LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (27 ოქტომბერი – 2 ნოემბერი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1106
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა ამ კვირაში შესულია დადებით ენერგოველში, რაც ხელს უწყობს ურთიერთგაგებას, მშვიდობასა და ემოციურ სტაბილურობას. მოსალოდნელია ოპტიმიზმის მატება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ადამიანებს შორის კომუნიკაციის გამარტივება.

იდეები და მათი რეალიზაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს კვირა პერსპექტიულია როგორც პირადი, ისე პროფესიული განვითარებისათვის.

ვერძი – აქტიურობის, მიზანსწრაფულობისა და მებრძოლი სულისკვეთების პერიოდი იწყება. გამოავლენთ კომუნიკაბელურობასა და გონებამახვილობას, შეძლებთ რთული საკითხების დალაგებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ხელსაყრელია ხელშეკრულებების გაფორმება და მოლაპარაკებები, თუმცა სიფრთხილე გმართებთ – მოერიდეთ ზედმეტ გულწრფელობას და საიდუმლოებები შეინახეთ საკუთარ თავთან. ინტუიციაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები წარმატების გარანტი იქნება.

კურო – წინა კვირასთან შედარებით ბევრად ჰარმონიული პერიოდი გელით. ემოციური სტაბილურობა და ენერგოტონუსი უმჯობესდება, მატულობს პროდუქტიულობა. ხელსაყრელი დროა პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებისა და თანამშრომლობისათვის, განსაკუთრებით საქმიანი ურთიერთობების გამყარების კუთხით. სასიყვარულო სფეროში რომანტიკული განწყობა იჩენს თავს, ხოლო შემოქმედებითი ნიჭი – შთაგონების ახალ წყაროს პოულობს. ეცადეთ კონფლიქტების ნაცვლად დიპლომატია გამოიყენოთ.

ტყუპები – ენერგიული, მიზანმიმართული და ინიციატივიანი ხართ. ეს პერიოდი ხელს უწყობს ახალი საქმის დაწყებასა და შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. შესაძლებელია საინტერესო პროექტის შეთავაზება, რომელიც ფინანსურადაც და მორალურადაც გაკმაყოფილებთ. ხელსაყრელია კონტრაქტების გაფორმება და ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა. კარგი ურთიერთობები კოლეგებთან თქვენს პროფესიულ წინსვლას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

კირჩხიბი – კვირა ხელსაყრელია როგორც ფიზიკური, ისე ემოციური თვალსაზრისით. ინტუიცია გამძაფრებულია და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ. როგორც ორგანიზატორი და ლიდერი, თავს წარმატებით წარმოაჩენთ, თუმცა მოერიდეთ ძალაუფლების გადამეტებას – დიპლომატიურობა და მოთმინება წარმატების გასაღებია. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით – რომანტიკა და ემოციური სიახლოვე განსაკუთრებულად ძლიერდება.

ლომი – ენერგოტონუსი იკლებს, მაგრამ შინაგანი სტაბილურობა საშუალებას გაძლევთ, მშვიდად გაუმკლავდეთ ყოველდღიურ საქმეებს. საოჯახო სფეროში ჰარმონია და სითბო დაგიბრუნდებათ, თუმცა პროფესიულ გარემოში მცირე დაძაბულობა მოსალოდნელია. იყავით მოქნილი და დიპლომატიური, რათა გაუგებრობები თავიდან აიცილოთ. ხელსაყრელია საოჯახო საკითხების მოგვარება და სახლის კეთილმოწყობა.

ქალწული – შრომისუნარიანობა, მოთმინება და დისციპლინა მატულობს. ურთიერთობები გარშემომყოფებთან ჰარმონიულია და პარტნიორული თანამშრომლობა ხელს უწყობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარიერული წინსვლა და ახალი პერსპექტივები რეალური ხდება. შესანიშნავი პერიოდია ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სწავლისთვის, მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად. მოიპოვებთ ახალ ცოდნას, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

სასწორი – მიუხედავად იმისა, რომ ენერგია წინა კვირასთან შედარებით, იკლებს, იღბალი თქვენ მხარესაა. შესაძლებელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და ოცნებების ნაწილობრივი ასრულება. კარგი პერიოდია ქორწინებისა და სიყვარულისათვის – პირად ურთიერთობებში სიხარული და სიმყუდროვე დაგიბრუნდებათ. პროფესიულ სფეროში მიღწევების შანსი მაღალია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოთმინებით იმოქმედებთ და არ აჩქარდებით.

მორიელი – დრო დადგა, როცა თქვენი ვარსკვლავი ბრწყინავს – ეს თქვენი პერიოდია. ენერგოტონუსი მატულობს, იზრდება თავდაჯერებულობა, ორგანიზებულობა და ინტუიცია. თქვენში იმაღლებს ტემპს ლიდერული თვისებები, მიზნისკენ სწრაფვა და შთაგონება. შესაფერისი დროა ახალი წამოწყებებისთვის, ინიციატივისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად. იღბალი თქვენს მხარესაა.

მშვილდოსანი – კვირის განმავლობაში ენერგია ნაწილობრივ იკლებს, ამიტომ აუცილებელია ძალების სწორად განაწილება. მოერიდეთ გადაღლას, თუმცა ნუ მოერიდებით საქმიანი ნაბიჯების გადადგმას – ფინანსური მხარე გაგიუმჯობესდებათ და შეიძლება ახალი შემოსავლების წყაროებიც გაჩნდეს. კარგი პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობისა და ხელშეკრულებების დასადებად. ენას კბილი დააჭირეთ – ნუ გათქვამთ პირად გეგმებსა და საიდუმლოებს.

თხის რქა – შესანიშნავი პერიოდი იწყება პროფესიული და ფინანსური წინსვლისთვის. ახალი პროექტები წარმატებით განხორციელდება, თქვენი სიტყვა და აზრი მნიშვნელოვნად დაფასდება. თანამშრომლობა და საერთო საქმეები შედეგს მოიტანს, ხოლო ძველი პარტნიორების დაბრუნება დადებითად იმოქმედებს მომავალ საქმიანობაზე. გაითვალისწინეთ, საჭიროა რეფორმატორული ნაბიჯები – ცვლილებები სარგებელს მოგიტანთ. სჯობს სიახლეები შემოიტანოთ ცხოვრებაში – როგორც გარეგნობაში, ისე საქმეში.

მერწყული – ენერგია მცირდება, მაგრამ სტაბილურობა ნარჩუნდება. პროფესიულ სფეროში თქვენი გავლენა იზრდება, განსაკუთრებით თუ გამოიჩენთ მოთმინება და არ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებაში. შესაძლებელია ფინანსური წინსვლა, ინვესტიციების განხორციელება ან ახალი შემოსავლის წყაროს პოვნა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც დიდ სიყვარულში გადაიზრდება. ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობები კარიერულ წინსვლას განაპირობებს.

თევზები – შეძლებთ, მთლიანად მოერგოთ გარემოს და პოზიტიურად იმოქმედოთ. თვითრწმენა და ინტუიცია ძლიერდება, მხარდაჭერას კი როგორც ახლობლებისგან, ისე უცხო ადამიანებისგან იგრძნობთ. ხელსაყრელი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი ცოდნის მიღებისთვის. ლიდერული უნარები და ოპტიმიზმი წარმატების გარანტი გახდება. გამოიყენეთ ეს დრო, რათა თქვენი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ.

გეომაგნიტური დღეები: 29 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი და 2 ნოემბერი – ამ დღეებში მოერიდეთ გადაღლას, ემოციურ დაძაბულობასა და ფიზიკურ დატვირთვას. აუცილებელია წნევის კონტროლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები