LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (4-10აგვისტო)

5136
მიხეილ ცაგარელი

კვირის პირველი ნაწილი დაძაბული ენერგეტიკით გამოირჩევა. დედამიწა უარყოფით ველშია მოქცეული და განსაკუთრებით 9 აგვისტო მოითხოვს მაქსიმალურ სიფრთხილეს – სავსემთვარეობა და მზისა და მთვარის დაპირისპირება მერწყულისა და ლომის ღერძზე ადამიანებს ემოციების გაკონტროლებასა და სიტყვების გაფრთხილებას სთხოვს. კონფლიქტებისა და სარისკო საქმეების დაწყება უმჯობესია თავიდან აირიდოთ, რომ ეს დღეები მშვიდად გაიაროთ.

ვერძი – თქვენი პერიოდი აქტიური და დინამიურია. ინიციატივითა და ორგანიზატორული უნარებით განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობთ. მოგეცემათ შესაძლებლობა, სხვათა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. სასიყვარულო ურთიერთობები და შვილებთან კონტაქტები უმჯობესდება. ხელსაყრელი დროა ქორწინებისთვისაც. თუმცა სერიოზულად მიუდექით ვალდებულებებს – ზედაპირულობამ და გადადებამ პრობლემები შეიძლება შექმნას.

კურო – საკმაოდ დატვირთული, თუმცა იმავდროულად დამღლელი პერიოდია. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას – თუ შვებულება გაქვთ, გამოიყენეთ. სახლში ცვლილებების შეტანა და მნიშვნელოვანი კონტაქტები წარმატებას მოგიტანთ. საჭიროა ილუზიების გარეშე შეხედოთ მოვლენებს და რეალურად შეაფასოთ ადამიანები.

ტყუპები – ნაყოფიერი და საინტერესო დროა განსაკუთრებით ფინანსური მიმართულებით. მოგეცემათ შანსი, იპოვოთ საჭირო ადამიანები და ჩაერთოთ წარმატებულ პროექტებში. სარისკო ნაბიჯებისგან თავი შეიკავეთ და ზედმეტად ნუ ენდობით ყველას. ხელსაყრელი პერიოდია მოგზაურობისა და სწავლისთვის.

კირჩხიბი – პატივმოყვარეობა და თვითრწმენა იზრდება, თუმცა ენერგია მაინც შეზღუდულია. აქტიურობასთან ერთად შესაძლოა ადვილად გადაიღალოთ, ამასთან არ არის გამორიცხული მოშურნეებთან და მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირებაც მოგიწიოთ. ფინანსური კუთხით შეგიძლიათ იმედიანად იყოთ – ადრეული ან მიმდინარე საქმეებიდან გარკვეული შემოსავალიც მოსალოდნელია.

ლომი – თქვენი დროა – მზე თქვენს ნიშანშია და ვარსკვლავური პერიოდით გაძლევთ გამორჩეულ ენერგიას. ლიდერული და ორგანიზატორული უნარები სრულად გამოვლინდება. შესაძლოა გეგმების გადახედვა მოგიხდეთ ან სხვების პრობლემების მოგვარება მოგანდონ. პარტნიორული ურთიერთობები დადებითად განვითარდება, ხოლო ამოწურული კავშირები ახალი ფორმით ჩამოყალიბდება.

ქალწული – საუკეთესო იქნება დასვენება ან მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით შემოფარგვლა, რადგან ენერგია და იმუნიტეტი სუსტია. მოშურნეებიც იღვიძებენ და შესაძლოა ფარული წინააღმდეგობებიც გაძლიერდეს. სერიოზული საქმეები და აქტიური მოქმედებები დიდ ენერგიას წაგართმევთ – ამიტომ უმჯობესია ენას კბილი დააჭიროთ და საიდუმლოები არ გაამხილოთ.

სასწორი – პარტნიორული თანამშრომლობისთვის კარგი დროა. ენერგია მაღალია და ფსიქოემოციური სტაბილურობაც ხელს გიწყობთ. თუმცა ახალი იდეები ზოგჯერ გაუგებრობას გამოიწვევს, განსაკუთრებით ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში. მოერიდეთ პირობის დარღვევას და მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებსა და სიახლეებს.

მორიელი – ბევრი საქმე და მრავალფეროვანი მოვლენები გელით. მრავალი შეხვედრა და მოლაპარაკება გელოდებათ წინ. ზოგი საქმე დასრულდება ან გამოსწორდება. ფინანსური კუთხით პროგრესი მოსალოდნელია, თუმცა დროდადრო თავიც უნდა დაასვენოთ.

მშვილდოსანი – ენერგია და ჯანმრთელობა მაღალ დონეზეა. აქტიური და ენთუზიაზმით სავსე ხართ. საინტერესო შეხვედრები, მოლაპარაკებები და ახალი ინფორმაცია თქვენს ხედვებს მნიშვნელოვნად გააფართოებს. მოგზაურობისთვის და უცხოელებთან თანამშრომლობისთვისაც ხელსაყრელი პერიოდია. ფეთქებადი ემოციები კი შესაძლოა კონფლიქტების მიზეზი გახდეს.

თხის რქა – პარტნიორული ურთიერთობები, როგორც სიყვარულში, ისე საქმეში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. სახლში ან ოჯახის საკითხებში მცირე უთანხმოებები მოსალოდნელია, რაც თვითრწმენას დაგიქვეითებთ. გეგმების გადახედვა და საოჯახო საქმეებზე ფოკუსი დაგჭირდებათ. თუ მოახერხებთ, ჯობია დაისვენოთ და გადატვირთვა არ დაუშვათ.

მერწყული – პარტნიორული ურთიერთობები გადამწყვეტია – ამ კუთხით სტაბილურობა და ურთიერთგაგება წარმატებას განაპირობებს. შესაძლოა ზოგიერთ ადამიანთან აზრთა სხვადასხვაობამ დაპირისპირება გამოიწვიოს. ამიტომ მოძებნეთ ის ადამიანები, ვისთანაც ერთიანი ხედვა გაქვთ. ენერგია და ფსიქოემოციური სტაბილურობა ხელს შეგიწყობთ.

თევზები – ბევრი საქმე და ვალდებულებები გელით. შეიძლება იგრძნოთ, რომ შეზღუდული ხართ და მხოლოდ მოვალეობებზე ფოკუსირება მოგიწევთ. მოდუნების საშუალება არ გექნებათ, რაც გამოიწვევს ნევროზულ და არასტაბილურ ვითარებას, რამაც შესაძლოა კონფლიქტები გამოიწვიოს. კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობა სიტუაციას შეამსუბუქებს. თუ შეღავათი გჭირდებათ, დროებით დაისვენეთ.

გეომაგნიტური დღეები – 5, 6, 8 და 9 აგვისტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები