LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (6–12 იანვრის) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3862
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია, რაც მეტად თუ ნაკლებად ზოდიაქოს ყველა ნიშანზე აისახება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, ტაქტი და დიპლომატია, მოერიდეთ კონფლიქტებს და გარშემომყოფებთან დაპირისპირებას.

ვერძი – მოერიდეთ გადაღლას, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ნაკლებად პერსპექტიული კვირაა ახალი საქმის დასაწყებად, უმჯობესია მხოლოდ დასახოთ სამომავლო გეგმები. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, არ ღირს ხისტად მოქმედება და ჩვეული სიჯიუტის გამოვლენა, რადგან ასე მხოლოდ უსიამოვნებებს შეიქმნით გარშემომყოფებთან ურთიერთობისას. დაეყრდენით საკუთარ შესაძლებლობებს, ნუ გექნებათ სხვების დახმარების იმედი.

კურო – კარგი კვირაა ახალი საქმის დასაწყებად, მით უფრო, რომ გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე, ენთუზიაზმიც მოიმატებს და შრომის უნარიც. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დაბანდებისთვის. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, დედამიწის ნეგატიური ენერგიები თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს, არა გამორიცხული კონფლიქტი მოგივიდეთ გარშემომყოფებთან, მოგიწიოთ საკუთარი პრინციპებისა და გავლენის სფეროების დაცვა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, იმ შემთხვევაშიც, თუ მოგეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა, არ ღირს ხელის ჩაქნევა და სასოწარკვეთაში ჩავარდნა.

ტყუპები – ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებულ იმუნიტეტსა და ჯანმრთელობას, დედამიწის ნეგატიური ენერგიებიც დაემატება, რაც ერთი–ორად გაზრდის ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობას, უგუნებობას და ემოციურ არასტაბილურობას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ გათქვათ საიდუმლო, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით. ჩვეული კომუნიკაბელურობის მიუხედავად, მაინც ძალიან გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობა, რაც არა მხოლოდ შინაგან დისკომფორტს, არამედ სერიოზულ პრობლემებსაც გამოიწვევს, რადგან ვერ შეძლებთ მოლაპარაკებების გამართვას და სასურველი შედეგის მიღებას. მოთმინებით მოისმინეთ კრიტიკა, მართალია, გაგიჩნდებათ უსამართლობის გრძნობა, მაგრამ არ ღირს საკუთარი სიმართლის მტკიცება, რადგან მაინც ვერაფერს გააგებინებთ ადამიანებს, რომელთაც გაგება არ უნდათ.

კირჩხიბი – გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც სერიოზულ დისკომფორტს იგრძნობთ, რისი მიზეზი დედამიწის ნეგატიური ენერგიები გახდება. კოლეგებთან ერთად სასიყვარულო პარტნიორებიც მაქსიმალურად შეეცდებიან თქვენზე გავლენის მოხდენას, რაც სერიოზულ კონფლიქტში ჩაბმას გაიძულებთ. არაა გამორიცხული სწორედ კონფლიქტის გამო მოგიწიოთ სხვათა ხარჯის დაფარვა, რაც კიდევ უფრო დაძაბავს თქვენს შორის ურთიერთობას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ახალი პროექტების დაწყებისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის.

ლომი – არასასიამოვნო სიურპრიზების კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ შინაგან დისკომფორტს და დაძაბულობას, რისი მიზეზი მოულოდნელად შექმნილი პრობლემები გახდება.  არაა გამორიცხული საკუთართან ერთად სხვისი პრობლემების გადაჭრაც თქვენ მოგიწიოთ, რისთვისაც არც ფინანსურად იქნებით მზად, არც მორალურად. არ ღირს ახალი პროექტების დაწყება, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები და გაისტუმროთ ძველი ვალები, რადგან ილუზია, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება, არ გაამართლებს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან არაა გამორიცხული კოლეგებთან ან პარტნიორებთან საქმის გარჩევა საბოლოოდ სასამართლო დავით დასრულდეს.

ქალწული – მრავალფეროვანი, მოვლენებით დატვირთული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუისის, სტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, რაც ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების საშუალებას მოგცემთ. მართალია, გექნებათ პროფესიული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა, მაგრამ არ ღირს საკუთარ თავზე იმ ვალდებულებათა აღება, რომელთა შესრულება გაგიჭირდებათ. ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები და იმოქმედეთ შესაბამისად. არ ღირს ჩვეული სიხისტისა და სიჯიუტის გამოვლენა, რათა ურთიერთობა არ დაძაბოთ იმ ადამიანებთან, ვისი დახმარება და მხარდაჭერა მომავალში გამოგადგებათ. თამამად შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსებსა და ვიქტორინებში, რადგან გამარჯვება გარანტირებული გექნებათ.

სასწორი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა, რისი მიზეზი პირველ რიგში დედამიწის ნეგატიური ენერგიების გავლენა გახდება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, არაა გამორიცხული საყოფაცხოვრებო პრობლემებმა გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა გაიძულოთ. უთანხმოებაა მოსალოდნელი ახლობლებთან ურთიერთობაშიც, რაც მეტად არასასიამოვნო კონფლიქტით დასრულდება. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, არ ღირს გარშემომყოფების ზედმეტად კონტროლი, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას და საპასუხო აგრესიას გამოიწვევთ.

მორიელი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. კონკურენტების გააქტიურებაა მოსალოდნელი სამსახურში, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის უსიამოვნებების შექმნას. არ ღირს ჩვეული უკმეხობით ადამიანებთან ურთიერთობა, გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, რადგან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება, რაც ისევ თქვენს რეპუტაციას აზარალებს.

მშვილდოსანი – სხვების მსგავსად, მიმდინარე კვირა თქვენთვისაც რთული იქნება, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ჩვეული ოპტიმიზმის და ხალისიანი განწყობის შენარჩუნება. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად ჩაშლილმა გეგმებმა თქვენც სპონტანურად გაიძულოთ მოქმედება, რაც ნაკლებად გაამართლებს და უფრო მეტად გაგიფუჭებთ განწყობას. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს, რადგან მაღალია ფინანსური პრობლემების ალბათობა.

თხის რქა – მართალია, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია და კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით, მაგრამ ვერც თქვენ დააღწევთ თავს ნეგატიური ენერგიების გავლენას. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული თვისებების გამოვლენას და იდეების განხორციელებას, თუმცა გაუთვალისწინებელი მოვლენები გეგმების შეცვლას და სპონტანურად მოქმედებას გაიძულებთ, რაც არასდროს ყოფილა თქვენი ძლიერი მხარე. არაა გამორიცხული კონფლიქტი მოგივიდეთ გარშემომყოფებთან, რისი მიზეზი მათი მხრიდან თქვენი კრიტიკა გახდება. არ ღირს ჩვეული უკმეხობის და სიხისტის გამოვლენა, უმჯობესია მოისმინოთ და გაითვალისწინოთ სხვათა აზრი, გამოასწოროთ საკუთარი შეცდომები, რაც თქვენთვისაც სასიკეთო იქნება.

მერწყული – ურთულესი პერიოდია, რადგან სწორედ ახლა გიწევთ წლის შეჯამება და კარმული ვალების გასტუმრება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის და ჯანმრთელობის ფონზე მაღალია ვირუსული და ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა, შინაგან დაძაბულობასა და დისკომფორტს გარშემომყოფებიც დაამძიმებენ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენზე გავლენის მოხდენას და გაიძულებენ თქვენივე სურვილის წინააღმდეგ მოქმედებას. არ ღირს გაჯიუტება და ჯიბრით მოქმედება, რადგან სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებთ და მხოლოდ გარშემომყოფთა აგრესიას გამოიწვევთ. მოერიდეთ იმპულსურ მოქმედებას და იმ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას, რომელთაც მოგვიანებით ძალიან ინანებთ.

თევზები – მეტ–ნაკლებად სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, თუმცა საერთო ნეგატიური ფონის გათვალისწინებით თქვენც შეგექმნებათ პრობლემები. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ახლად გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან არაა გამორიცხული გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი. უსიამოვნებებია მოსალოდნელი სამსახურშიც, რადგან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან საერთო ენის გამონახვა. მოერიდეთ კამათს, უმჯობესია საქმის გარჩევა უკეთესი დროისთვის გადადოთ.

გეომაგნიტური დღეები – 6, 7, 10 და 11 იანვარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები