LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

66

მიხეილ ცაგარელის კვირის (27 აგვისტო – 2 სექტემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. ადვილად გაცივდებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. გაგაღიზიანებთ ნებისმიერი წვრილმანი და არ მოერიდებით კონფლიქტს გარშემომყოფებთან. იძულებული გახდებით შეასრულოთ ძველი დაპირებები და სურვილის მიუხედავად ჩაებათ ყოველდღიურ რუტინაში, რაც არასდროს მოგწონდათ.

კურო – პოზიტიური, საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, პოპულარობის მოპოვებას და გავლენის სფეროების გაფართოვებას. კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გასარკვევად და საქმიანობის ახალ სფეროში დასამკვიდრებლად. არაა გამორიცხული სწორედ თქვენ იტვირთოთ ლიდერის ფუნქცია და კოლეგებთან ერთად წარმატებით განახორციელოთ საკმაოდ რთული პროექტები.

ტყუპები – მოულოდნელი ცვლილებების, სიახლეების კვირაა. მართალია, საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა და მოგიწევთ მეტი თავშეკავების გამოჩენა, მაგრამ თამამად შეგიძლიათ შეიცვალოთ ბინა ან მოიძიოთ ახალი სამსახური, შეიძინოთ ახალი ნაცნობები ან აღმოაჩინოთ საკუთარ თავში მანამდე უნცობი შესაძლებლობები. კარგი პერიოდია შემოქმედებითი პოტენციალის, გონებამახვილობის და კომუნიკაბელურობის გამოსავლენად. მთავარია, თავი შეიკავოთ სულსწრაფი მოქმედებებისგან და არ გათქვათ საიდუმლო, რომელსაც გარშემომყოფები აუცილებლად თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ.

კირჩხიბი – საკმაოდ დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, სწორი არჩევანის გაკეთებას და წარმატების მიღწევას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ცოდნის მისაღებად, ძველი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ახალი ნაცნობების შესაძენად, არაა გამორიცხული აღადგინოთ ძველი კონტაქტები და დაიბრუნოთ ძველი მეგობრები.

ლომი – რთული და ცვალებადი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, რადგან ადვილად გაღიზიანდებით და არაა გამორიცხული გარშემომყოფებთან კონფლიქტშიც ჩაებათ. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად, გავლენიანი მფარველების შესაძენად და მათი დახმარებით პროფესიული წარმატების მისაღწევად.

ქალწული – მართალია, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, იწყება განვითარების ახალი ციკლი, ამიტომ კვირაც მრავალფეროვანი, მეტად დინამიური იქნება, მაგრამ გაუთვალისწინებელი მოვლენები მაინც შეგიქმნიან სირთულეებს, რადგან ემოციური არასტაბილურობა და შინაგანი ფორიაქი ხელს შეგიშლით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ენდეთ ინტუიციას და მაქსიმალურად გამოიყენეთ ინტელექტუალური პონტენციალი, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნას. კარგი პერიოდია ახალი იდეების განსახორციელებლად და პროფესიული წარმატების მისაღწევად, პირადი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სასწორი – საკმაოდ რთული, გარდაქმნების კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით, ადვილად გაღიზიანდებით და ძალიან გაგიჭირდებათ სხვათა გავლენისგან თავის დაღწევა, ილუზიებით გატაცებული კი, ვერ შეძლებთ რეალობის ობიექტრად აღქმას, დაუშვებთ შეცდომებს და შესაძლოა აღმოჩნდეთ მოტყუებულიც, მით უფრო, რომ გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, გაძლიერდება ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან. მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ საკუთარი ფინანსებს, რათა თავიდან აიცილოთ მატერიალური პრობლემები და მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობისას, რათა არ გამოიწვიოთ არასასურველი კონფლიქტი.

მორიელი – პოზიტიური, მეტად დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, იგრძნობთ ძალის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატირული ნიჭის, მებრძოლი სულის და შემართების გამოვლენას, ახლობლების ხელშეწყობითა და საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით კი, არ გაგიჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება. კარგი პერიოდია ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად და პროექტების განსახორციელებლად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და პირადი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.

მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეცადეთ არ გადაიღალოთ,  მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად და ინდივიდუალური პროექტების განსახორციელებლად, ახალი პარტნიორების შესაძენად და საქმიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. მთავარია, აკონტროლოთ ემოციები და იმოქმედოთ თავდაჭერილად, რათა ზედმეტი აქტიურობით არ გამოიწვიოთ გარშემომყოფთა გაღიზიანება.

თხის რქა – სასიკეთო, საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ფინანსური საკთხების მოგვარებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ინიციატივის დროულად გამოჩენით კი, პროფესიული წარმატების მიღწევას.  კარგი პერიოდია შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად და ახალი პროექტების განსახორციელებლად, პირადი და საქმიანი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, ხელმძღვანელებთან საერთო ენის მოსაძიებლად და ძველი უსიამოვნებების დასაძლევად.

მერწყული – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. უსიამოვნებები გელით პირად ცხოვრებაში და კოლეგებთან ურთიერთობაში. გამოიჩინეთ მეტი სიმშვიდე და თავშეკავება, რადგან ზედმეტი ფორიაქი მხოლოდ დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. კარგი პერიოდია ძველი პროექტებიდან გარკვეული დივიდენტების მისაღებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მთავარია მოერიდოთ  საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.

თევზები – მართალია, პოზიტიური, საკმაოდ სასიკეთო კვირაა, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც შეგექმნებათ პრობლემები საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ცოდნის შესაძენად, შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად, საინტერესო პროექტების განსახორციელებლად და პროფესიული წარმატების მისაღწევად.

 

გეომაგნიტური დღეები – 29, 30 აგვისტო, 1 და 2 სექტემბერი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები