LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (26 მაისი – 1-ლი ივნისი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2979
მიხეილ ცაგარელი

27 მაისს ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირების შედეგად გაიზრდება ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების ალბათობა. მოიმატებს აგრესია, ბრაზი და გაღიზიანება, ორჭოფობა და ილუზიებისადმი მიდრეკილება.

ვერძი – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად უკეთესი კვირაა. მარტივად მონახავთ საერთო ენას კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან, იგრძნობთ ახლობელთა მხარდაჭერას და თანადგომას, რაც თავის მხრივ, ახალ პროექტებში ჩაბმისა და სამომავლო გეგმების დასახვის სტიმულს მოგცემთ. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მოწყობისთვის.

კურო – წინა კვირისგან განსხვავებით ბევრად სტაბილური კვირაა, მით უფრო, რომ პოზიტიური ცვლილებები გელით პროფესიონალურ საქმიანობაში. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში აგინაზღაურდეთ მანამდე შესრულებული საქმე ან მოიძიოთ შემოსავლის ახალი წყარო. თამამად შეგიძლიათ გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ინიციატივა და თქვათ ის სიმართლე, რომელსაც ბევრი თვალს ვერ უსწორებს, მით უფრო, რომ ამგვარი გამბედაობა ერთი-ორად გააძლიერებს თქვენს ავტორიტეტს.

ტყუპები – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. შეძლებთ პრობლემების მოგვარებას და სტაბილურობის მოპოვებას როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობაში, რაც დამშვიდების და სამომავლო გეგმების დასახვის საშუალებას მოგცემთ. ეცადეთ მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი ინტელექტი, გონებამახვილობა, შემოქმედებითი უნარი და გამოიყენოთ ამ კვირის ყველა პოზიტიური შანსი. საუკეთესო პერიოდი 27 მაისის შემდეგ დაიწყება, როცა ნებისმიერ წამოწყებას წარმატებით განახორციელებთ და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას.

კირჩხიბი – კარგი კვირაა ახალი საქმიანო კონტაქტების დამყარებისთვის, მატერიალური მდგომარეობის და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს, გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია ფეიკების ალბათობა. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, უმჯობესია საიდუმლოდ შეინახოთ თქვენი იდეები და გეგმები, რათა მოშურნეებმა არ სცადონ პრობლემების შექმნა. მოაგვარეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ კვირაში, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული იქნება.

ლომი – გაძლიერებული იმუნიტეტისა და მოზღვავებული ენერგიის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. მარტივად გაერკვევით ადამიანებთან ურთიერთობაში და გადაჭრით სამსახურებრივ პრობლემებს. გამოიჩინეთ მეტი კომუნიკაბელურობა, რადგან სწორედ ახალი ნაცნობების წყალობით შეძლებთ ახალი იდეების ჩამოყალიბებას და საინტერესო პროექტების განხორციელებას. არ შეუშინდეთ სიახლეებს, თამამად შეგიძლიათ მოსინჯოთ ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები.  

ქალწული – პოზიტიური ურთიერთობების კვირაა, მთავარია არ დაიზაროთ და თვითონ გადადგან პირველი ნაბიჯი კოლეგებთან და მეგობრებთან ძველი პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან არა მხოლოდ სულიერ სიმშვიდესა და სტაბილურობას მიპოვებთ, არამედ რეპუტაციასაც გაიმყარებთ, რაც თავის მხრივ, კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მგზავრობისთვის, მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შეძენისთვის.

სასწორი – გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ძველი საქმეების დასრულებას და ახალი პროექტების დაწყებას. მთავარია, გამოიჩინოთ ინიციატივა, სრულად გამოავლინოთ გონებამახვილობა და ინტელექტუალურ პოტენციალი. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საკუთარი გეგმების გახმაურება, რადგან ბევრ ეცდება ხელის შეშლას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, საზღვარგარეთ კაპიტალის დაბანდებისა და უცხოელი საქმიანი პარტნიორების გაცნობისთვის.

მორიელი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად სტაბილური კვირაა. მარტივად შეძლებთ ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, საკამათო საკითხების გადაწყვეტას და ფინანსური პრობლემების მოგვარებას. მნიშვნელოვნად განიმტკიცებთ პოზიციებს და გააფართოებთ გავლენის სფეროებს, რაც ერთი-ორად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს. მთავარია, ენას კბილი დააჭიროთ, თავი შეიკავოთ ზედმეტი ლაპარაკისა და საიდუმლოს გათქმისგან. ეცადეთ ყველა საქმე ამ კვირაში დაასრულოთ, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული იქნება.

მშვილდოსანი – გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე ბევრად მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ თავს. შეძლებთ ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, ყველა საქმის თქვენს სასარგებლოდ წარმართვას და სასურველი შედეგის მიღებას. არ თქვათ უარი პარტნიორების მხარდაჭერაზე, რომლებიც საინტერესო შეთავაზებებით დაგეხმარებიან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

თხის რქა – მართალია, წინა კვირისგან განსხვავებით ეს კვირა ბევრად მშვიდი იქნება, მაგრამ მაინც არ ღირს ზედმეტად თავის გამოდება და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და ვერ შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში მოაგვაროთ ძველი პრობლემები, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული და წინააღმდეგობრივი იქნება. კარგი პერიოდია წარსულის შეჯამებისა და დასკვნების გაკეთებისთვის, რათა მომავალში არ დაუშვათ შეცდომები.

მერწყული – გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე საგრძნობლად მოიმატებს ოპტიმიზმი და თვითრწმენა, რაც ძველი პრობლემების გადაჭრასა და კონფლიქტების მოგვარებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია საკუთარი შესაძლებლობების ახალ სფეროში მოსინჯვისა და ახალი საქმის დაწყებისთვის, მთავარია არ შეუშინდეთ სიახლეებს და თამამად მოკიდოთ ხელი მსხვილ პროექტებს.

თევზები – საინტერესო ნაცნობობის კვირაა, მთავარია გამოიჩინოთ ინიციატივა და კომუნიკაბელურობა, გაიცნოთ ახალი ადამიანები და გააბათ საჭირო კონტაქტები. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გაემგზავროთ საზღვარგარეთ, სადაც დიდხანს ნატრობდით მოგზაურობას. კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისა და ნათესავებთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

გეომაგნიტური დღეები – 26, 27, 28 და 30 მაისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები