კვლავ დაძაბული პერიოდია, რადგან დედამიწა იმყოფება უარყოფით ენერგოველში. მხოლოდ მომდევნო კვირიდან დაიწყება პოზიტიური ენერგეტიკული ფონის ფორმირება. 5 ნოემბრის სავსემთვარეობა – ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ასტროლოგიური დღეა, როცა მზე და მთვარე ცის კაბადონზე ორთაბრძოლაში შედიან. 4 ნოემბერს პლანეტა მარსი გადადის აქტიურ და ენერგიულ მშვილდოსნის ნიშანში, ხოლო 7 ნოემბერს ვენერა გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოში, რაც პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ამ პერიოდში ღალატი და უნდობლობა შესაძლოა სერიოზული კრიზისის მიზეზად იქცეს.
ვერძი – ენერგეტიკული ფონი და დედამიწის უარყოფითი ველი თქვენს ტონუსზეც მოქმედებს. ამ კვირაში ენერგია შესამჩნევად დაქვეითებულია, ამიტომ ნუ გადაიღლებით და მიეცით ორგანიზმს აღდგენის საშუალება. ეს არის სულიერი გარდაქმნისა და შინაგანი რევიზიის პერიოდი – გარკვეული იდეალები შესაძლოა დაიმსხვრეს. მოსალოდნელია დაძაბულობა პარტნიორებთან ან მეგობრებთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ თუ ემოციურ დატვირთვას.
კურო -კვირა დაკავშირებულია პარტნიორულ ურთიერთობებთან. მოგიწევთ სხვების აზრის გათვალისწინება და ზოგჯერ საკუთარი პოზიციების გადახედვაც. მოსალოდნელია ძველი უთანხმოების გამწვავება ან ფინანსური დაძაბულობა. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას – ყველაფერი კარგად გააანალიზეთ. მიუხედავად სირთულეებისა, თქვენი ნებისყოფა და გამძლეობა საშუალებას მოგცემთ სწორად იმოქმედოთ.
ტყუპები – ჯანმრთელობა და ენერგია არამდგრადია. ადვილად დაიღლებით და ემოციური ფონი შეიძლება მერყეობდეს. პარტნიორები ამ პერიოდში თქვენგან მეტს მოითხოვენ, ამიტომ დაძაბულობა და კრიტიკა მოსალოდნელია. მოერიდეთ იმპულსურ ქცევას – სწრაფმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. დაუთმეთ მეტი დრო დასვენებასა და ნერვული სისტემის გაძლიერებას.
კირჩხიბი – ენერგეტიკულად მდგრადი და ხელსაყრელი პერიოდია. ემოციური სტაბილურობა და შემოქმედებითი ნიჭი საშუალებას გაძლევთ, გამოავლინოთ თქვენი ლიდერული თვისებები და პროფესიონალიზმი. თუმცა გარკვეული დაძაბულობა ჯერ კიდევ შეინიშნება. მოერიდეთ სიჩქარესა და ტრავმულ სიტუაციებს. პერიოდი კარგია სიყვარულისთვის, შემოქმედებისთვის და დიპლომატიური ურთიერთობების გასაძლიერებლად.
ლომი – კვირა დაძაბული და წინააღმდეგობებით სავსეა. ურთიერთობებში მაღალია გაუგებრობისა და წყენის ალბათობა. მოერიდეთ იმპულსურ რეაქციებს და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ყველა ნაბიჯი წინასწარ უნდა გააანალიზოთ. კოლეგებთან და ახლობლებთან უთანხმოება შესაძლებელია უმნიშვნელო საკითხების გამოც. ეცადეთ მოერიდოთ გადაღლას და ზედმეტ ემოციურ დაძაბულობას.
ქალწული – აქტიური და მრავალფეროვანი შეხვედრებით სავსე კვირაა. შეგიძლიათ წარმატებით იმუშაოთ კოლექტიურ პროექტებში, დადოთ შეთანხმებები და დაიწყოთ ახალი საქმეები, თუმცა ნუ იქნებით ზედმეტად კატეგორიული. სხვების ინტერესების იგნორირება კონფლიქტს გამოიწვევს. ენერგია და შრომისუნარიანობა მაღალია, მაგრამ მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
სასწორი – ფინანსურ საკითხებში მოითხოვება სერიოზული და გაწონასწორებული მიდგომა. მოსალოდნელია დანაკარგები ან არასწორი ინვესტიციები. მოერიდეთ ფულის უაზრო ხარჯვას. სამსახურში და კოლეგებთან ურთიერთობებში შესაძლებელია უთანხმოება. ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ ნუ დაიწყებთ ახალ ან სარისკო საქმეებს. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ემოციური ბალანსი.
მორიელი – ეს თქვენი პერიოდია, ენერგია მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი. შეგიძლიათ გამოავლინოთ ლიდერული თვისებები და განახორციელოთ თქვენი მიზნები. თუმცა დედამიწის უარყოფით ენერგეტიკულ ფონზე გარკვეული დაბრკოლებები მაინც მოსალოდნელია. იყავით ფრთხილი, ნუ იჩქარებთ და იმოქმედეთ ინტუიციის დახმარებით – ის თქვენს საუკეთესო მეგზურად იქცევა.
მშვილდოსანი – წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა. ენერგოტონუსი და იმუნიტეტი დაბალია. ადვილად დაიღლებით, გაღიზიანებადობა კი შეიძლება აგრესიაში გადაიზარდოს. მოერიდეთ ახალ წამოწყებებსა და სარისკო ნაბიჯებს. კონკურენცია ძლიერდება, ამიტომ თქვენი გეგმები საიდუმლოდ შეინახეთ. ამ კვირაში უმჯობესია მხოლოდ ყოველდღიურ საქმეებზე კონცენტრირება.
თხის რქა – დაძაბულობა მატულობს როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. ირგვლივ მყოფნი თქვენგან მეტ დახმარებას ელიან. აუცილებელია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და კონფლიქტების მშვიდად გადაჭრა. მიუხედავად სირთულეებისა, ეს პერიოდი ხელს უწყობს შინაგან ზრდასა და პროფესიულ განვითარებას. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და შეინარჩუნეთ თანმიმდევრობა.
მერწყული – ენერგეტიკულად რთული კვირაა – ჯანმრთელობა და ემოციური ფონი მერყეობს. თუმცა პროფესიული კუთხით გაქვთ შესაძლებლობა გამოავლინოთ ლიდერული უნარები და მოიპოვოთ აღიარება. მოსალოდნელია მოულოდნელი ცვლილებები სამსახურში, ამიტომ იყავით მზად სწრაფად რეაგირებისთვის. ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ კონფლიქტების თავიდან არიდებაში.
თევზები – კვირა ხელსაყრელი და შემოქმედებითად ნაყოფიერია. შეგიძლიათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, გრანდიოზულ პროექტებში ჩართვა და საკუთარი იდეების რეალიზაცია. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
გეომაგნიტური დღეები – 4, 7, 8 და 9 ნოემბერი