მიხეილ ცაგარელის კვირის (22-28 ოქტომბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
ზოდიაქოს ყველა ნიშანს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღების გამოჩენა მართებს 24 ოქტომბერს – სავსემთვარეობას, როცა მზისა და მთვარის დაპირისპირება ნეგატიურად აისახება თითოეულის განწყობაზე, შრომისუნარიანობასა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე, არაა გამორიცხული შეგექმნათ უსიამოვნებები და გარკვეული ფინანსური პრობლემები.
ვერძი – ფინანსურად არასტაბილური 24 ოქტომბრის მიუხედავად, როცა პრობლემებს გაუთვალისწინებელი ხარჯები შეგიქმნით, სერიოზულ შეცდომას დაუშვებთ გათვლებისას ან მოულოდნელად აღმოაჩინენთ დანაკარგს, საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენას, იდეების და რთული პროექტების განხორციელებას.
კურო – თუ არ ჩავთვლით ენერგეტიკულად მძიმე 24 ოქტომბერს, როცა გაგიჭირდებათ დაგეგმილი პროექტების შესრულება და ვერ ასცდებით უსიამოვნებებს კოლეგებთან, კვირა მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნება. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ლიდერული თვისებების გამოვლენას და საურველი შედეგის მიღწევას. მთავარია, გამოიჩინეთ მაქსიმალური თავშეკავება, დელიკატურობა და მოერიდეთ კონფლიქტს, რადგან არაა გამორიცხული ერთი შეხედვით უმნიშვნელო კამათმა სამუდამოდ გაგიფუჭოთ ადამიანებთან ურთიერთობა.
ტყუპები – საკმაოდ რთული 24 ოქტომბრის მიუხედავად, როცა გაგიჭირდებათ მოლაპარაკებების, შეხვედრების გამართვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, კვირა სასიკეთო, საკმაოდ პოზიტიური იქნება. გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ წინსვლას და განვითარებას, მატერიალური და პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებას, აქტიურად ჩაერთვებით თქვენთვის საინტერესო პროექტებში და მარტივად მიაღწევთ სასურველი შედეგს.
კირჩხიბი – მოლაპარაკებებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის ნაკლებად სახარბიელო 24 ოქტომბრის გამოკლებით, ეს კვირა წინა კვირასთან შედარებით ბევრად მშვიდი იქნება. შეძლებთ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთგაგების მოძიებას და სწორედ მისი მხარდაჭერით გაიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას.
ლომი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა, განსაკუთრებით რთული კი, 24 ოქტომბრი აღმოჩნდება, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოჭარბებული ემოციები და უსაფუძვლო აგრესია კი, სერიოზული შეცდომების და კოლეგებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება. იმოქმედეთ ფრთხილად, ამბიციების და ზედმეტი პრეტენზიის გარეშე, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. კარგი პერიოდია მავნე ჩვევებისგან და იმ ურთიერთობებისგან გასანთავისუფლებლად, რაც დიდი ხანია აფერხებს თქვენს წინსვლას და განვითარებას.
ქალწული – ნაკლებად შედეგიანი 24 ოქტომბრის გამოკლებით, როცა ვერ შეძლებთ დაგეგმილი საქმეების შესრულებას და კონფლიქტი მოგივათ კოლეგებთან, მოულოდნელი ცვლილებები კი, სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით, კვირა მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაივლის. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარება, შეძლებთ ძველი ვალდებულებებისგან განთავისუფლებას და ახალი პროექტების დაგეგმვას. მთავარია, იმოქმედოთ ყურადღებით, არ მოუსმონთ სხვათა რჩევას და ენდოთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას, რადგან სწორედ ასე შეძლებთ მართებული გადაწყვეტილების მიღებას.
სასწორი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა, განსაკუთრებით მძიმე კი, 24 ოქტომბერი იქნება, როცა მოჭარბებული ემოციების ფონზე, ნებისმიერი წვრილმანი გაგაღიზიანებთ და კოლეგებთან კონფლიქტისგანაც გაგიჭირდებათ თავის დაღწევა. განსაკუთრებული ტაქტის და დელიკატურობის გამოჩენა გმართებთ ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან არაა გამორიცხული, აზრთა სხვადასხვაობის ფონზე წარმოქმნილი უთანხმოება სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
მორიელი – 24 ოქტომბერს მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადავა და საერთო მდგომარეობაც ეტაპობრივად გაუმჯობესდება. გაძლიერდება ენერგოტონუსი, მოიმატებს ოპტიმიზმი, გაგიუმჯობესდებათ განწყობა და აშკარად იგრძნობთ სასიკეთო ცვლილებებს, თუმცა, მანამდე არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და გარისკვა, რადგან არაა გამორიცხული სწორედ ახლა შეგახსენონ თავი ძველმა უსიამოვნებებმა. იმოქმედეთ ფრთხილად და მიაქციეთ ყურადღება გარშემომყოფებს, რომლებიც არ მოერიდებიან ჭორებს და ინტრიგებს თქვენს ზურგს უკან.
მშვილდოსანი – კონფლიქტურ 24 ოქტომბრს თუ არ ჩავთვლით, როცა წვრილმანებზე გაღიზიანებული ვერ დააღწევთ თავს კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან უსიამოვნებებს, კვირა მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნება. შეძლებთ შემოქმედებითიი, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას და თვითრეალიზაციას, ახალი პროექტების დაწყებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არაა გამორიცხული მოიძიოთ შემოსავლის ახალი წყარო ან მიიღოთ სასიამოვნო სიურპრიზი. გამოიჩინეთ ინიციატივა და მაქსიმალურად გამოიყენეთ კვირის ყველა პოზიტიური შანსი, რადგან შემდეგი კვირიდან საკმაოდ რთული პერიოდი იწყება და პრობლემებიც საგრძნობლად მოიმატებს.
თხის რქა – ნაკლებად იღბლიანი 24 ოქტომბრის გამოკლებით, საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, მეგობრებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ახალი და საინტერესო ნაცნობების შეძენას, იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მერწყული – მართალია, შავი მთვარეც თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია და 24 ოქტომბერიც საკმაოდ რთული და კონფლიქტირი დღეა, მაგრამ ერთიანობაში კვირა მაინიც სტაბილური იქნება. შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას და პროფესიონალურ წინსვლას, არაა გამორიცხული მოიძიოთ ახალი სამსახური ან მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება, თუმცა თუ თვლით, რომ მზად არ ხართ ცვლიელბებისთვის, უმჯობესია თავი შეიკავოთ აქტიურობისგან.
თევზები – კონფლიქტური 24 ოქტომბრის მიუხედავად, როცა წვრილმანებით გაღიზიანებული ვერ შეძლებთ ემოციების მართვას და უსარგებლო კონფლიქტში ჩაებმებით კოლეგებთან, კვირა მაინც წარმატებული იქნება. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რადგან ამ კვირაში წარმატების შანსი ყველა სფეროში მაღალია.
გეომაგნიტური დღეები – 23, 24, 26 ოქტომბერი.