LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (19–25 მაისის) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

177
მიხეილ ცაგარელი

წინა კვირისგან განსხვავებით ბევრად სასიკეთო კვირაა, ამიტომ პოზიტიური შანსებიც ერთი-ორად მოიმატებს.

20 მაისს 22:56 საათზე მზე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადავა, ამიტომ მთელი თვე აქტიური და დინამიური, შთაბეჭდილებებით და ემოციებით დატვირთული იქნება.

ვერძი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. მოუსმინეთ ახლობლების რჩევას, არ თქვათ უარი მეგობრების დახმარებაზე, რადგან სწორედ მათი მხარდაჭერით შეძლებთ გაძლიერებას. კარგი პერიოდია გეგმების დასახვისა და განხორციელებისთვის, საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის.

კურო  – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ უსიამოვნებების მოგვარეობას და ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას. კარგი პერიოდია კარიერული ცვლილებების განხორციელებისთვის, დაწინაურებისა და ახალი სამსახურის მოძიებისთვის. მართალია, არ შეუშინდებით სიმართლის თქმას, მაგრამ მაინც არ ღირს ზედმეტი პირდაპირობა, რადგან ბევრს თქვენი სიმართლე არ მოეწონება.

ტყუპები – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ყოველდღიურად შემცირდება დაძაბულობა, სამაგიეროდ მოიმატებს იღბლიანობა და ოპტიმიზმი. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. კარგი პერიოდია ახალი იდეების ჩამოყალიბებისა და განხორციელებისთვის, პირად და საქმიან ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის. არ თქვათ უარი კოლეგებისა და მეგობრების მხარდაჭერაზე, რადგან სწორედ მათი წყალობით შეძლებთ საკუთარი მიზნების მიღწევას.

კირჩხიბი – ერთ-ერთი რთული კვირაა მთელი წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, ბევრი საქმე გექნებათ შესასრულებელი, მაგრამ არ ღირს ყველაფრის ერთდროულად კეთება, რადგან ასე მხოლოდ დაიღლებით და ვერ შეძლებთ საკუთარი ვალდებულებების სრულფასოვნად შესრულებას. კარგი პერიოდია ახალი კავშირების გაბმისა და საინტერესო ნაცნობების შეძენისთვის, თუმცა არ ღირს ყველას უპირობოდ ნდობა. მოუსმინეთ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით.

ლომი – გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი. შეძლებთ საკუთარ თავში, საქმეებსა და სხვების ზრახვებში გარკვევას. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში გაარკვიოთ ურთიერთობა კოლეგებთან და მეგობრებთან, რადგან შემდეგ კვირაში ძალიან გაგიჭირდებათ მათთან საერთო ენის გამონახვა. კარგი პერიოდია სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებისთვის, თუმცა არ ღირს იმპულსურად მოქმედება და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება.

ქალწული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში მოაგვაროთ ურთიერთობები მეგობრებსა და ახლობლებთან. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი სამსახურის მოძიებისა და საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად გამოსავლენად, შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მართალია, მიიღებთ მეტად სარფიან შეთავაზებას, მაგრამ არ ღირს დაუფიქრებლად დათანხმება, უმჯობესია ყველაფერი კარგად გაიაზროთ და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.

სასწორი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთგაგების მოძიებას და ძველი უთანხმოების მოგვარებას. მართალია, მოიმატებს შრომის უნარი, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების გაბმისა და ერთობლივი პროექტების დაწყებისთვის.

მორიელი – გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ძველი შეცდომების გამოსწორებას და სამომავლო გეგმების დასახვას. კარგი პერიოდია საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან უთანხმოების მოგვარებისთვის, შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, მთავარია თავი შეიკავოთ ზედმეტი ლაპარაკისგან და არ გათქვათ საკუთარი მიზნები. მოუსმინეთ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით.  

მშვილდოსანი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ ძველი შეცდომების გამოსწორებას, პარტნიორებთან უთანხმოების მოგვარებას და სტაბილურობის მოპოვებას, რაც ახალი იდეების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა – გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი. კარგი პერიოდია ცვლილებების განხორციელებისთვის როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში, მთავარია არ დაიზაროთ, გულდასმით განიხილოთ ყველა შეთავაზება და მიიღოთ თქვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილება. თამამად შეგიძლიათ ისარგებლოთ პაუზით, შეაჯამოთ წარსული და დასახოთ სამომავლო გეგმები.

მერწყული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს თვითრწმენა და კომუნიკაციის უნარი, შეძლებთ ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებას და ძველი უთანხმოების მოგვარებას. კარგი პერიოდია ავტორიტეტის გაძლიერებისა და გავლენის სფეროს გაფართოებისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეიძინოთ ახალი ნაცნობი, ვისთანაც ხანგრძლივ რომანტიკულ ურთიერთობას გააბამთ.

თევზები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და თვითრწმენა. ეცადეთ გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ინიციატივა და მოიძიოთ ადამიანები, ვინც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი მეგობრებისა და პარტნიორების შეძენისთვის.

გეომაგნიტური დღეები – 20, 21 და 24 მაისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები