მიხეილ ცაგარელის კვირის (9-15 ივლისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
ვერძი – სასიკეთო ცვლილებების კვირაა. მართალია, ენერგოტონუსი შედარებით დასუსტებულია, მაგრამ მაინც შეძლებთ გააქტიურებას, ჩვეული გარემოს შეცვლას, ბევრად დაცული და ცხოვრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას, მიმდინარე მოვლენები კი, ხელს შეუწყობენ თქვენი ცნობიერების გარდაქმნას, რაც ერთგვარად ხელმეორედ დაბადების ტოლფასი იქნება. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში ჩაებათ ახალ საქმეში ან გაწევრიანდეთ ახალ კავშირში, ორგანიზაციასა თუ მოძრაობაში. მთავარია, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს, აკონტროლოთ ემოციები, სულსწრაფობა და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი, რათა პრობლემები არ შეიქმნათ საკმაოდ პოზიტიურ, სიახლეების მომტან კვირაში.
კურო – პოზიტიურ, მეტად ჰარმონიულ კვირაში გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. მართალია, გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი პროფესიულ საქმიანობაში, რადგან ბევრ საკამათო შეკითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა, მაგრამ მეტად სასიკეთო იქნება კვირა მოგზაურობისთვის და ქორწინებისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საინტერესო ნაცნობების შესაძენად და მნიშვნელოვანი შეხვედრების მოსაწყობად, ურთიერთობის გასაუმჯობესებლად როგორც ოჯახის წევრებთან, ისე სასიყვარულო პარტნიორთან. მთავარია, გამოიჩინოთ მეტი ტაქტი და დიპლომატია კოლეგებთან ურთიერთობისას, რათა არ გამოიწვიოთ უსარგებლო კონფლიქტი და უსიამოვნება.
ტყუპები – საკმაოდ დინამიურ კვირაში საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. მართალია, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მოგიწევთ მიმდინარე მოვლენების მიმართ, რათა ხელიდან არ გაუშვათ მეტად პერსპექტიული შანსი, მაგრამ ინტუიციის და სხარტად აზროვნების წყალობით დროულად შეძლებთ სარისკო ნაბიჯების გადადგმას და საკუთართან ერთად სხვისი პრობლემების მოგვარებას. არაა გამორიცხული მიიღოთ ანაზღაურება მანამდე გაწეული სამუშაოსთვის ან ჩაერთოთ ახალ, მეტად პერსპექტიულ პროექტში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.
კირჩხიბი – მზე ახლა თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ გააქტიურდეთ და გამოიჩინოთ მეტი ინიციატივა, რადგან წარმატების მიღწევის შანსი ყველა სფეროში ძალიან მაღალია. სწრაფად გააუმჯობესებთ ურთიერთობას როგორც მეგობრებთან, ისე საქმიან, სასიყვარულო პარტნიორთან და მინიმუმამდე შეამცირებთ დანაკარგს. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზებაც, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს პროფესიულ საქმიანობას ან შეიძენთ ახალ ნაცნობს, ვისთან ურთიერთობა ერთნაირად სასრგებლო იქნება როგორც მატერიალური, ისე პირადი ურთიერთობის თვალსაზრისით.
ლომი – საკმაოდ მძიმე კვირაში საგრძნობლად შემცირდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, ფულის უკონტროლოდ ხარჯვას და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას, აკონტროლეთ ემოციები და ამბიციები, რადგან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე არაა გამორიცხული გახდეთ დაძაბულობის და მეტად არასასიამოვნო კონფლიქტის მიზეზი. უმჯობესია იმოქმედოთ ფარულად, ე.წ. რუხი კარდინალის როლში, რადგან სწორედ ასე მიაღწევთ სასურველ შედეგს.
