დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია, რასაც 31 დეკემბერს ახალმთვარეობის მძიმე და დაძაბული დღეც დაემატება, რომელიც პიკს 02:28 წუთზე მიაღწევს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, მოთმინება და თავშეკავება, რადგან მაღალია ტრავმების და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.
ვერძი – სამომავლო გეგმების დასახვის კვირაა. სადღესასწაულო განწყობის მიუხედავად, მაინც მოგიწევთ ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა და მომავალზე დაფიქრება. კარგი პერიოდია კარიერის განვითარებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ჯანმრთელობას, ეცადეთ არ გაცივდეთ, რისი ალბათობა ამ კვირაში განსაკუთრებით მაღალია. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებას. მართალია, ბევრი რამ გაგაღიზიანებთ, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და გაბრაზება.
კურო – ახალი ცოდნისა და ინფორმაციის შეძენის კვირაა. დღესასწაულების მიუხედავად მაინც არ ღირს მოდუნება და საქმეებზე ხელის აღება. პირიქით, რაც მეტს იშრომებთ ამ კვირაში, მით მეტ სარგებელს ნახავთ. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების, ემოციების მიღებისა და საიმედო პარტნიორების შეძენისთვის. მართალია, კვირა დატვირთული იქნება, მაგრამ მაინც მოგიწევთ ნათესავების, მეგობრების სტუმრობა და ახალი წლის მილოცვა. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, საერთო ნეგატიური ფონი თქვენზეც უარყოფითად აისახება, რადგან კონკურენტები მაქსიმალურად ეცდებიან პრობლემების შექმნას. მოერიდეთ კამათს და უსარგებლო კონფლიქტში ჩაბმას, უმჯობესია დათმოთ და უკეთესი დროისთვის გადადოთ საქმის გარჩევა.
ტყუპები – საკმაოდ პრობლემური კვირაა. დისკომფორტის მიზეზი პირველ რიგში, თქვენი მერყეობა და თვითრწმენის დაკარგვა გახდება. მართალია, კარგი პერიოდია საქმიანი შეხვედრების გასამართად, მაგრამ არ ღირს გრანდიოზული გეგმების დასახვა, რადგან ფუჭი მოლოდინი მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. დააკვირდით მიმდინარე მოვლენებს და გარშემომყოფთა ქცევას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ მათი სისუსტეების და რეალური ზრახვების დანახვას, თუმცა არ ღირს საკუთარი დასკვნების, შეფასებების ხმამაღლა თქმა და კონფლიქტში ჩაბმა.
კირჩხიბი – კონფლიქტების კვირაა, რადგან ბევრ ეცდება თქვენზე გავლენის მოხდენას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, მოუსმინეთ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით. არაა გამორიცხული მოულოდნელად შეგექმნათ ფინანსური პრობლემები, მოგიწიოთ ვალებისა და ჯარიმების გადახდა, ან საქმიანი პარტნიორებისთვის ფინანსური დანაკარგის ანაზღაურება. გაღიზიანების მიუხედავად, მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და კონფლიქტში ჩაბმა, უმჯობესია ყველაფერი ცივი გონებით შეაფასოთ და მხოლოდ მერე მიიღოთ გადაწყვეტილება. კარგი პერიოდია შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, მთავარია არ დაიზაროთ და იაქტიუროთ.
ლომი – იმედგაცრუების კვირაა. არაა გამორიცხული საკუთართან ერთად, სხვისი პრობლემებიც თქვენი მოსაგვარებელი გახდეს. არ ღირს თავის მოტყუება და ილუზიებით ცხოვრება, რადგან ვერ შეძლებთ პროექტების დიდი ნაწილის განხორციელებას და იმ მატერიალური სარგებლის მიღებას, რომელსაც ელოდით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ვირუსებისა და ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვა.
ქალწული – მრავალფეროვანი, თუმცა მეტად ქაოტური კვირაა. სიახლეები გელით როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში. მართალია, შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, მაგრამ შედეგი მაინც ნაკლებად სახარბიელო იქნება, რადგან მოჭარბებული ამბიციები არ მოგცემთ მიღწეულით დაკმაყოფილების საშუალებას. თავი შეიკავეთ პარტნიორებისა და ხელმძღვანელების მიმართ პრეტენზიების გამოთქმისგან, რადგან უშედეგო კამათი მხოლოდ თქვენ გაზარალებთ.
სასწორი – უსიამოვნებების კვირაა. მოულოდნელი საყოფაცხოვრებო პრობლემები არა მხოლოდ დროისა და ენერგიის, არამედ სოლიდური თანხის დახარჯვასაც გაიძულებთ. უსიამოვნებების მიუხედავად, მაინც არ ღირს გაღიზიანება და ბრაზის ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე გადატანა, რადგან ასე მხოლოდ სადღესასწაულო განწყობას გაიფუჭებთ. სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდება სხვათა სურვილი გავლენა მოახდინონ თქვენს გადაწყვეტილებებზე და გაიძულონ საკუთარი ნების წინააღმდეგ მოქმედება.
მორიელი – პოზიტიური შესაძლებლობების მიუხედავად, კვირა მაინც რთული და კონფლიქტური იქნება, რადგან ნეგატიური ენერგოველი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ კარიერასა და რეპუტაციას აზარალებთ. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩე გმართებთ კონკურენტებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც არცერთ შეცდომას არ გაპატიებენ და ერთი–ორად გაზღვევინებენ.
მშვილდოსანი – უსიამოვნებების კვირაა, რადგან მოულოდნელად მოგიწევთ გეგმების შეცვლა. იმედს გაგიცრუებენ ის პროექტებიც, რომელთა წყალობით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას გეგმავდით. არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ რამდენიმე საქმის ერთად შესრულება, რაც ძალიან დამღლელი და გამაღიზიანებელი იქნება. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას, არ ღირს მსხვილი საყიდლების გაკეთება და საეჭვო წამოწყებებში კაპიტალის დაბანდება.
თხის რქა – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ხართ! მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, გავლენის სფეროების გაფართოებას და ავტორიტეტის განმტკიცებას. თუმცა, საერთო ნეგატიური ფონის გათვალისწინებით თქვენც შეგექმნებათ პრობლემები. მოგიწევთ გარშემომყოფთა კრიტიკის მოსმენა და მიღება, რადგან კამათით და საკუთარი სიმართლის მტკიცებით მხოლოდ დაიმძიმებთ მდგომარეობას. კარგი პერიოდია ცვლილებების განხორციელებისთვის, თამამად შეგიძლიათ შეიტანოთ კორექტივები გარეგნობაში ან შეცვალოთ ცხოვრების წესი.
მერწყული – წლის მანძილზე ერთ–ერთი ურთულესი კვირაა. მართალია, სერიოზული პრობლემების დაძლევა მოგიწევთ როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში, მაინც არ ღირს გულის გატეხა და დღესასწაულის პესიმისტური განწყობით შეხვედრა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან სწორედ ამ კვირაში ეცდებიან კონკურენტები თქვენზე ზემოქმედებას და გაიძულებენ თქვენსავე ნების წინააღმდეგ მოქმედებას, რაც სერიოზულად შეაფერხებს თქვენს კარიერულ წინსვლასა და განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ მოგიწევთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა, იმპულსურად და გაუაზრებლად მოქმედება.
თევზებ – საკმაოდ კონფლიქტური კვირაა, რადგან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ხელმძღვანელებთან და უფროსი თაობის წარმომადგენლებთან საერთო ენის გამონახვა. მართალია, გაღიზიანდებით, როცა გარშემომყოფები თქვენს გაკონტროლებას შეეცდებიან, მაგრამ მაინც არ ღირს აგრესიის გამოვლენა და საქმის გარჩევა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, დიპლომატიურობა და ლოიალურობა, რადგან კონფლიქტებითა და დაპირისპირებებით მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებთ.