გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს სამყაროში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. დღეიდან 7 თვით სელენა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. ამ ზეგავლენის შედეგად ის განავითარებს ოჯახის, საგვარეულო ფასეულობებს, ასევე ტრადიციებს, ხელს შეუწყობს საოჯახო-სანათესაო ურთიერთობების გაძლიერებას.
კარმული მისიის კვანძი წლინახევრით თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი მეშვეობით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. ადამიანთა კოსმოსური მისია წლინახევრის განმავლობაში ითხოვს მეტი ინტერესის გამოჩენას კოსმოსური, რელიგიური, ფილოსოფიური, ეზოთერიკული საკითხებისადმი.
ამ პერიოდში გაძლიერდება საქველმოქმედო აქციები, პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების სფერო. სამყარო წინა პლანზე აყენებს სულიერ ზრდას, განვითარებას. მას, ვინც ამ გზას არ გაჰყვება, მას მეტი სირთულე შეექმნება.
დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. დღეიდან ერთი თვით მზე მერწყულის ნიშანში გადაინაცვლებს. ამ ზეგავლენის შედეგად ის ადამიანთა ხასიათში მეტად განავითარებს თავისუფლებას, ვნებას, მეგობრულ კონტაქტებს, დიპლომატიურობას, ორიგინალურობას, სიახლეებისადმი მიდრეკილებას, ასევე განვითარდება სიზარმაცისადმი მიდრეკილება, სიჯიუტე, სულსწრაფობა.
ვერძი – თქვენთვისკარგი პერიოდია. გეძლევათ საშუალება დასახოთ ახალი გეგმები კარიერასთან, ბიზნესთან დაკავშირებით. ეს პერიოდი ხელს უწყობს ახალი, სასიკეთო იდეების ჩამოყალიბებას და რეალიზებას. კოლეგებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას და წინსვლას.
კურო – ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში სიტუაცია ცოტათი უმჯობესდება. გამოავლინეთ შრომის უნარიანობა, მოთმინება, შეუპოვრობა. ცოტათი მოიკლებს თვითრწმენა. მუშაობისას ძალიან ნუ გადაიღლებით, მიეცით თავს დასვენების საშუალება. მთლიანობაში კვირა არ არის ცუდი, მათ შორის: მოგზაურობისთვის, მგზავრობისთვის, სწავლისთვის. პოზიტიური შანსები ამ კვირას უდავოდ აქვს.
ტყუპები – ამ კვირაშიიმატებს ტყუპების ენერგეტიკა, ამიტომ ეს ნიშანი უფრო აქტიური ხდება. ფსიქო-ემოციური სიტუაცია ნელ-ნელა ყოველდღიურად გაუმჯობესდება. შეიძლება, მიიღოთ მოულოდნელი წინადადებები ან შემოსავლები. ეს კვირა ძალიან კარგია უცხო ენების ასათვისებლად. სასიკეთო იქნება უცხოეთში მოგზაურობა. გამოავლინეთ უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთება. როგორც ლიდერებმა, წარმოაჩინეთ თქვენი კარგი მონაცემები, ამ შემთხვევაში, კვირა მეტად სასიკეთო იქნება.
კირჩხიბი – აქ მეტად უმჯობესდება სიტუაცია, ნელ-ნელა იხსნება დაძაბულობა. თქვენთვის ემოციური განახლების პერიოდია. ხდებით უფრო მეტად პრაგმატული აზროვნების, თქვენს გონებაში იკლებს ილუზიები და ფანტაზიები. გადაიხედება თქვენი ზოგიერთი გეგმა. ეს პერიოდი თქვენგან შემოქმედებითი უნარების გამოვლენას ითხოვს. აუცილებელია პარტნიორული თანამშრომლობების ჩამოყალიბება. ამ პერიოდში უნდა დაიცვათ საიდუმლოებები. წინ და წინ ნუ გათქვამთ თქვენს გეგმებს, თორემ ყველაფერი უკუღმა წავა.
ლომი – თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ კარგი პერიოდი იწყება. უიღბლობის პერიოდი ნელ-ნელა ჩაბარდება ისტორიას. შეიძლება, ძველი გეგმების და პროექტების ახლებური გეგმა გაგიჩნდეთ. შეიძლება, გადაწყდეს ძველი პრობლემები. მაღალ დონეზე აიწევს სასიყვარულო ურთიერთობა. თუ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ, ამ პერიოდში ესეც მოგვარდება. ძალიან კარგი პერიოდია ბიზნესისთვის და პარტნიორული ურთიერთობებისთვის.
