LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (7-13 აპრილის) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

6409
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა ისევ უარყოფით ენერგოველშია, რაც ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. განსაკუთრებით რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, მით უფრო, რომ 13 აპრილს სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა.

ვერძი – ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა მთელი წლის მანძილზე. მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, გონებამახვილობის და კომუნიკაბელურობის, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით სირთულეებს. არ აჰყვეთ ილუზიებს, იმოქმედეთ პრაგმატულად, მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. არაა გამორიცხული სწორედ ამ პერიოდში შეგახსენონ თავი ძველმა შეცდომებმა, მოგიწიოთ ძველი საქმეების დასრულება, ვალების გასტუმრება და ურთიერთობაში გარკვევა.

კურო – ერთ-ერთი უმძიმესი კვირაა მთელი წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გადაღლა, უმჯობესია დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება. მართალია, შეძლებთ საქმიან სფეროში გარკვეული წარმატების მიღწევას, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ მიღწეულის შენარჩუნება. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი კავშირების აქტივიზაცია პრობლემური საკითხების გადაწყვეტისთვის. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და კაპიტალის დაბანდებას, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება კონკურენტებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას.

ტყუპები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, თქვენს მხარეს იქნება იღბალიც. შეძლებთ გააქტიურებას, გონებამახვილობის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ სასიკეთო შესაძლებლობები, რადგან ყველა სფეროში გექნებათ წარმატების მიღწევის შანსი. კარგი პერიოდია ძველი ურთიერთობის და გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებისთვის, ახალი პარტნიორების მოძიებისა და ერთობლივი პროექტების დაწყებისთვის, ახალ სფეროში შესაძლებლობების მოსინჯვისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა საკუთარი აზრისა და პრინციპების დაცვა მოგიწევთ.

კირჩხიბი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს ფიზიკურად და ემოციურად გადაღლა, რათა არ დაუშვათ შეცდომები. ეცადეთ თანაბრად გადაანაწილოთ დრო საქმესა და დასვენებას შორის. მართალია, დამატებითი ვალდებულებების შესრულება და სხვათა პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარ საქმეზე უარის თქმა. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა იმედს გაგიცრუებენ გარშემომყოფები, რომლებიც არ დააფასებენ თქვენს მიერ გაწეულ დახმარებას.

ლომი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ ცვლილებების განხორციელებას და სამომავლო გეგმების სწორად დასახვას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და ერთობლივი პროექტების დაწყებისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ პერიოდში დაასრულოთ ძველი საქმე, გაისტუმროთ ძველი ვალები და გათავისუფლდეთ უსარგებლო ურთიერთობისგან. არ ღირს საკუთარი ვალდებულებების სხვისთვის გადაბარება, რადგან საბოლოოდ მაინც თქვენ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება და ყველა საქმის ბოლომდე მიყვანა.

ქალწული – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ გადაღლას, უმჯობესია დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება. თავი შეიკავეთ ზედმეტ ლაპარაკისგან, არ ღირს საკუთარი გეგმების გასაჯაროება, რადგან ბევრი ცდება თქვენთვის ხელის შეშლას. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა დაღლილობის ფონზე ერთი-ორად მომატებს შეცდომების დაშვების ალბათობა. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან არც ერთი გაამართლებს, არც მეორე.

სასწორი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, კვირის პირველ ნახევარში შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ახალი იდეების გენერირებას და მათ განხორციელებას, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში მეტწილად სხვათა პრობლემების გადაწყვეტაზე იქნებით ორიენტირებული, რაც საკუთარ გეგმებსა და სურვილებზე უარის თქმას გაიძულებთ. უსიამოვნებების მიუხედავად, მაინც არ ღირს გაღიზიანება, უმჯობესია მოითმინოთ და არ დაძაბოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისი დახმარება შესაძლოა თქვენც დაგჭირდეთ. მოერიდეთ იმპულსურ მოქმედებას და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. 

მორიელი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, საინტერესო პროექტებში ჩართვის შანსი გექნებათ, მაგრამ დაღლილობა და დამძიმებული განწყობა არ მოგცემთ კოლექტიურ პროექტებში მონაწილეობის საშუალებას. ეცადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება კვირის პირველ ნახევარში დაასრულოთ, კვირის ბოლოს კი, დაისვენოთ. მოერიდეთ სხვების გრძნობებით მანიპულირებას ძალაუფლების მოპოვების სურვილით, რადგან ნებისმიერი მსგავსი სურვილი მარცხით დამთავრდება და მხოლოდ თქვენს რეპუტაციას აზარალებს. მეტიც, არაა გამორიცხული ისევ თქვენ მოგიწიოთ ცვლილებებსა და სხვათა სურვილებს მორგება.

მშვილდოსანი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, თქვენს მხარეს იქნება იღბალიც, ამიტომ არაა გამორიცხული მოიგოთ ლატარიაში ან მიიღოთ შემოსავალი ძველი საქმიანობიდან. ეცადეთ კვირის პირველ ნახევარში განახორციელოთ ყველა ჩანაფიქრი, რადგან კვირის ბოლოს ბევრად გართულდება სასურველი შედეგის მიღწევა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება კონკურენტების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას.

თხის რქა – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. თავი შეიკავეთ კაპიტალდაბანდებისა და მსხვილი საყიდლებისგან, შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისგან, არ ღირს გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. ბევრად წარმატებული იქნება კვირის პირველი ნახევარი, ამიტომ ეცადეთ ყველა საქმე ამ პერიოდში დაასრულოთ. კარგი პერიოდია ცვლილებების განხორციელებისთვის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მზად ხართ სიახლეებისთვის.

მერწყული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, შეძლებთ დამშვიდებას, ძველი შეცდომების გააზრებას და გამოსწორებას. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების სურვილით ვერცერთს ვერ შეასრულებთ სრულფასოვნად. მოერიდეთ კამათს გარშემომყოფებთან, რადგან მაინც ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ისევ თქვენს რეპუტაციას აზარალებთ. ეცადეთ ნებისმიერი მსხვილი პროექტის დაწყებამდე კონსულტაცია პროფესიონალებთან გაიაროთ, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. იმოქმედეთ საღი გონებით, თავი შეიკავეთ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებასა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

თევზები – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს შინაგანი შიშები და განცდები, გაგიჩნდებათ რეალობისგან გაქცევის და განმარტოების სურვილი, თუმცა არ ღირს დეპრესიულ ფიქრებს აყოლა და ყველაფერზე ხელის ჩაქნევა. მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი დაფარული გამჟღავნდება და ისევ თქვენ გაზარალებთ. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, რადგან ბევრად რთული და წინააღმდეგობრივი იქნება კვირის მეორე ნახევარი.

გეომაგნიტური დღეები – 9, 10, 11 და 13 აპრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები