27 აპრილს ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება კუროს ზოდიაქოს ნიშანში ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მით უფრო, რომ ერთი-ორად მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების, მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.
დაანახეთ მთვარეს ფული! დადეთ რკინის მონეტა აივანზე ან ფანჯრის რაფაზე. მარტივი რიტუალი ფულის მოზიდვასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
კვირის ბოლოს დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლით საგრძნობლად დამძიმდება საერთო მდგომარეობა. გაძლიერდება აგრესია და გაღიზიანება, დეპრესია და პესიმიზმი. მოიმატებს ტრავმების და ავარიების, ცდუნებების და შეცდომების ალბათობა.
ვერძი – ფინანსური უსიამოვნებების კვირაა. ეცადეთ მშვიდად გადაჭრათ ყველა საკამათო საკითხი. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მსხვილი კაპიტალის დაბანდებისგან. თუმცა, არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ შემოსავალი მანამდე შესრულებული საქმიდან.
კურო – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, იღბალი და შრომის უნარი. მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ განწყობა, თამამად მოჰკიდებთ ხელს ნებისმიერ საქმეს. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის ბოლოს, როცა დედამიწა ნეგატიურ ენერგოველში გადავა.
ტყუპები – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა წლის მანძილზე. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, მოიმატებს პესიმიზმი და დეპრესია. დაკარგავთ ხალისს და მომავლის იმედს. მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფების მიმართ, რადგან ბევრი ეცდება ჭორებითა და ინტრიგებით თქვენთვის პრობლემების შექმნას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ გადადებული საქმეების დასრულება და ძველი პრობლემების მოგვარება.
კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, კვირის დასაწყისში ენთუზიაზმის და მოზღვავებული ენერგიის წყალობით შეძლებთ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას და პრობლემების გადაჭრას, მაგრამ კვირის ბოლოს ძალიან გაგიჭირდებათ მიღწეულის შენარჩუნება. არ ღირს იმ ცვლილებების განხორციელება, რომელთა წარმატებაში დარწმუნებული არ ხართ. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება კონკურენტების და მათ მიერ წაყენებული პირობების მიმართ, რადგან ძალიან გაგჭირდებათ მათი შესრულება.
ლომი – კონფლიქტების კვირაა. უსიამოვნებები გელით როგორც სახლში, ისე სამსახურში, რადგან ოჯახის წევრებთან ერთად კოლეგებთანაც მოგიწევთ საქმის გარჩევა. არაა გამორიცხული სამუდამოდ დაშორდეთ ძველ მეგობრებს, რომლებიც არ გაამართლებენ თქვენს იმედებს. მოერიდეთ ავანტიურულ წამოწყებებს, რადგან ერთი შეხედვით პერსპექტიული შეთავაზება, საბოლოოდ მხოლოდ ზარალს მოგიტანთ, საგრძნობლად შეარყევს თქვენს პოზიციებს და ავტორიტეტს. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, შეასრულოთ მხოლოდ რუტინული საქმე, გრანდიოზული გეგმების განხორციელება კი, მომავლისთვის გადადოთ.
ქალწული – მეტად შედეგიანი კვირაა, მთავარია არ იზარმაცოთ, გამოიჩინოთ ინიციატივა და გადადების გარეშე შეასრულოთ ყველა საქმე. არ თქვათ უარი კოლეგების და მეგობრების დახმარებაზე, რადგან მხოლოდ მათი მხარდაჭერით შეძლებთ კვირის ბოლოს შექმნილი სირთულეების დაძლევას. არ აჰყვეთ ემოციებს და ნეგატიურ ფიქრებს, იმოქმედეთ საღი გონებით და მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. კარგი კვირაა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დაბანდებისთვის.
სასწორი – საკმაოდ პრობლემური კვირაა, რისი მიზეზი კონკურენტები გახდებიან, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. მართალია, გარშემომყოფების მიერ თავსმოხვეული შეზღუდვები თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა, კონფლიქტში ჩაბმა და დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა. აკონტროლეთ ფინანსები, რადგან მაღალია მოულოდნელი ხარჯების ალბათობა, მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, უმჯობესია საიდუმლოდ შეინახოთ თქვენი გეგმები და განზრახვები.
მორიელი – ცვლილებების კვირაა. პირველ რიგში ცვლილებები გელით სამსახურში, რადგან არაა გამორიცხული სხვათა იძულებით ან საკუთარი სურვილით მოგიწიოთ სამსახურის შეცვლა. არ ღირს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან დავა და დაპირისპირება, რადგან ასე მხოლოდ თვითონ იზარალებთ. თავი შეიკავეთ მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებების გაფორმებისგან, რადგან ერთი შეხედვით პერსპექტიული წამოწყება საბოლოოდ მარცხით დასრულდება.
მშვილდოსანი – ნაკლებად სტაბილური კვირაა, განსაკუთრებით რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გადაუჭრელ პრობლემებს განწყობის გაუარესებაც დაემატება. მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის, რადგან ჩაშლილი გეგმები და პროექტები მობილიზებას და სპონტანურად მოქმედებას გაიძულებენ. მართალია, კოლეგათა კრიტიკა და შენიშვნები თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა, რადგან ასე მხოლოდ დაამძიმებთ ისედაც რთულ მდგომარეობას.
თხის რქა – მეტად საქმიანი კვირაა. მართალია, უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი მაგრამ მოზღვავებული ენერგიისა და გაძლიერებული თვითრწმენის წყალობით მარტივად შეძლებთ ყველა სირთულის დაძლევს. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ნაკლებად წარმატებული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა დაშვებული შეცდომები თქვენს ავტორიტეტსაც შეარყევენ და ლიდერის პოზიციებსაც დაგაკარგვინებენ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი შეცდომების გამოსწორება და ვალების გასტუმრება.
მერწყული – ნაკლებად წარმატებული კვირაა, რისი მიზეზი დამძიმებული განწყობა და პესიმიზმი გახდება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე კონკურენტებისა და მტრების მიმართ, რომლებიც დიდი ხანია ცდილობენ თქვენთვის პრობლემების შექმნას. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საკუთარი გეგმების გასაჯაროება და წარმატებებით თავის მოწონება, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფების გაღიზიანებას გამოიწვევთ. ყურადღებით შეამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, თავი შეიკავეთ საეჭვო გარიგებებსა და კონტრაქტებზე ხელის მოწერისგან.
თევზები – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, შეძლებთ ძველი საქმეების წარმატებით დასრულებას და მატერიალური დივიდენდების მიღებას, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ მიღწეულის შენარჩუნება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე კონკურენტების მიმართ, რადგან სწორედ ისინი შეგიქმნიან პრობლემებს ამ კვირაში. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, არ ენდოთ არავის, რადგან სწორედ ისინი გიღალატებენ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდით. თავი შეიკავეთ მოგზაურობისა და შორ მანძილზე მგზავრობისგან, რადგან მაღალია მოულოდნელი სირთულეების წარმოქმნის ალბათობა.
გეომაგნიტური დღეები – 21, 22, 25 და 27 აპრილი.