LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (28 ივლისი – 3 აგვისტო) ასტროლოგიური პროგნოზი

5817
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე კვირა შედარებით პოზიტიური ენერგოველით გამოირჩევა. ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების გამყარებას, იდეების რეალიზაციასა და განვითარებას. წინა კვირისგან განსხვავებით, ეს პერიოდი ხელსაყრელია საქმიანი წინსვლისთვისაც.

ვერძი – თქვენი პერიოდი დინამიურობით გამოირჩევა. ენერგეტიკული ტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა გამტკიცებულია. შეძლებთ ლიდერული თვისებების, ბრძოლისუნარიანობისა და ინიციატივიანობის გამოხატვას. თუმცა სიფრთხილეა საჭირო პასუხისმგებლობის კუთხით – შეიძლება გაჩნდეს საკუთარი ვალდებულებების გადადების ან სხვაზე გადაცემის სურვილი. საქმიან პროცესებზე სათანადო კონტროლის ნაკლებობამ შეცდომები შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს შვილებთან და რომანტიკულ კავშირებს – სიყვარული ამ პერიოდში ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

კურო – საკმაოდ აქტიური, თუმცა გარკვეულწილად დამღლელი კვირა გელით. შესაძლებელია ენერგეტიკული რესურსების შემცირება და ემოციური არასტაბილურობა. ამასთან, იზრდება სახლის საქმეებში ჩართულობის ალბათობა – კოსმეტიკური რემონტი ან სივრცის ცვლილება აქტუალური შეიძლება გახდეს. კონტაქტების მრავალფეროვნება და მოგზაურობის შესაძლებლობა პერიოდს საინტერესოს ხდის. პრაგმატული დამოკიდებულება და ილუზიებისგან გათავისუფლება ხელს შეუწყობს პრობლემების ეფექტურ მოგვარებას. ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს პერიოდულ დასვენებას.

ტყუპები – თქვენთვის ეს კვირა ფინანსური თვალსაზრისით მეტად პერსპექტიულია. გაჩნდება ახალი კავშირები და პროექტები, რაც მატერიალურად სარგებელს მოგიტანთ. სწორი მიმართულებით ქმედებები მორალურ უპირატესობასაც მოგანიჭებთ. აუცილებელია ფრთხილი მიდგომა – გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და მოერიდეთ ზედმეტ თვითდაჯერებას ან უაზრო ნდობას სხვათა მიმართ. მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრები და მოგზაურობები კვირას აქტიურ და საინტერესო ხდის.

კირჩხიბი – ამ კვირაში პატივმოყვარეობა და თვითრწმენა მატულობს. შეიძლება გაჩნდეს გარკვეული პრეტენზიულობა და თავდაჯერებულობა, თუმცა ორგანიზმი მიდრეკილია გადაღლისკენ. შესაძლოა, საქმიან სივრცეში გავლენიან ადამიანებთან დაახლოვება სასარგებლო იყოს, მაგრამ წინაღობების არსებობა გარდაუვალია. თქვენს მიერ ლიდერის პოზიციის გამოხატვა ყოველთვის ვერ აღიქმება სწორად და შეიძლება დაძაბული ვითარებაც შექმნას. წარსული საქმიანობიდან მიღებული ფინანსური სარგებელიც მოსალოდნელია. ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმეთ და ეცადეთ დაისვენოთ.

ლომი – ლომებისთვის ეს პერიოდი ერთ-ერთი წარმატებულია წლის განმავლობაში. ენერგეტიკული პოტენციალი ძლიერდება, ჯანმრთელობა სტაბილურია, აქტივობა და ინიციატივიანობა იზრდება. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ორგანიზატორული უნარები ამ კვირაში წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული გეგმების გადახედვა და ცვლილებები, სხვათა საქმეების მოგვარებაც. პერიოდი ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას და ახალი პარტნიორების პოვნასაც. ზოგიერთს ურთიერთობებში გადაღლაც შეიძლება იგრძნოს, თუმცა ეს ეტაპი ზოგადად ცვლილებებისა და სულიერი ტრანსფორმაციისთვის ნაყოფიერია.

ქალწული – ქალწულებისთვის კვირა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ემოციური ფონი არასტაბილური ხდება, იზრდება დაღლილობისა და ნერვულობის ალბათობა. საქმიან მიმართულებაში აქტიურობა შენარჩუნდება, თუმცა ეს ენერგიის დიდ ხარჯს მოითხოვს და წინაღობების გაჩენაც მოსალოდნელია. ურთიერთგაგება შეიძლება შემცირდეს და უკმაყოფილება გამოიწვიოს, განსაკუთრებით ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას. უმჯობესი იქნება, შვებულება აიღოთ, დაასრულოთ ძველი საქმეები და მეტი პატივი სცეთ საკუთარ თავს.

სასწორი – თქვენი ენერგეტიკული ფონი მკვეთრად უმჯობესდება – ჯანმრთელობა სტაბილურია, კომუნიკაბელურობა და აქტიურობა იზრდება. კვირა ხელსაყრელია პარტნიორული თანამშრომლობისთვის, საერთო პრობლემების მოგვარება სხვებთან ერთად ავტორიტეტს გააძლიერებს. თუმცა მოსალოდნელია გარკვეული გაუგებრობები ახალ იდეებსა და წინადადებებთან დაკავშირებით. არ გამოირიცხება დაძაბულობა ხელმძღვანელებთან, გეგმების ჩაშლა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. ამავდროულად, პერიოდია სიახლეებისა და განახლებისათვის – განავითარეთ როგორც სულიერი, ისე პრაქტიკული უნარები და გაიცანით საინტერესო ადამიანები.

მორიელი – ამ კვირაში მრავალი მნიშვნელოვანი საქმე, კონტაქტი და მოლაპარაკება გექნებათ. შეიძლება საჭირო გახდეს ზოგი საქმის დასრულება ან გაუმჯობესება, ზოგიერთის კი თავიდან დაწყება. პირად ცხოვრებაში არაერთი საინტერესო მოვლენა შეგხვდებათ. საქმიან აქტივობაზე გადართულმა ყურადღებამ შესაძლოა პირად ურთიერთობებზე მოახდინოს გავლენა. ფინანსური წარმატებები პირდაპირ იქნება დაკავშირებული პარტნიორულ ურთიერთობებთან. ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობები ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლას. ჯანმრთელობის მხრივ მნიშვნელოვანია ორგანიზმის დასვენება.

მშვილდოსანი – ენერგოტონუსი მაღალია – ჯანმრთელობა მდგრადია, ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი იზრდება. კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელია ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად, საინტერესო შეხვედრებისთვისა და მოლაპარაკებებისთვის. სასარგებლოა სწავლა, სულიერი განვითარება და მოგზაურობა, განსაკუთრებით უცხოელებთან კავშირის გაღრმავება. ახალი საერთაშორისო პარტნიორობა ძალზე მოსალოდნელია. თუმცა მნიშვნელოვანია, პირადი ინტერესები არ დააყენოთ კოლექტიურ ინტერესებზე მაღლა – ზედმეტმა ემოციურობამ ან პრეტენზიულობამ შეიძლება ურთიერთობები დაძაბოს.

თხის რქა – შესაძლებელია პარტნიორულ ურთიერთობებში ცვლილებები, როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. შესაძლოა დაგჭირდეთ გარკვეული პრობლემების გაანალიზება ან მოგვარება, რაც ფინანსურ საკითხებზეც აისახება. ყურადღება მიაქციეთ საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემებსაც – ტექნიკის გაფუჭება ან ოჯახური უთანხმოებები მოსალოდნელია. შეიძლება ზოგიერთმა თხის რქამ გარკვეული მხარდაჭერის ნაკლებობაც იგრძნოს, რაც გეგმების გადახედვის აუცილებლობას წარმოშობს. ჯანმრთელობის მხრივ სიფრთხილეა საჭირო -პერიოდულად აუცილებლად დაისვენეთ.

მერწყული – პერიოდი მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს პარტნიორულ ურთიერთობებში. როგორც საქმიანი, ისე სასიყვარულო ურთიერთობები ჰარმონიის დაცვას მოითხოვს. შესაძლებელია ურთიერთგაგების პრობლემები ზოგიერთ ადამიანთან – ზოგი შეეცდება საკუთარი იდეების თავსმოხვევას, რაც წინააღმდეგობას გამოიწვევს. ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება რთული იქნება, თუმცა შემოქმედებითი უნარების გამოვლენა წარმატებას მოიტანს. ზოგიერთ იდეას ამ კვირაში წარმატებით განახორციელებთ.

თევზები – მნიშვნელოვანი საქმეები და ვალდებულებები საკმაოდ დატვირთავს თქვენს კვირას. ვალდებულებები შეიძლება ზღუდავდეს თქვენს თავისუფლებას და ნეგატიურად აისახოს ემოციურ მდგომარეობაზე. მაღალი პასუხისმგებლობა და სხვათა მუდმივი მოთხოვნები ორგანიზმს მუდმივ ტონუსში ამყოფებს.

მნიშვნელოვანია, არ აჰყვეთ ნერვულობას და გამოყოთ დრო დასვენებისთვის. ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ.

გეომაგნიტური დღეები: 28 ივლისი, 1 და 2 აგვისტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები