დედამიწა კვლავ უარყოფით ენერგოველში იმყოფება, რაც ზრდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების, ურთიერთგაგების შემცირების და იდეების რეალიზაციის შეფერხების ალბათობას. საჭიროა მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ ჯანმრთელობას, სიფრთხილეა საჭირო პროვოკაციებისგან თავის ასარიდებლად და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად.
ვერძი
ჯანმრთელობა მდგრადია და ენერგიულად გრძნობთ თავს. თუმცა უარყოფითი ენერგოველი პირველ რიგში პარტნიორულ ურთიერთობებში აისახება: მოსალოდნელია კონფლიქტები როგორც საქმეში, ისე პირად ურთიერთობებში. ზოგიერთი პარტნიორობა ან თანამშრომლობა შესაძლოა შეწყდეს. სიფრთხილე გმართებთ ფინანსურ საკითხებშიც, რადგან დანაკარგის ალბათობა მაღალია. მოერიდეთ ახალი კავშირების დამყარებას და მოლაპარაკებებში მაქსიმალურად ტაქტიანად იმოქმედეთ.
კურო
ენერგოტონუსი დაბალია, შრომისუნარიანობა მცირდება, ადვილად იღლებით და შესაძლოა გაცივდეთ. ყურადღებას მოითხოვს როგორც ჯანმრთელობა, ასევე პარტნიორული და კოლეგიალური ურთიერთობები, სადაც დაძაბულობა მოსალოდნელია. ფინანსური ხარჯები მატულობს, კაპიტალდაბანდებები კი სიფრთხილეს საჭიროებს. სასიყვარულო ურთიერთობებში პოზიტიური პერსპექტივები არსებობს, რაც ოპტიმიზმს შეგმატებთ.
ტყუპები
აქტიურობა და კომუნიკაბელურობა გეხმარებათ, თუმცა ზოგიერთი გეგმა ისე არ განვითარდება, როგორც ელით. მოსალოდნელია პრობლემები სასიყვარულო ურთიერთობებში, შვილებთან ან შემოქმედებით სფეროში. საოჯახო საკითხებიც შეიძლება დამატებით სირთულეებს წარმოშობდეს. ფინანსურ ნაწილში გაუთვალისწინებელი ხარჯების ალბათობა მაღალია. ბიზნესსაქმიანობაში შეიძლება წარმატებას მიაღწიოთ, თუმცა შემოსავალი სწრაფადვე დაიხარჯება.
კირჩხიბი
კარგი პერიოდი კონტაქტებისთვის, მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრებისთვის, ასევე მოკლე მოგზაურობებისთვის. თუმცა თვითრეალიზაციისა და შემოქმედებითი მიმართულებით სირთულეები მოსალოდნელია. კრიტიკას ზედმეტი ემოციურობით ნუ უპასუხებთ. აკონტროლეთ სიტყვები და ემოციები, რათა კონფლიქტებს თავი აარიდოთ. მიუხედავად ამისა, კვირა გარკვეულ პოზიტიურ შესაძლებლობებს გთავაზობთ.
ლომი
ენერგია მაღალია და ინიციატივიანად მოქმედებთ, თუმცა ფინანსური სირთულეები თავს იჩენს. ურთიერთობები შესაძლოა გართულდეს როგორც მეგობრებთან, ისე ნათესავებთან და მეზობლებთან. სწავლის პროცესშიც შეფერხებებია მოსალოდნელი. კოლექტიურ საქმიანობაში კონფლიქტები და წინააღმდეგობები შეიძლება წარმოიშვას, ამიტომ ინდივიდუალური მუშაობა უფრო წარმატებული იქნება. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.
ქალწული
ფინანსურ და პროფესიულ საკითხებში სირთულეები მოსალოდნელია. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ფსიქოემოციური ფონი – არასტაბილური. პროფესიული კუთხით მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ. კოლექტიურ საქმიანობაში უფრო წარმატებული იქნებით, ვიდრე ინდივიდუალურში, რადგან კოლეგების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. პირად ურთიერთობებში მატულობს კრიტიკულობა და პრეტენზიულობა, რაც პარტნიორულ ურთიერთობებში დისბალანსს გამოიწვევს.
სასწორი
აქტიურობისა და ინიციატივის დროა. ენერგია, კომუნიკაბელურობა და ორგანიზატორული უნარები გამოკვეთილად გამოვლინდება. შესაძლოა ახალი გეგმების დასახვა და შესაძლებლობების გამოვლენა. თუმცა დედამიწის უარყოფითი ენერგოველი ხელს გიშლით სრულ რეალიზაციაში. მოსალოდნელია გაუგებრობები და კონკურენცია. ზოგიერთი გეგმა შეიძლება შეიცვალოს ან გადაიდოს.
მორიელი
ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გელით. ენერგოტონუსი დაბალია, ადვილად იღლებით და გაციების საფრთხეც არსებობს. პროვოკაციებისგან თავის არიდება და მაქსიმალური სიფრთხილე აუცილებელია. ფსიქოემოციური არასტაბილურობა გაღიზიანებას იწვევს. უმჯობესია ძველი საქმეების დასრულება და არა ახალი პროექტების დაწყება. მოერიდეთ კონფლიქტებს და მაქსიმალურად დაისვენეთ.
მშვილდოსანი
ენერგია და ჯანმრთელობა სტაბილურია, რაც გეხმარებათ გეგმების განხორციელებაში. კარგი დროა კოლექტიური საქმიანობისთვის და ჯგუფური პროექტებისთვის. ორგანიზატორული უნარები თვალსაჩინოდ გამოვლინდება. თუმცა ირგვლივ არსებული დაძაბულობა თქვენს გეგმებზე გავლენას მოახდენს. ფარული მტრებისა და კონკურენტებისგან სიფრთხილე გმართებთ. რეფორმებისა და სიახლეებისთვის ეს პერიოდი ხელსაყრელია.
თხის რქა
ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, შრომისუნარიანობა კლებულობს. შესაძლებელია ემოციური გაღიზიანება. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს კარიერული და ბიზნესსფერო, თუმცა კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან დაძაბულობა მოსალოდნელია. შესაძლოა გეგმების ცვლილება და ძველი პრობლემების დაბრუნება.
მერწყული
ენერგია და ჯანმრთელობა სტაბილურია, ინტუიცია და გონებამახვილობა მაღალია. შესაძლებელია ახალი იდეებისა და პროექტების დაწყება, თუმცა უარყოფითი ენერგოველი სირთულეებს წარმოშობს და გეგმების რეალიზაციას აფერხებს. პროფესიულ საქმიანობაში ქაოსის ნიშნები იჩენს თავს. კარგი პერიოდია უცხოეთში მოგზაურობისა და უცხოელებთან თანამშრომლობისთვის, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რომ მოგზაურობისას პრობლემები არ წარმოიქმნას.
თევზები
ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა და ფსიქოემოციური მდგომარეობა არასტაბილურია. შედეგის მიღწევა რთული იქნება, ქმედებები ხშირად კრიტიკის საგანი გახდება. ურთიერთგაგება მცირდება, არ არის კარგი დრო მოგზაურობისა და მივლინებებისთვის. სიფრთხილეა საჭირო საბუთებთან მუშაობისას. პოზიტიური მიმართულება იქნება შემოქმედებითი საქმიანობა, ვარჯიში და შვილებთან ურთიერთობა.
გეომაგნიტური დღეები: 6, 8 და 11 ოქტომბერი.