ქალწული – იგრძნობთ, რომ უკვე ცოტათი იღლებით, თუმცა მთლიანობაში, პერიოდი ცუდი არ არის, უბრალოდ, პერიოდულად, ცოტათი დაასვენეთ ორგანიზმი. კარგი პერიოდია საქმიანი კუთხით. შეიძლება, იშოვოთ ახალი სამსახური, ჩაერთოთ საინტერესო პროექტში. მხარდაჭერას იგრძნობთ ხელმძღვანელების და გავლენიანი პირების მხრიდან, რაც მოგცემთ საშუალებას, განამტკიცოთ თვითრწმენა და გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში.
სასწორი – იგრძნობთ, რომ თქვენი ენერგია უმჯობესდება. მოგემატებათ ჯანი, შრომისუნარიანობა, გაგიუმჯობესდებათ განწყობა. ამ პერიოდში კომფორტულად იგრძნობთ თავს, მოგემატებათ თვითრწმენა, ყოველდღე უფრო დასტაბილურდება თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. შეიძლება, აღმოჩნდეთ მოგზაურობის, ახალი, საინტერესო პროექტების წინაშე. მეტად სასიკეთო და წარმატებული იქნება კონკურსებში, ლატარიებში მონაწილეობა. გაუმჯობესდება ურთიერთობა, შვილებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან. შეიძლება ახალ სასიყვარულო ურთიერთობაში აღმოჩნდეთ. კვირა მთლიანობაში კარგია.
მორიელი – ამ კვირიდან ნელ-ნელა მოიხსნება დაძაბულობა. იგრძნობთ, რომ შინაგანად უფრო გათავისუფლდებით, გარკვეული მარწუხებისგან. შეიძლება, ჩაერთოთ ახალ პროექტებში, ბიზნეს გეგმებში. იგრძნობთ კოლეგების, მეგობრების მხარდაჭერას, პატივისცემას და ეს ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას და წინსვლას. ამ პერიოდში კარგია სახლის დიზაინის ცვლილება.
მშვილდოსანი – თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო პერიოდი იწყება. იგრძნობთ, რომ ირგვლივ ნელ-ნელა იკლებს დაძაბულობა. უმჯობესდება თქვენი ენერგია, მატულობს ოპტიმიზმი. შეიძლება, ჩაერთოთ ახალ, საინტერესო გეგმებსა და საქმეებში. შეიძლება, მოულოდნელად გადაწყდეს ზოგიერთი პრობლემა. ეს პერიოდი ძალიან კარგია შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, საინტერესო ინფორმაციის მიღებისთვის, სწავლისთვის. მეტად ნაყოფიერი პერიოდია მოგზაურობის კუთხითაც.
თხის რქა – თქვენს ირგვლივაც კლებულობს დაძაბულობა. ზოგჯერ, შეიძლება, წინააღმდეგობები წარმოიქმნას, მაგრამ ისინი ძალიან ადვილად და სწრაფად გადაწყდება. ამ პერიოდში იღბლიანობა მატულობს ფინანსური კუთხითაც. მოიმატებს წარმატების შესაძლებლობა. თუ უახლოეს პერიოდში ბიზნეს საქმიანობა დაიწყეთ, ახლა შედეგებს მიიღებთ. საკმაოდ კარგი პერიოდია ხელშეკრულებებისთვის, მოლაპარაკებებისთვის. ეს პერიოდი ხელს უწყობს სტაბილურობას და ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
მერწყული – ეს პერიოდი საშუალებას გაძლევთ, რომ უფრო თავისუფლად და მშვიდად იგრძნოთ თავი. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების სიო დაუბერავს. მეტი წარმატების მიღწევის საშუალება გაქვთ. თქვენი ინიციატივები პოზიტიურად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან. თქვენ არა მარტო ენერგეტიკა გემატებათ და ფსიქოლოგიურად მშვიდდებით, არამედ მატულობს იღბლიანობაც. ეს პერიოდი ხელს უწყობს თქვენი იმიჯის შეცვლას.
თევზები – გაქვთ შესაძლებლობა მეტად უფრო შემოქმედნი გახდეთ. ეს პერიოდი მეტად უფრო სასიკეთოა თქვენთვის, ის არაერთი პროექტის განხორციელების, არაერთი პრობლემის მოგვარების საშუალებას გაძლევთ. შემდეგი კვირიდან სიტუაცია ცოტათი გართულებას დაიწყებს, ამიტომ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ. ეს კვირა მეტად სასიკეთოა მოლაპარაკებებისთვის.
თორმეტივე ნიშანმა ყურადღება უნდა გამოიჩინოს ამ კვირის გეომაგნიტური დღეების მიმართ., რადგან ამ პერიოდში მეტი პრობლემები ექმნებათ ადამიანთა გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. ასეთი დღეებია 21, 22, 23 და 26 იანვარი.