დედამიწა ისევ უარყოფით ენერგოველშია. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ტყუილების და ინტრიგების, შეცდომების და ცდუნებების ალბათობა. გართულდება დასახული მიზნების და იდეების განხორციელება.
ვერძი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, თუმცა არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის შექმნა და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. იმოქმედეთ თანმიმდევრულად, მოერიდეთ რისკს და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, სიჯიუტეს და საკუთარი სიმართლის დაჩემებას, რადგან ასე მხოლოდ შეცდომებს დაუშვებთ. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის.
კურო – დატვირთული კვირაა. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში მოაგვაროთ ძველი კონფლიქტები, გაარკვიოთ ურთიერთობა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ქრონიკულმა დაავადებებმა. არ ღირს ემოციებს აყოლა, არც ზედმეტად გახარება, არც დეპრესიას მიცემა, უმჯობესია საღი გონებით შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები და გააკეთოთ ობიექტური დასკვნები. განსაკუთრებით რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს, საეჭვო გარიგებებს და კაპიტალდაბანდებებს.
ტყუპები – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით! გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ განწყობა. შეგიძლიათ გააქტიურდეთ, გამოავლინოთ ჩვეული კომუნიკაბელურობა და გონებამახვილობა. კარგი პერიოდია ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვისთვის. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, არ აჰყვეთ ემოციებს და სხვათა კრიტიკას, იხელმძღვანელეთ მხოლოდ საკუთარი გამოცდილებითა და ინტუიციაზე დაყრდნობით.
კირჩხიბი – ერთ-ერთი ურთულესი კვირაა მთელი წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ქრონიკულმა დაავადებებმა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება მტრებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საკუთარი გეგმების გახმაურება. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები.
ლომი – აქტიური, თუმცა რთული კვირაა, რომელიც განსაკუთრებით მეორე ნახევარში დამძიმდება. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ უსიამოვნებები გარშემომყოფებთან განწყობასაც გაგიფუჭებთ და საქმის კეთების ხალისსაც დაგიკარგავთ. აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს ბრაზის და აგრესიის გამოვლენა, რადგან პასუხად უფრო მეტ აგრესიას მიიღებთ, არაა გამორიცხული ძველ ნაცნობებთან ურთიერთობის გაწყვეტაც მოგიწიოთ. არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება.
ქალწული – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ კვირის პირველ ნახევარში დაასრულოთ პროექტები, რომელთა შესრულება კოლეგებთან ან პარტნიორებთან ერთად გიწევთ, რადგან მეორე ნახევარში ბევრად გართულდება კომუნიკაცია და კონსენსუსის მიღწევა. მართალია, კვირის ბოლოს დაძაბულობა მოიმატებს, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და აგრესიის გამოვლენა, რათა თავი დააღწიოთ კონფლიქტს, რომელიც პირველ რიგში თქვენ გაზარალებთ.
სასწორი – მართალია, კვირის პირველ ნახევარში შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მაგრამ ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რისი მიზეზი საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბვა გახდება. უსამართლობის და მორალური ნორმების დარღვევის მიუხედავად, რომელთაც პირისპირ შეეჯახებით, მაინც ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, რაც თქვენს გაღიზიანებას და იმედგაცრუებას გამოიწვევს. მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ მგზავრობისას და მოგზაურობისას, რადგან მაღალია მოულოდნელი სირთულეების წარმოქმნის ალბათობა.
მორიელი – დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, მიიღებთ ახალ პროექტზე მუშაობის შეთავაზებას, მაგრამ კარგად დაფიქრდით, გაქვთ თუ არა საკმარისი ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება, რადგან საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების ვერ შესრულების შემთხვევაში, არა მხოლოდ პარტნიორებთან დაგეძაბებათ ურთიერთობა, არამედ საკუთარ ავტორიტეტსაც საფრთხეს შეუქმნით. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან მოულოდნელი ცვლილებები კვირის მეორე ნახევარში თქვენც სპონტანურად მოქმედებას და სიტუაციას სწრაფად მორგებას გაიძულებთ.
მშვილდოსანი – მეტად აქტიური კვირაა, მთავარია არ იზარმაცოთ და არ სცადოთ პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა. მოაგვარეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში, რადგან კვირის ბოლოს მარტივი საქმის შესრულებაც ძალიან გაგიჭირდებათ. მართალია, გაიცნობთ ახალ ადამიანებს, რომლებიც საინტერესო პროექტებს შემოგთავაზებენ, მაგრამ არ ღირს ყველა შეთავაზების დაუფიქრებლად მიღება, უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი ვალების გასტუმრება და გადადებული საქმეების ბოლომდე მიყვანა. არ ღირს ურთიერთობის გაფუჭება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ სირთულეების დაძლევას.
თხის რქა – ქაოტური კვირაა, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ საქმეებში გარკვევა და სრულყოფილად შესრულება. მოერიდეთ კონფლიქტებს, მართალია, ურთიერთგაგების შემცირების ფონზე გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება, მაგრამ მაინც არ ღირს ურთიერთობის დაძაბვა, რადგან ასე მხოლოდ თქვენ იზარალებთ. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ქრონიკული დაავადებები შეგახსენებენ თავს. არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან მაინც ვერ შეძლებთ მათ შესრულებას.
მერწყული – კარგი კვირაა საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად, თუმცა არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის შექმნა და იმ საქმეებს შეჭიდება, რომლის არც ცოდნა გაქვთ, არც გამოცდილება. ეცადეთ ყველა კონფლიქტი კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, რადგან კვირის ბოლოს ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება. არაა გამორიცხული პარტნიორებმა პირობა დაარღვიონ და უარი გითხრან საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევას გაიძულებთ. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია ადამიანებთან ურთიერთობაში. ეცადეთ მშვიდად, ზედმეტი დანაკარგის გარეშე გაიაროთ ეს კვირა.
თევზები – საკმაოდ პრობლემური კვირაა. უსიამოვნებები გელით როგორც სახლში, ისე სამსახურში. მოერიდეთ კონფლიქტებს და საქმის გარჩევას, რადგან ისევ თქვენ აღმოჩნდებით ზარალში. არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა, რაც გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევას გაიძულებთ. არ ღირს ზედმეტი მოთხოვნებით და პრეტენზიებით გარშემომყოფებისთვის თავის მობეზრება, რადგან თქვენს სურვილებს მაინც არავინ გაითვალისწინებს.
გეომაგნიტური დღეები – 2, 3, 4 და 7 ივნისი.