წინა კვირებთან შედარებით ბევრად უკეთესი კვირაა, რადგან დედამიწა დადებით ენერგოველში გადავიდა. საგრძნობლად გაუმჯობესდება საერთო მდგომარეობა, მოიმატებს ურთიერთგაგება, ბევრად გამარტივდება შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ადამიანებს შორის საერთო ენის მოძიება და კონსენსუსის მიღწევა.
ვერძი – წლის მანძილზე ერთ-ერთი ურთულესი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონისის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებების და შეცდომების, ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მოშურნეებისა და კონკურენტების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. მოერიდეთ საიდუმლოს გათქმას, საკუთარ გეგმებსა და სურვილებზე ხმამაღლა ლაპარაკს. თავი შეიკავეთ აქტიური მოქმედებისგან, უმჯობესია ეს კვირა მშვიდად, ზედმეტი რისკისა და თავგადასავლების გარეშე გაიაროთ, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები, რომელთა გამოსწორება ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. არ თქვათ უარი მეგობრების მხარდაჭერაზე, რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ მეტად რთული კვირის გავლას.
კურო – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებისთვის, შემოქმედებითი ნიჭისა და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ძველი საქმეების წარმატებით დასრულებისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის, მით უფრო, რომ მეგობრებისა და კოლეგების მხარდაჭერით ნებისმიერ გამოწვევას მარტივად გაუმკლავდებით, თუმცა არ ღირს აჩქარება და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება, რათა საკუთარი სულსწრაფობით არ იზარალოთ.
ტყუპები – დასუსტებული ენერგოტონისის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ გონებრივ და ფიზიკურ დატვირთვას, რადგან ვერ შეძლებთ ყველა საქმის ერთად შესრულებას და მხოლოდ შეცდომებს დაუშვებთ. კარგი პერიოდია ახალი მეგობრების, პარტნიორების შეძენისა და მათთან ერთად ახალი პროექტების დაწყებისთვის. თუმცა, არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, იმ დაპირებების გაცემა ან ვალდებულებების აღება, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ. მეტი ტაქტი და თავშეკავება გამოიჩინეთ ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რათა კამათი სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.
კირჩხიბი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და გავლენის სფეროების გაფართოებას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, დიდი ხნის გეგმების და პროექტების განხორციელებისთვის, მით უფრო, რომ სრულად მიიღებთ მეგობრების და კოლეგების მხარდაჭერას, თუმცა არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, რადგან არაა გამორიცხული სწორედ ახლა მოგიწიოთ ძველი საქმეების დასრულება და იმ პრობლემების მოგვარება, რომელთა გადადება შეუძლებელი აღმოჩნდება.
ლომი – დასუსტებული ენერგოტონისის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, უმჯობესია დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს დახარჯული ძალისა და ენერგიის აღდგენის საშუალება. არაა გამორიცხული მოგიწიოთ ძველი საქმის დასრულება, რაც სხვების აზრის გათვალისწინებას და მათ კონტროლს დამორჩილებას გაიძულებთ. გაღიზიანების მიუხედავად მაინც არ ღირს პრეტენზიის გამოთქმა. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და საიდუმლოს გათქმას, რათა თქვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია კონკურენტებმა თქვენსავე წინააღმდეგ არ გამოიყენონ.
ქალწული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ძველი საქმეების დასრულებას და ახალი იდეების ჩამოყალიბებას. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების და სანდო პარტნიორების შეძენისთვის, მით უფრო, რომ სწორედ ახლად გაცნობილ ადამიანებზე იქნება დამოკიდებული თქვენი წარმატება. მართალია, ვერ შეძლებთ დასახული გეგმების სრულად განხორციელებას, მაგრამ მაინც არ ღირს ხელის ჩაქნევა, რადგან საკუთარი მიზანდასახულობისა და შრომის უნარის წყალობით საბოლოოდ მაინც შეძლებთ მიზნის მიღწევას.
სასწორი – დასუსტებული ენერგოტონისის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს ზედმეტად გააქტიურება და იმ საქმეს შეჭიდება, რომლის შესასრულებლად არც ენერგია გეყოფათ, არც მოთმინება. უმჯობესია მსხვილი პროექტების განხორციელებაზე მოგვიანებით იზრუნოთ ამ კვირაში კი, მხოლოდ რუტინული საქმე შეასრულოთ. თვალი მიადევნეთ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელმა ცვლილებებმა რადიკალურად შეცვალოს თქვენი აზრი ადამიანებსა და გარემოზე. არ თქვათ უარი სხვათა დახმარებაზე, რადგან ახლა გაკეთებული სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ მომავალში.
მორიელი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ ჩვეული მიზანდასახულობის, შეუპოვრობის გამოვლენას და დასახული მიზნების მიღწევას, თუმცა არ ღირს საკუთარი ინტერესების დაცვა სხვის ხარჯზე, რადგან ასე მხოლოდ გააღიზიანებთ გარშემომყოფებს. კარგი პერიოდია რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ახალი სასიყვარულო პარტნიორების შეძენისა და ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენისთვის. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, არ ღირს უხეშად, უკმეხად საუბარი და ხუმრობა, რადგან ბევრი ვერ გაიგებს თქვენს იუმორს და განაწყენდება.
მშვილდოსანი – დასუსტებული ენერგოტონისის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, გექნებათ გააქტიურების და ყველა საქმის ერთდროულად შესრულების სურვილი, მაგრამ არ ღირს ზედმეტად თავის გამოდება, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ და მხოლოდ რეპუტაციას აზარალებთ. არაა გამორიცხული პარტნიორებმა მოულოდნელად შეცვალონ შეთანხმების პირობები, რაც გეგმების შეცვლას და სპონტანურად მოქმედებას გაიძულებთ. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება საყოფაცხოვრებო წვრილმანების მიმართ, რათა მოულოდნელმა პრობლემებმა ზედმეტი ხარჯის გაწევა არ გაიძულოთ.
თხის რქა – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და დასახული მიზნების განხორციელებას, მით უფრო, რომ იღბალიც თქვენს მხარეს იქნება. კარგი პერიოდია შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, მთავარია კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. არაა გამორიცხული სწორედ ახლა მიიღოთ ჰონორარი ძველი საქმისგან ან მოიძიოთ შემოსავლის ახალი წყარო. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, მაინც არ ღირს მოდუნება, რადგან არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი შეცდომების გამოსწორება და ვალების გასტუმრება.
მერწყული – დასუსტებული ენერგოტონისის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, მოგინდებათ ინიციატივის გამოჩენა, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ მობილიზება და დაგეგმილი საქმეების შესრულება. მოერიდეთ რისკს და ავანტიურულ მოქმედებებს, არ ღირს მსხვილი კაპიტალის დაბანდება, რადგან ერთი შეხედვით სარფიანი წამოწყება საბოლოოდ მხოლოდ ზარალს მოგიტანთ.
თევზები – ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა მთელი წლის მანძილზე. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და პოზიციების განმტკიცებას, მით უფრო თვითრწმენაც მოიმატებს და იღბალიც თქვენს მხარეს იქნება. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს პერიოდი, რადგან ყველა სფეროში გექნებათ წარმატების მიღწევის შანსი, მთავარია სრულად გამოავლინოთ საკუთარი პოტენციალი, შემოქმედებითი და ინტელექტუალური შესაძლებლობები. გარშემომყოფებთან ურთიერთობისას ენდეთ ინტუიციას, რადგან სწორედ მასზე დაყრდნობით შეძლებთ ადამიანების რეალური სურვილებისა და მიზნების ამოცნობას.
გეომაგნიტური დღეები – 3, 6 და 7 მარტი.