ინტელექტისა და კომუნიკაციების მმართველი პლანეტის – მერკურის სამკვირიანი რეტროგრადულობის პერიოდში მნიშვნელოვნად გართულდება შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება. ბევრს ძველ საქმეებსა და პარტნიორებთან მოუწევს დაბრუნება შეცდომების გამოსწორებისა და ურთიერთობის აღსადგენად.
ვერძი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოვლენას, ავტორიტეტის გაძლიერებას და გავლენის სფეროების გაძლიერებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შეძენისთვის, ახალი კავშირებისა გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის.
კურო – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ კვირის პირველ ნახევარში დაასრულოთ ყველა საქმე, მოაგვაროთ პრობლემები და უთანხმოებები, რადგან დაღლილობა კვირის ბოლოს, აღარ მოგცემთ აქტიურად მუშაობის საშუალებას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოსავლენად, მთავარია ზუსტად განსაზღვროთ პრიორიტეტები და იზრუნოთ მათ განხორციელებაზე.
ტყუპები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში მოაწესრიგოთ ძველი საქმეები და ურთიერთობები. კარგი პერიოდია ინვესტიციებისა და მსხვილი საყიდლებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად. მთავარია, ზედმეტად არ გადააფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და შეიკავოთ თავი სხვათა კრიტიკისგან.
კირჩხიბი – მეტად შემოსავლიანი კვირაა. საინტერესო პროექტები და შეთავაზებები ერთის მხრივ, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, მეორეს მხრივ, გავლენის სფეროების გაფართოებაში დაგეხმარებათ. მართალია, კონკურენტები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს შეფერხებას, მაგრამ მაინც ვერ შეძლებენ ზიანის მოყენებას. კარგი პერიოდია ბინის მოწესრიგებისა და განახლებისთვის, ინტერიერის დიზაინის შეცვლისა და ახალი ავეჯის შეძენისთვის.
ლომი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების გამოვლენას. მეტად იღბლიანი კვირაა კონკურსებში მონაწილეობის მიღებისა და ლატარიის სათამაშოდ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში აღადგინოთ ურთიერთობა ძველ პარტნიორთან ან გააბათ ახალი რომანტიკული კავშირები.
ქალწული – ნაკლებად დინამური, მეტად მშვიდი კვირაა. მოერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას, უმჯობესია იმოქმედოთ დამოუკიდებლად და შეასრულოთ მხოლოდ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები. კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისა და ბინაში მეტი კომფორტის შესაქმნელად.
სასწორი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, გონებამახვილობა და თვითრწმენა. კარგი პერიოდია შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, მატერიალური პრობლემების მოგვარებისა და საკუთარი ავტორიტეტის გაძლიერებისთვის. არ თქვათ უარი ახლობლების დახმარებაზე, რადგან მათი მხარდაჭერით ერთი-ორად გაგიმარტივდებათ პრობლემების მოგვარება.
მორიელი – ცვლილებების კვირაა, მთავარია არ შეუშინდეთ სიახლეებს, მიიღოთ და დეტალურად განიხილოთ ყველა შეთავაზება, რადგან სწორედ მათი განხორციელებით შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, მსხვილი საყიდლებისა და ინვესტიციებისთვის.
მშვილდოსანი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს თვითრწმენა და ენთუზიაზმი, ოპტიმიზმი და შრომის უნარი. შეძლებთ საკუთარი ღირსებების და საუკეთესო თვისებების სრულად გამოვლენას. კარგი პერიოდია ცვლილებებისთვის, თამამად შეგიძლიათ შეიცვალოთ იმიჯი, კორექტივები შეიტანოთ საკუთარ გარეგნობასა და ცხოვრების წესში.
თხის რქა – ეცადეთ სწორედ ამ კვირაში მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საკითხები, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული იქნება. ზუსტად განსაზღვრეთ პრიორიტეტები, შეასრულეთ მხოლოდ გადაუდებელი საქმეები და მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღებას. აუცილებლად გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, რათა მაქსიმალურად დაიცვათ თავი შეცდომებისა და ზარალისგან. გამოიჩინეთ ყურადღება მოშურნეებისა და კონკურენტების მიმართ, რომლებიც კვირის ბოლოს გააქტიურდებიან და მაქსიმალურად შეეცდებიან თქვენს შეფერხებას.
მერწყული – მეტად შედეგიანი კვირაა. მოიმატებს თვითრწმენა და თავდაჯერება, გონებამახვილობა და კომუნიკაბელურობა. შეძლებთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არ ღირს ყველა ნაბიჯის წინასწარ გათვლა, უმჯობესია იმოქმედოთ სპონტანურად და სიტუაციის შესაბამისად.
თევზები – კარიერული განვითარების კვირაა, მთავარია პოზიტიური ურთიერთობა შეინარჩუნოთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. არაა გამორიცხული მიიღოთ შეთავაზება, რომელიც დიდი ხნის ოცნების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, მთავარია ენდოთ ინტუიციას და იმოქმედოთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით.
გეომაგნიტური დღეები – 27, 28, 30 ნოემბერი და 1-ლი დეკემბერი.