დედამიწა გადადის პოზიტიურ ენერგოველში, რაც უდავოდ სასიკეთოა. ამ ცვლილების შედეგად უმჯობესდება განწყობა, ადამიანებში ურთიერთგაგება უფრო მტკიცდება, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურდება, ხოლო შესაძლებლობები – მათ შორის იდეების რეალიზაცია და ფსიქოემოციური სტაბილურობა მეტად ძლიერდება. ეს კვირა ხელს უწყობს წინსვლასა და წარმატებებს.
ვერძი – თქვენთვის ეს კვირა ჰარმონიულია. შეძლებთ უფრო სწრაფად და ეფექტურად განახორციელოთ საინტერესო იდეები და ახალი წინადადებები. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა და სასიამოვნო მოგზაურობა. კოლეგებთან ურთიერთობა პოზიტიურია, ხოლო სწავლასა და ცოდნის გაფართოებას ხელს უწყობს. ამასთან, ეს პერიოდი გაძლევთ საშუალებას, ადრეულ მიღწევებზე მეტად იამაყოთ, გააუმჯობესოთ თქვენი რეიტინგი საზოგადოებაში და მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ.
კურო – ამ კვირაში აშკარად მატულობს თქვენი ენერგოტონუსი, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა და შეუპოვრობა. წარმატების მიღწევის უნარი იზრდება, თუმცა ყურადღება უნდა მიაქციოთ გარემოცვაში ინტრიგების გაძლიერებას. ამასთანავე, კვირა ხელსაყრელია კონკურსებში ან ლატარიებში მონაწილეობისათვის, ასევე შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. როგორც ლიდერი და ორგანიზატორი, ინიციატივას საკუთარ ხელში აიღებთ, გამოავლენთ პასუხისმგებლობას და ორგანიზატორულ უნარებს, რითიც გაზრდით ავტორიტეტს საზოგადოებაში.
ტყუპები – კვირა ხელსაყრელია, რადგან ენერგოტონუსი სტაბილურია. ეს დრო კარგი იქნება საინტერესო პროექტების განსახორციელებლად და ინვესტიციებისთვის. შეძლებთ მრავალი საყოფაცხოვრებო საკითხისა და პრობლემის მოგვარებას. ოჯახსა და ნათესავებთან ურთიერთგაგება იზრდება, ახალი კომუნიკაციებისა და იდეების ჩამოყალიბება კი თქვენს შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად გააფართოებს.
კირჩხიბი – თქვენი სასიცოცხლო ენერგია აქტიურდება, მატულობს ძალა, ჯანმრთელობა და ფსიქოემოციური განწყობა. შესაძლებელია ფინანსური წარმატება და ინვესტიციების განხორციელება. ადრეული საქმეებიდან მატერიალური დივიდენდების მიღება სავსებით მოსალოდნელია. მრავალფეროვანი კონტაქტებისა და შეხვედრების დროა, შესაძლებელია ახალი პარტნიორული თანამშრომლობების ჩამოყალიბება და ახლო გარემოში ურთიერთობების გაუმჯობესება. მათი თანადგომაც გექნებათ.
ლომი – თქვენი ენერგია საკმარისია აქტიური მოქმედებისთვის. გამოავლინეთ ლიდერული და ორგანიზატორული თვისებები. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები. შესაძლებელია ჩაერთოთ ახალ პროექტებში, რომლებიც ფინანსური კუთხითაც მომგებიანი იქნება. ასევე მოსალოდნელია ახალი ფინანსური პერსპექტივების გახსნა. წინსვლისთვის მთავარი პირობაა ფრთხილი და წინდახედული მოქმედება, რაც შეცდომებს მინიმუმამდე შეამცირებს.
ქალწული – თქვენი დროა. მზის გადასვლით თქვენს ზოდიაქოს ნიშანში იწყება ერთთვიანი ვარსკვლავური პერიოდი. თვითრწმენა, ენერგია და შეუპოვრობა გემატებათ. კვირა ხელს უწყობს სასიყვარულო კავშირების გაძლიერებას და ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებას. ქალწულებო, ახლა ყველაზე იღბლიანები ხართ – იაქტიურეთ, გაიცანით ახალი ადამიანები და ყველა სფეროში გამოიყენეთ მაქსიმალური შანსი წარმატებისათვის.
სასწორი – დედამიწის პოზიტიური ენერგოველი თქვენთვისაც სასიკეთოა. კვირა შედარებით მშვიდია, თუმცა სწრაფი წარმატების მოლოდინი არ უნდა გქონდეთ. წინსვლები მაინც იქნება. მაქსიმალური თავდაჭერა გმართებთ საკუთარი ამბიციების მიმართ, ზედმეტი თავდაჯერება კი შესაძლოა პრობლემად იქცეს. მეგობრული კონტაქტები ნაყოფიერი იქნება, საინტერესო ადამიანებსაც გაიცნობთ. სიახლეებიც მოსალოდნელია, თუმცა ფრთხილად იყავით და პირადი საიდუმლოებები არ გაამჟღავნოთ.
მორიელი – კვირა პოზიტიურია, ჯანმრთელობა და ენერგია უფრო მდგრადი ხდება. ხართ აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. ძლიერდება ინტუიცია. ეს დრო ხელს უწყობს მოგზაურობასა და გადაადგილებას, თუმცა ირგვლივ მყოფ ადამიანებთან ურთიერთობაში გაუგებრობები შეიძლება წარმოიშვას, ამიტომ ენდეთ თქვენს ინტუიციას. კვირა რეფორმებისა და ცვლილებებისათვისაც ხელსაყრელია. მეგობრული კონტაქტები მოგიტანთ მხარდაჭერასა და სიახლეებს როგორც გარეგნობაში, ასევე საქმეში.
მშვილდოსანი – ენერგოტონუსი საკმარისია აქტიური მოქმედებისთვის. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, ახალი თანამდებობის დაკავება ან საქმიანობაში ახალი შესაძლებლობების გახსნა. კვირა ხელს უწყობს კარიერულ განვითარებას, ამიტომ მნიშვნელოვანია ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. ასევე წარმატებულია უცხოელებთან კონტაქტები. გამოავლინეთ ლიდერული და ორგანიზატორული უნარები, ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი.
თხის რქა – შესაძლოა მოულოდნელად აღმოჩნდეთ ახალი საქმის ან სამსახურის წინაშე, რაც ფინანსური კუთხით მომგებიანი იქნება. ენერგია და ჯანმრთელობა სტაბილურდება. იზრდება შრომისუნარიანობა, მოთმინება და მიზანსწრაფვა. ეს თვისებები წარმატების საფუძველია. კვირა ხელსაყრელია უცხოელებთან კონტაქტების, მოგზაურობის, მივლინებებისა და სწავლებისათვის. უცხო ენების ათვისებაც გაცილებით ადვილად გამოგივათ.
მერწყული – ამ კვირაში შესაძლოა მცირედ დარდიც იგრძნოთ და გაღიზიანებულობაც მოიმატოს. ამის გამო ურთიერთობებში ბალანსის დარღვევა მოსალოდნელია, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ფინანსური კუთხით პერიოდი წარმატებულია და შესაძლებელია მატერიალური დივიდენდების მიღება. თუ პარტნიორულ თანამშრომლობაში ხართ, საკუთარ გეგმებზე ზედმეტი საუბარი არ ღირს – საიდუმლოებების დაცვა აუცილებელია.
თევზები – თქვენი ინტუიცია ძლიერდება და ფსიქოემოციური სტაბილურობა უმჯობესდება. იგრძნობთ პარტნიორებისა და ახლო ადამიანების მხარდაჭერას. კვირა ხელსაყრელია სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ასევე კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში ჩართვისთვის. თქვენი შემოქმედებითი უნარები და დიპლომატიურობა განსაკუთრებით გამოიკვეთება, რაც ხელს შეგიწყობთ სწორად წარმართოთ ნებისმიერი ურთიერთობა.
გეომაგნიტური დღეები – 25, 27, 30 და 31 აგვისტო.