LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (24-30 მარტის) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3459
მიხეილ ცაგარელი

27 მარტს შავი მთვარის ანუ ლილიტის 9 თვით მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით გაძლიერდება სარკაზმი და სიჯიუტე, ღალატი და სამაგიეროს გადახდის სურვილი, ადამიანების ზომბირების მცდელობა და შავ მაგიით გატაცება. მოიმატებს ინფექციური დაავადებების და სტიქიური უბედურებების, შიშების და აგრესიის, პესიმისტური და მანიაკალური აზრების ალბათობა.

29 მარტს ახალმთვარეობის და მზის დაბნელების ენერგეტიკულად მძიმე დღეა. დაძაბულობა პიკს 14:48-დან 15:00 საათამდე მიაღწევს. სწორედ დღეს შეჯამდება გასული ორი წლის და ორი კვირის შედეგები. ის, ვინც შეცდომები დაუშვა და არასწორად მოიქცა, სერიოზულ პრობლემებს უნდა ელოდოს, ის კი, ვინც მხოლოდ სიკეთე აკეთა აუცილებლად საჩუქარს მიიღებს კოსმოსისგან.

მზის და მთვარის ენერგიების შერწყმით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში კარდინალური ცვლილებების პერიოდი დაიწყება ყველა სფეროში. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების, ცდუნებებისა და შეცდომების ალბათობა.

ვერძი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, თქვენს მხარეს იქნება იღბალიც. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, ახალი იდეების ჩამოყალიბებას და რეალიზებას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეიძინოთ ახალი ნაცნობები, რომლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან პროფესიულ განვითარებასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. კარგი პერიოდია ცვლილებებისთვის, თამამად შეგიძლიათ შეიცვალოთ იმიჯი, ჩაებათ ახალი პროექტების განხორციელებაში ან შეიცვალოთ პროფესია და მოსინჯოთ შესაძლებლობები ახალ, სრულიად განსხვავებულ სფეროში. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 27 და 29 მარტს, რადგან საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით დისკომფორტს.  

კურო – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. დისკომფორტის მიუხედავად ეცადეთ სწორედ ამ კვირაში მოაგვაროთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული იქნება. ყურადღებით დააკვირდით მიმდინარე მოვლენებს და ადამიანებს თქვენს გარშემო, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ მათი რეალური ზრახვების ამოცნობას და არასახარბიელო სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ალბათობა.

ტყუპები – საერთო ჯამში სტაბილური კვირაა 27 და 29 მარტის გამოკლებით, როცა საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით დისკომფორტს. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეძლოთ პირადი ურთიერთობების გაუმჯობესება ან გაიცნოთ ადამიანი, რომელიც დიდი ხნით გაგიწევთ ცხოვრების მეგზურობას. კარგი პერიოდია მსხვილი საყიდლებისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ყურადღებით მოისმინეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მომავალში მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ რთული საქმის შესრულებას. 

კირჩხიბი  – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. განსაკუთრებით რთული იქნება კვირის ბოლო, ამიტომ ეცადეთ ყველა საქმე კვირის პირველ ნახევარში დაასრულოთ. მოაწესრიგეთ ურთიერთობა მეგობრებთან და კოლეგებთან, რადგან მხოლოდ მათი მხარდაჭერით შეძლებთ პრობლემების დაძლევას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში დაინტერესდეს ხელმძღვანელობა თქვენი საქმიანობით და შემოგთავაზოთ დაწინაურება ან ანაზღაურების მომატება.

ლომი – საერთო ჯამში სტაბილური კვირაა 27 და 29 მარტის გამოკლებით, როცა საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით დისკომფორტს. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. კარგი პერიოდია თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობისთვის, თამამად შეგიძლიათ გამართოთ შეხვედრები და საკუთარი პირობები წაუყენოთ პარტნიორებს. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში აგინაზღაურდეთ მანამდე გაწეული სამუშაო. მთავარია, არ თქვათ უარი ახლობლების მხარდაჭერაზე, რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას.

ქალწული – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. განსაკუთრებით რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი – 27 და 29 მარტი, როცა მეტი სიფრთხილის გამოჩენა მოგიწევთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ კვირის პირველი ნახევარი, მოაწესრიგოთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან, დაასრულოთ საქმეები და გაისტუმროთ ძველი ვალები. არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ საზღვარგარეთ გამგზავრება, თუმცა მივლინება არც ისე წარმატებული აღმოჩნდება, როგორც თქვენ გეგმავდით.

სასწორი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა, რაც სირთულეების მარტივად დაძლევაში დაგეხმარებათ. მიაქციეთ ყურადღება მიმდინარე მოვლენებს, რათა არ გამოგრჩეთ ის ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ თქვენს კარიერას. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 27 და 29 მარტს. ეცადეთ მშვიდად გაიაროთ ეს დღეები, თავი შეიკავოთ რისკისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

მორიელი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა. მართალია, რეფორმების კვირაა, მაგრამ ეცადეთ ყველა ცვლილება კვირის პირველ ნახევარში განახორციელოთ, რადგან კვირის ბოლოს ძალიან გაგიჭირდებათ საურველი შედეგის მიღება. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია ახლობლების მიმართ, ვისზეც კონტროლის დამყარება მოგინდებათ, თუმცა გადამეტებული ძალაუფლება აუცილებლად პროტესტს გამოიწვევს მათი მხრიდან. არ ღირს ადამიანების გრძნობებით მანიპულირება, რათა არ დაძაბოთ მათთან ურთიერთობა.

მშვილდოსანი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად გამოვლენას. კარგი პერიოდია ავტორიტეტის გაძლიერებისა და გავლენის სფეროების გაძლიერებისთვის, თუმცა მხოლოდ კვირის პირველ ნახევარში, რადგან კვირის ბოლოს ნებისმიერი საქმის შესრულება გართულდება. კარგი პერიოდია ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

თხის რქა – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, ჩვეული შეუპოვრობისა და მიზანდასახულობის გამოვლენას, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში მშვიდი ცხოვრების რიტმზე მოგიწევთ გადასვლა, რადგან ნებისმიერი თქვენი ინიციატივა მარცხით დასრულდება. ეცადეთ კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მოაწესრიგოთ კონფლიქტური ურთიერთობები, დაასრულოთ დაწყებული საქმეები და გააფორმეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები. არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ საზღვარგარეთ გამგზავრება, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია უცხო ქვეყანაში არასასიამოვნო სიურპრიზების ალბათობა.

მერწყული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ ყველა გეგმა კვირის პირველ ნახევარში განახორციელოთ, როცა ავტორიტეტის გაძლიერებასაც შეძლებთ და გავლენის სფეროების გაფართოებისთვისაც მეტი შანსი გექნებათ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ შეთავაზება, რომელსაც დიდხანს ელოდით, თუმცა არ ღირს ყველა წინადადების დაუფიქრებლად მიღება, უმჯობესია, ყველაფერი კარგად გაიაზროთ და მხოლოდ მერე მიიღოთ გადაწყვეტილება.

თევზები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, თუმცა მხოლოდ კვირის პირველ ნახევარში, რადგან კვირის ბოლოს მარტივი საქმეების შესრულებაც ძალიან გაგიჭირდებათ. კარგი შანსი გექნებათ გაემგზავროთ საზღვარგარეთ ან დაიწყოთ ახალი ბიზნესი, თუმცა არ ღირს ზედმეტი ლაპარაკი და საკუთარი გეგმების საჯაროდ განხილვა, რადგან  ბევრი ეცდება თქვენთვის ხელის შეშლას.

გეომაგნიტური დღეები – 26, 28, 29 და 30 მარტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები