დედამიწა ისევ უარყოფით ენერგოველშია, რაც ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მით უფრო რომ ბევრი ეცდება თქვენი სისუსტეების საკუთარი სარგებლისთვის გამოყენებას. გართულება ადამიანებს შორის საერთო ენის მოძიება, რაც თავის მხრივ, კონფლიქტების და დაპირისპირებების მიზეზი გახდება.
ვერძი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს ზედმეტად გააქტიურება და თავის გამოდება, მით უფრო, რომ მინიმუმამდე შემცირდება თქვენი მოქმედების ეფექტურობა. იმოქმედეთ პრინციპით “შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”. არ აჰყვეთ ილუზიებს, ნუ ეცდებით საკუთარი თავის მოტყუებას და დამშვიდებას, იმოქმედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შემოგიტიონ კონკურენტებმა, ან პარტნიორებმა გაიძულონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯისა და კაპიტალის დაბანდებისგან, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა. გამოიყენეთ ეს კვირა ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის.
კურო – ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა მთელი წლის მანძილზე, რადგან მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ შემოსავალი ძველი საქმიდან ან დაიბრუნოთ ძველი ვალები. დადებითი ტენდენციების მიუხედავად, საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან ბევრი ეცდება თქვენ მოტყუებას, მოერიდეთ საეჭვო, ავანტიურულ პროექტებში მონაწილეობას. არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ძველმა პრობლემებმა, რომელთა გადაწყვეტა სწორედ ამ კვირაში მოგიწევთ.
ტყუპები – ერთ-ერთი ურთულესი კვირაა მთელი წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. თავი შეიკავეთ გეგმების დასახვისა და ახალი პროექტების დაწყებისგან, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი განხორციელება და სასურველი შედეგის მიღება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია კონფლიქტების და დაძაბულობის ალბათობა. არ ენდოთ გარშემომყოფებს, რომელთა შორის მრავლად არიან მტრები და მოშურნეები, სწორედ ისინი ეცდებიან ინტრიგებითა და ჭორებით თქვენთვის უსიამოვნებების შექმნას. თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისა და საიდუმლოს გათქმისგან, რადგან სწორედ ისინი გიღალატებენ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით.
კირჩხიბი – მოერიდეთ სხვის საქმეში ჩარევასა და მათ პრობლემების გადაჭრას, რადგან მარცხის შემთხვევაში ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ. თავი შეიკავეთ ფულის ზედმეტად ხარჯვისგან, რადგან არაა გამორიცხული გაუთვალისწინებელმა ხარჯმა სერიოზულად გაზარალოთ ფინანსურად. შესაძლოა მოგიწიოთ რადიკალური ზომების მიღება და სასამართლო დავის ინიციირება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მოშურნეების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის უსიამოვნებების შექმნას.
ლომი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, ტრანსფორმაციის პერიოდია, მაგრამ ცვლილებები არ განხორციელდება თქვენს სასარგებლოდ. თავი შეიკავეთ რადიკალური ზომების მიღებისა და ერთი ხელის მოსმით ყველაფერზე უარის თქმისგან, რადგან საკმაოდ დიდი იქნება დანაკლისი. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. მიმართეთ რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს, რადგან მხოლოდ ისინი შეძლებენ თქვენს დახმარებას. მეტი ტაქტის და თავშეკავების გამოჩენა გმართებთ როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობაში.
ქალწული – მოგიწევთ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება, მით უფრო, რომ არც პარტნიორები მოგცემენ ამოსუნთქვის საშუალებას. მართალია, მოგიხდებათ მათი პრეტენზიების მოსმენა, მაგრამ მაინც არ ღირს კამათი და კონფლიქტში ჩაბმა, რადგან ასე მხოლოდ თქვენ იზარალებთ. ეცადეთ სწორად გადაანაწილოთ დრო საქმესა და დასვენებას შორის, რადგან ზედმეტი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა. გამოიყენეთ ეს კვირა მოგზაურობისთვის და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად.
სასწორი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. საკმაოდ რთული კვირაა, რადგან არა მხოლოდ ფინანსური პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ, არამედ პარტნიორებთანაც დაგეძაბებათ ურთიერთობა. მართალია, იძულებული გახდებით დაიცვათ საკუთარი პრინციპები და ინტერესები, მაგრამ მაინც არ ღირს იმ კონფლიქტებსა და დავებში ჩაბმა, რომელთა თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტის შანსი ნაკლებია. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ იმპულსურად მოქმედებას, რათა მაქსიმალურად დაიცვათ თავი შეცდომებისგან.
მორიელი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭისა და პოტენციალის სრულად გამოვლენას, მაგრამ საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს, რადგან ბევრი ეცდება თქვენს პროვოცირებას და თქვენი შეცდომების საკუთარი სარგებლისთვის გამოყენებას. გაღიზიანების მიუხედავად, მაინც არ ღირს კონფლიქტებში ჩაბმა, რადგან მოგვარების ნაცვლად უფრო დაძაბავთ სიტუაციას. არაა გამორიცხული მოგიწიოთ სამსახურის ან ჩვეული გარემოს შეცვლა, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობაზე.
მშვილდოსანი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. მართალია, უამრავი საქმე და ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი, რაც არა მხოლოდ გეგმების შეცვლას გაიძულებთ, არამედ განწყობასაც გაგიფუჭებთ, მაგრამ არ ღირს ემოციებს აყოლა, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ საქმეს აზარალებთ. მოერიდეთ ზედმეტ პირდაპირობას და უკმეხი გამონათქვამების გამოყენებას, რათა არ დაძაბოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისი დახმარებაც მომავალში დაგჭირდებათ. ეცადეთ წინასწარ გათვალოთ ყველა ნაბიჯი, რათა არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც ნეგატიურად აისახება თქვენს რეპუტაციაზე.
თხის რქა – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას, თუმცა საერთო ნეგატიური ტენდენციები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს, რადგან ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც მოგიწევთ, არა მხოლოდ სერიოზული ხარჯის გაწევას გაიძულებენ, არამედ განწყობასაც გაგიფუჭებენ. მართალია, ჩვეული სიჯიუტით და მიზანდასახულობით ეცდებით პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ზედმეტი სიხისტე, ისევ თქვენ გაზარალებთ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი ვალების გასტუმრება ან ძველი დაპირებების შესრულება. კარგი პერიოდია კოლექტიურ და საზოგადოებრივ პროექტებში მონაწილეობისთვის, რაც თქვენი ავტორიტეტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
მერწყული – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდია, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს თქვენს ურთიერთობას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მიმართეთ რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს, რადგან მხოლოდ მათი მხარდაჭერით შეძლებთ პრობლემების მოგვარებას. ყურადღება გამოიჩინეთ ხელშეკრულებების გაფორმებისას, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისგან, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა.
თევზები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას, რაც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ, თუმცა საერთო ნეგატიური ფონი თქვენც გაიძულებთ გეგმების შეცვლას და გაუთვალისწინებელი პრობლემების მოგვარებას. არ ღირს თქვენზე ბევრად ძლიერ ოპონენტებთან კონკურენციის გამართვა, რადგან არა მხოლოდ დამარცხდებით, არამედ რეპუტაციასაც შეილახავთ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას.
გეომაგნიტური დღეები – 5, 8, 9 და 11 მაისი.