25 მაისამდე დედამიწის უარყოფით ენერგოველში გადასვლა ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. მომატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, მოულოდნელი პრობლემებისა და სირთულეების ალბათობა. ურთიერთგაგების არ არსებობის ფონზე ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ საერთო ენის მოძიება და კომპრომისის მიღწევა. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება, რათა არ დაუშვათ შეცდომები, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ.
ვერძი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გაგიჭირდებათ ფინანსების მოძიება დაგეგმილი პროექტების განხორციელებისთვის. თავს ვერ დააღწევთ კონფლიქტებს ვერც სახლში, ვერც სამსახურში. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას.
კურო – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი და შრომის უნარი. შეძლებთ გააქტიურებას, ძველი პროექტების დასრულებას და ახალი საქმის დაწყებას, სერიოზული ცვლილებების განხორციელებას სახლსა და სამსახურში. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს, რადგან ბევრი ეცდება ჭორებითა და ინტრიგებით თქვენი წინსვლის შეფერხებას. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, არ ღირს კამათი და კონფლიქტებში ჩაბმა.
ტყუპები – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, მოიმატებს აგრესია და გაღიზიანება, მაგრამ მაინც არ ღირს კონფლიქტებში ჩაბმა, რადგან ნებისმიერი დავა სერიოზული დაპირისპირებით დასრულდება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მოშურნეებისა და მტრების მიმართ, რომლებიც სწორედ ახლა გააქტიურდებიან და ჭორებით, ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი ვალების გასტუმრება, ძველ საქმეებსა და ურთიერთობებს დაბრუნება. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს გეგმებისა და საიდუმლოს გათქმა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით.
კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად შედეგიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, მოიმატებს შრომის უნარი და ენთუზიაზმი, შეძლებთ გააქტიურებას და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, მაგრამ საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით სირთულეებს. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება კონკურენტების მიმართ, რომლებიც მოულოდნელი გადაწყვეტილებებით ეცდებიან თქვენთვის უსიამოვნებების შექმნას. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას.
ლომი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, არ ღირს გრანდიოზულ პროექტებს შეჭიდება და ახალი საქმის დაწყება, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ კოლეგებთან საქმის გარჩევა, რაც აუცილებლად სერიოზული კონფლიქტით დასრულდება. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და კაპიტალის დაბანდებას, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა.
ქალწული – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული თვისებების და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგიები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს. სირთულეები გელით კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან განსხვავებული იდეების ფონზე გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა და კონსენსუსის მიღწევა. მოგიწევთ საკუთარ თავში გარკვევაც, რადგან ურთიერთგამომრიცხავი სურვილები არ მოგცემთ ერთ საქმეზე კონცენტრირების საშუალებას.
სასწორი – ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, მართალია საქმის გარჩევა მოგიწვეთ კოლეგებთან და პარტნიორებთან, მაგრამ მაინც არ ღირს კონფლიქტში ჩაბმა, უმჯობესია დათმოთ და უკეთესი დროისთვის გადადოთ საკუთარი სიმართლის მტკიცება. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და საიდუმლოს გათქმას, რადგან ბევრი ეცდება თქვენი ნათქვამის თქვენსავე წინააღმდეგ გამოყენებას. შეზღუდვების მიუხედავად, რაც ძალიან გაგაღიზიანებთ, ნაკლებად გაამართლებს პროტესტის გამოთქმა და სხვათა გავლენისგან გათავისუფლების მცდელობა, რადგან ნებისმიერი ამგვარი მცდელობა უსიამოვნებებით დასრულდება.
მორიელი – ნაკლებად წარმატებული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სერიოზული ცვლილებები გელით სამსახურში, თუმცა მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული პოზიტიური იქნება ცვლილებები თუ ნეგატიური. მოერიდეთ კოლეგებთან კონფლიქტს, რადგან მათთან დაპირისპირების არც მორალური ძალა გექნებათ, არც საკმარისი არგუმენტები და ისევ თვითონ აღმოჩნდებით ზარალში. არაა გამორიცხული მოგიწიოთ სამსახურის შეცვლა და სერიოზული ხარჯის გაწევა. მოერიდეთ გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმებას, რადგან მაღალია ფინანსური დანაკარგის ალბათობა.
მშვილდოსანი – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. მართალია, მოგიწევთ კრიტიკის მოსმენა, დასრულებულ პროექტის შესწორება და სერიოზული ცვლილებების შეტანა, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოგიხდებათ არასასიამოვნო საქმის შესრულება. არაა გამორიცხული მოიძიოთ ახალი სამსახური ან კონტაქტი გააბათ ახალ ნაცნობებთან და სამუდამოდ დაშორდეთ ძველ მეგობრებს.
თხის რქა – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. მართალია, მოიმატებს თვითრწმენა, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება და საკუთარ თავზე იმ ვალდებულებების აღება, რომელთა შესრულება არ შეგიძლიათ. არაა გამორიცხული შეცდომა დაუშვათ ხელშეკრულებების გაფორმებისას, რაც სერიოზულად გაზარალებთ ფინანსურად. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, მოერიდეთ ნაჩქარევი და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.
მერწყული – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სირთულეები გელით როგორც სახლში, ისე სამსახურში. არაა გამორიცხული მოულოდნელმა საყოფაცხოვრებო პრობლემებმა გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა გაიძულოთ. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, არ ღირს წვრილმანებზე დავა, რადგან ნებისმიერი კამათი თქვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდება.
თევზები – მეტ-ნაკლებად შედეგიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას, თუმცა დედამიწის ნეგატიური ენერგიები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს. მართალია, მიიღებთ მეტად პერსპექტიულ შეთავაზებებს, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, მაგრამ არ ღირს ყველას ნდობა და ყველა შეთავაზების დაუფიქრებლად მიღება, რადგან ერთი შეხედვით სარფიანი წამოწყება საბოლოოდ ზარალით დასრულდება. მოერიდეთ კონფლიქტებს გარშემომყოფებთან. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება კონკურენტების და მოშურნეების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის უსიამოვნებების შექმნას.
გეომაგნიტური დღეები – 28, 29 აპრილი, 1-ლი და 4 მაისი.