაბელური და გონებამახვილი იქნებით. მაღალია შანსი, რომ მიზნებს მიაღწიოთ და საქმიანი შესაძლებლობებიც არაერთი გაგიჩნდეთ. იგრძნობთ მეგობრების მხარდაჭერასაც. თუმცა, 20 აგვისტოდან სიტუაცია შეიძლება დაიძაბოს. კონფლიქტების ტენდენცია გაიზრდება, ფინანსურმა სირთულეებმაც შეიძლება იჩინოს თავი და საქმიანობაში მეტი დაბრკოლებაც გაჩნდეს.
თევზები – კვირის დასაწყისი აქტიურად და პროდუქტიულად გაატარეთ – ეს პერიოდი ხელსაყრელია მოლაპარაკებების, ხელშეკრულებების გაფორმებისა და კომპრომისების მიღწევისთვის. თუმცა, 20 აგვისტოდან სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. წარსულის არასწორმა ნაბიჯებმა ახლა შეიძლება გავლენა მოახდინოს. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, ხოლო კოლეგებთან ურთიერთობაში – ტაქტსა და თავშეკავებას.
გეომაგნიტური დღეები: 20, 22, 23 აგვისტო