ქალწული – მეტად სასიკეთო კვირაში, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭისა და შემოქმედებითი უნარის გამოვლენას, იდეების ჩამოყალიბებას და მათ რეალიზაციას, ავტორიტეტის ამაღლებას და საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვებას. განსაკუთრებული წარმატება ელის მათ, ვინც საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან საგამომცემლო სფეროში საქმიანობს. კარგი პერიოდია ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად, ახლობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
სასწორი – საკმაოდ ცვალებად კვირაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ წარმატების მიღწევას, თუ საიდუმლოდ შეინახავთ და წინასწარ არ გათქვამთ ყველა გეგმას. იმოქმედეთ ჩუმად, ფარულად და შედეგიც ბევრად წარმატებული იქნება. კარგი პერიოდია საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად და საკუთარი ორგანიზატორული ნიჭის გამოსავლენად. თუმცა, გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორთან, რაც სერიოზული დავის და უსიამოვნების მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ სიფრთხილე, თავშეკავება და მეტი დიპლომატია, ნუ იუკადრისებთ დათმობას და ნებისმიერ კონფლიქტს სწრაფად და მარტივად მოაგვარებთ.
მორიელი – საინტერესო და პერსპექტიულ კვირაში საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და საინტერესო ურთიერთობის დასაწყებად. განსაკუთრებული წარმატება ელით მათ, ვინც საგანმანათლებლო ან სამეცნიერო სფეროშია ჩაბმული. არაა გამორიცხული განსხვავებულად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები და აბსოლუტურად შეიცვალოთ წარმოდგენა გარშემომყოფებზე.
მშვილდოსანი – საკმაოდ იღბლიანი კვირაა, რადგან მარტივად შეძლებთ ფინანსური პრობლემების მოგვარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას. განსაკუთრებული წარმატება გელით თუ სამეცნირო ან შემოქმედებით სფეროში ხართ ჩაბმული, რადგან სწრაფად დააინტერესებთ გარშემომყოფებს საკუთარი პროგრესული იდეებით და მათ მხარდაჭერასაც მოიპოვებთ. თუმცა, არ ღირს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, ბოლომდე მიიყვანეთ ერთი საქმე და მხოლოდ შემდეგ შეუდექით ახლის კეთებას.
თხის რქა – შემოქმედებით კვირაში ბევრად მსუბუქად და თავისუფლად იგრძნობთ თავს, რადგან განთავისუფლდებით ძველი პრობლემებისგან და შეძლებთ დიდი ხნის ნანატრი სიმშვიდის მოპოვებას. მით უფრო, რომ გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გახდებით ბევრად აქტიური, ენერგიული, შეძლებთ ინიციატივისა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და საინტერესო ნაცნობების შესაძენად, არაა გამორიცხული გაიჩინოთ ახალი პარტნიორი და გაგიტაცოთ რომანტიკულმა თავგადასავლებმა.
მერწყული – მართალია, საკმაოდ დაძაბული კვირაა, რადგან გაგიფუჭდებათ ურთიერთობა როგორც კოლეგებთან, ისე ოჯახის წევრებთან, მაგრამ შეცდომების გააზრებით შეძლებთ საჭირო დასკვნების გაკეთებას და გარკვეული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას. არაა გამორიცხული შეიცვალოთ ბინა ან შეიძინოთ უძრავი ქონება, მემკვიდრეობის ან საერთო ბიზნესიდან წილის მიღებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. მოერიდეთ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, რადგან შემცირებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და არაა გამორიცხული გახდეთ ავად.
თევზები – იღბლიან, მეტად დინამიურ კვირაში გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, შემოქმედებითი და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ინტუიცია კი, აუცილელად დაგეხმარებათ თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში. არაა გამორიცხული შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც საქმიანი პარტნიორობა რომანტიკული ურთიერთობით გაგრძელდება. სასიკეთო პერიოდია მოგზაურობისთვის და ქორწინებისთვის, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და შეთანხმებების გასაფორმებლად, პრეზენტაციებისა და გამოფენების მოსაწყობად, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გეომაგნიტური დღეები – 9, 13, 15 ივლისი.