ეს კვირა ორ ნაწილად იყოფა: 25 რიცხვამდე პერიოდი შედარებით რთული და დაძაბულია, ურთიერთგაგება შემცირებულია. 25-ის შემდეგ კი წარმატების ფაქტორი იზრდება, დედამიწა შედარებით პოზიტიურ ელფერს იღებს, ენერგეტიკა ნათელი ხდება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთგაგებასაც აძლიერებს.
ვერძი – თქვენც იგრძნობთ ამ ცვალებად ტენდენციებს. მზე ორშაბათიდან გადადის სასწორის ზოდიაქოში, რაც თქვენს სასარგებლოდ იმოქმედებს: მატულობს სასიცოცხლო ენერგია, ხდებით უფრო აქტიური და ენერგიული. თუმცა კვირის პირველ ნახევარში მეტი სიფრთხილე გმართებთ, რადგან ძველმა შეცდომებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ. მეორე ნახევრიდან პოზიტიური ტენდენციები სძლევს: ხდებით ინიციატივიანი, უმჯობესდება პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები, მატულობს ურთიერთგაგება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსიც იზრდება. შესაძლოა, ზოგიერთ საქმეში სხვის ინტერესებსაც ანგარიშს გაუწიოთ.
კურო – ენერგოტონუსი გაძლევთ საშუალებას, აქტიურად იმოქმედოთ. ორგანიზებულობა, დისციპლინა და მიზანსწრაფვა დაგეხმარებათ საქმეში და ურთიერთობებში. თუმცა კვირის პირველ ნახევარში დაძაბულობა მოსალოდნელია, განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში – როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში. შესაძლოა, ძველი შეცდომები შეგახსენოთ. მეორე ნახევარი უფრო სტაბილურია: საქმესა და ურთიერთობებს დაალაგებთ და უკეთ გამოავლენთ თქვენს ძლიერ მხარეებს.
ტყუპები – პირველ ნახევარში ყურადღება გმართებთ: სასიყვარულო ურთიერთობებში შეიძლება გაუგებრობები და დაძაბულობა წარმოიშვას. ასევე მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები ან დანაკარგი. მეორე ნახევარში სიტუაცია მკვეთრად უმჯობესდება – ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობაც უმჯობესდება, ხდებით უფრო აქტიური. მატულობს თქვენი ავტორიტეტი როგორც ოჯახში, ისე საქმეში.
კირჩხიბი – კვირის დასაწყისში მეტი სიფრთხილეა საჭირო. კარიერულ განვითარებასთან ან ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში შეიძლება სირთულე შეგექმნათ, ასევე ბიუროკრატიულმა საკითხებმა თავი იჩინოს. მეორე ნახევრიდან პრობლემების მოგვარება უფრო მარტივდება, თუმცა ზოგიერთ გეგმაზე შეიძლება უარი თქვათ ან რადიკალური ცვლილებები განახორციელოთ. ეს პერიოდი ხელს უწყობს სწავლას და საზოგადოებრივი გამოსვლებს.
ლომი – ენერგია და თავდაჯერება ამ კვირაში მატულობს, ხდებით უფრო აქტიური და ლიდერული. თუმცა 25 რიცხვამდე მეტი ტაქტი და სიფრთხილე გმართებთ საქმეში და სასიყვარულო ურთიერთობებში, რადგან შესაძლოა კონფლიქტები წარმოიშვას. მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია: ურთიერთგაგება იზრდება, წარმატების შანსებიც მატულობს. ეს დრო ხელს უწყობს მრავალფეროვან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს.
ქალწული – ენერგოტონუსი მდგრადია, ხართ ორგანიზებული და შრომისუნარიანი. მაგრამ 25 რიცხვამდე მეტი ყურადღებაა საჭირო ფინანსურ საკითხებში: მოსალოდნელია დანაკარგები, ძველი ვალების გახსენება ან ხელშეკრულებების დარღვევა. 25-ის შემდეგ სიტუაცია უმჯობესდება: ადრეული საქმიანობიდან შეიძლება ბონუსი ან მატერიალური სარგებელი მიიღოთ.
სასწორი – ახლა თქვენი დროა: მზე 22 რიცხვიდან თქვენს ზოდიაქოში გადავიდა. ეს ერთი თვე ენერგიულობას, კონტაქტურობას და იღბლიანობას მოგიტანთ. თუმცა კვირის პირველი ნახევარი სიფრთხილეს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ენერგოტონუსი უმჯობესდება და პოზიტიური შანსებიც ჩნდება. მეორე ნახევარი განსაკუთრებით კარგია სასიყვარულო და საქმიანი პარტნიორებისთვის: ურთიერთობები სტაბილურდება, გაფართოვდება ნაცნობთა წრე და იგრძნობთ სტაბილურობას.
მორიელი – კვირის დასაწყისი სიფრთხილეს ითხოვს. კოლეგებისა და პარტნიორების მხრიდან მოთხოვნები იზრდება, პრეტენზიები კი შეიძლება გაგიჭირდეთ. შედეგად, ურთიერთგაგება რთულდება. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. მეორე ნახევარი გაცილებით პოზიტიურია და მეტ შესაძლებლობას გაძლევთ.
მშვილდოსანი – 25 რიცხვამდე ეჭვიანობისა და უნდობლობის ტენდენციები გამოჩნდება, რაც პარტნიორულ ურთიერთობებს ართულებს. ამიტომ ეს დრო ნაკლებად წარმატებულია თანამშრომლობისთვის. თუმცა კვირის მეორე ნახევარი გაცილებით ხელსაყრელია: სიახლეებისთვის კარგი პერიოდია, შეიძლება იმიჯი შეცვალოთ, ახალი იდეები ჩამოაყალიბოთ ან მეგობრული წრე გააფართოვოთ.
თხის რქა – პირველ ნახევარში დაძაბულობა მოსალოდნელია როგორც სამსახურში, ისე ოჯახურ და ნათესავურ ურთიერთობებში. მეტი ტაქტი, თავშეკავება და კომპრომისებია საჭირო. ძველმა პრობლემებმა შეიძლება ისევ იჩინოს თავი. თუმცა 25 სექტემბრის შემდეგ სიტუაცია უმჯობესდება: ურთიერთგაგება მატულობს და კარიერული წინსვლის შანსიც ჩნდება.
მერწყული – კვირის დასაწყისი მეტ ყურადღებას ითხოვს: კონფლიქტებისა და გაუგებრობების ალბათობა მაღალია. მეორე ნახევრიდან ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობაც უმჯობესდება. ხდებით კომუნიკაბელური და იღბლიანი, მატულობს ფინანსური წარმატების შანსიც. კარგი დროა მოგზაურობისა და უცხოელებთან კონტაქტებისთვის.
თევზები – პირველ ნახევარში დაძაბულობა მაღალია: მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, პარტნიორებთან გაუგებრობები და კრიტიკა. შესაძლებელია მოშურნეებისა და წინააღმდეგობების გააქტიურება. ეცადეთ, ჭორებს ყურადღება არ მიაქციოთ და პროვოკაციებს არ აყვეთ. მეორე ნახევარი შედარებით მშვიდია, თუმცა სჯობს გეგმები და სურვილები საიდუმლოდ შეინახოთ. ეს კვირა ხელს უწყობს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას.
გეომაგნიტური დღეები – 22, 24, 26 სექტემბერი.