დედამიწა იმყოფება პოზიტიურ ენერგოველში, რაც ხელს უწყობს იდეების რეალიზაციას, კომუნიკაციას, ახალი შესაძლებლობებისა და საინტერესო იდეების წარმოჩენას. ამავე დროს, ვიმყოფებით ორკვირიან დაბნელებათა დერეფანში, რაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. საჭიროა ინფორმაციის გადამოწმება, ზედმეტი ნდობისგან თავის შეკავება. ამასთან, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. ამით აიცილებთ შეცდომებს.
ვერძი – პერიოდი არ არის რთული. ხელსაყრელია პარტნიორული თანამშრომლობა და მოლაპარაკებები. შესაძლებელია კომპრომისების პოვნა და დათმობების გაკეთება, რაც საბოლოოდ თქვენს სასიკეთოდ შემობრუნდება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ გადაღლას და შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან.
კურო – ხელსაყრელი პერიოდია. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა სტაბილური, ემოციური ფონი – დამაკმაყოფილებელი. შესაძლებელია კრეატიულობის გამოვლენა, ახალი მეგობრული წრის ჩამოყალიბება და სასიყვარულო თავგადასავლების დაწყება. მოსალოდნელია შინაგანი ცვლილებები, შესაძლოა გარეგნული იმიჯის შეცვლაც. კარგია კონკურსებში მონაწილეობა და ლიდერული თვისებების წარმოჩენა. სიყვარულისთვის – ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.
ტყუპები – გაუმჯობესებული პერიოდია წინა კვირასთან შედარებით. შესაძლებელია სარფიანი პროექტების პოვნა და სასარგებლო თანამშრომლობა. ინტუიცია იზრდება, გონებრივი მოქნილობა ნელ-ნელა უმჯობესდება. ხელსაყრელია საქმეებში გარკვეული წარმატებების მიღწევაც. ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ – მოერიდეთ გადაღლას და უზრუნველყავით სრულფასოვანი დასვენება.
კირჩხიბი – პოზიტიური კვირაა. განსაკუთრებით ხელსაყრელია კონტაქტები, შეხვედრები და მოლაპარაკებები. მოსალოდნელია ერთობლივი პროექტებისა და იდეების ჩამოყალიბება. წარმატებით დაარწმუნებთ სხვებს თქვენი გეგმების სისწორეში. ნაყოფიერია ურთიერთობები მეგობრებთან, ხელსაყრელია სწავლა და პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება.
ლომი – კვირა უკეთესია წინა პერიოდთან შედარებით. იზრდება სწრაფად აზროვნების და ახალი ტენდენციების აღქმის უნარი. მოსალოდნელია ახალი წინადადებები, მოულოდნელი შემოსავლები და ადრეული საქმეების კომპენსაცია. პოზიტიური მოვლენები გააუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას.
ქალწული – ძალიან კარგი პერიოდია. მზე თქვენს ზოდიაქოში გადის, რაც განსაკუთრებულ ენერგიასა და მხარდაჭერას გაძლევთ. პარტნიორები ხელს შეგიწყობენ საერთო მიზნების რეალიზაციაში. მოსალოდნელია ახალი ბიზნესგეგმების წარმოჩენა, ახალ სამსახურში ან ურთიერთობაში ჩართვა. წარმატება დამოკიდებული იქნება მოთმინებასა და თანმიმდევრულობაზე.
სასწორი – პოზიტიური კვირაა, განსაკუთრებით პირადი ურთიერთობების კუთხით. სასიყვარულო კავშირები და პარტნიორული ურთიერთობები გააქტიურდება. მოსალოდნელია ახალი შთაბეჭდილებები, მათ შორის უცხოეთში მოგზაურობისას. შესაძლებელია ნაცნობთა წრის გაფართოება და ახალი ინტერესების გაჩენა. ამასთანავე, იზრდება ინტრიგების და ფარული წინააღმდეგობების რისკი – იყავით ფრთხილი და საკუთარი გეგმები საიდუმლოდ შეინახეთ. ჯანმრთელობასაც მიაქციეთ ყურადღება.
მორიელი – პოზიტიური პერიოდია. შეძლებთ რთული საკითხებისა და პრობლემების გადაჭრას. ხელსაყრელია ფინანსური სფერო. მეტი სიფრთხილეა საჭირო თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ქცევების მიმართ, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი შესაძლოა თქვენს ზურგს უკან მოქმედებდეს. პოზიტიური ტენდენციებია ინტერნეტთან დაკავშირებულ ურთიერთობებში – შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება ან ახალი საინტერესო ადამიანების გაცნობა.
მშვილდოსანი – კვირა ხელსაყრელია ახალი იდეებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოსაჩენად. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები პარტნიორების მხრიდან. შესაძლებელია რუტინული საქმეებისგან გათავისუფლება. თუ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობას კარგ დონეზე შეინარჩუნებთ, ეს ხელს შეუწყობს კარიერულ განვითარებას.
თხის რქა – პერიოდი პოზიტიურია, განსაკუთრებით კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში. მოსალოდნელია გავლენიანი ნაცნობების გამოჩენა, რომლებიც დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებიან. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, რადგან შესაძლებელია გზასთან დაკავშირებული სირთულეები.
მერწყული – პერიოდი ნაყოფიერია. შეძლებთ რთული და ჩახლართული საკითხების გადაწყვეტას. არასტანდარტული მოქმედებები მინიმუმამდე დაიყვანს შეცდომებსა და დანაკარგებს. თქვენი საიმედოობა პატივისცემას დაგიმსახურებთ. მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხების კონტროლი და საკუთარი საქმეების საიდუმლოდ შენახვა.
თევზები – პოზიტიური კვირაა. ენერგოტონუსი მაღალია, ინტუიცია – გამძაფრებული. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. ხელსაყრელია თვითრეალიზაციისთვის, მეგობრებისა და კოლეგებისგან დახმარების მიღებისთვის. შესაძლებელია მნიშვნელოვანი და მყარი სასიყვარულო ურთიერთობების ჩამოყალიბება.
გეომაგნიტური დღეები: 9, 11, 14 სექტემბერი.