მიხეილ ცაგარელის კვირის (1-7 ოქტომბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
ვერძი – პოზიტიური, საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ახალი ნაცნობების შეძენას და მეგობრებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, ხელშეკრულებების გასაფორმებლად და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი სამსახურის მოსაძიებლად და საინტერესო პროექტის დასაწყებად, სასიყვარულო პარტნიორთან უთანხმოების მოსაგვარებლად და ოჯახის შესაქმნელად. თუმცა, სიახლეებს შესაძლოა უსიამოვნებებიც მოჰყვეს, რადგან გაგიჭირდებათ მათი მიღება და გარკვეულ დათმობაზეც მოგიწევთ წასვლა.
კურო – საკმაოდ საქმიანი კვირაა, თუმცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულების აღება. კარგი პერიოდია ახალი პროექტების დასაგეგმად და ძველი იდეების განხორციელებლად, კარიერული წინსვლისთვის, პროფესიული განვითარებისა და საინტერესო სამსახურის მოსაძიებლად, ბიზნესის გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, ზედმეტად არ გადაიტვირთოთ, ანგარიში გაუწიოთ საკუთარ ჯანმრთელობას და იმოქმედოდ ზომიერების ფარგლებში.
ტყუპები – პოზიტიური, საკმაოდ აქტიური კვირაა. ენერგოტონუსთან ერთად გაძლიერდება იმუნიტეტიც, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობაც. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ჩვეული კომუნიკაბელურობის და ბრწყინვალე ორატორული ნიჭის გამოვლენას. არ გაგიჭირდებათ იდეების განხორციელება, წარმატებას მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობაც. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და მნიშვნელოვანი კონტაქტების დასამყარებლად, სიახლეების განხორციელებლად, პირველ რიგში საკუთარი გარეგნობის შესაცვლელად, მოსაწესრიგებლად, წონის დასაკლებად და სამოსის ახალი კოლექციის შესაძენად, რაც თვითშეფასებასაც გაზრდის და თვითრწმენასაც დაგიბრუნებთ. თამამად შეგიძლიათ იზრუნოთ სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ან ახალი სასიყვარულო პარტნიორის მოძიებაზე.
კირჩხიბი – მეტად პოზიტიური, ჰარმონიული კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ მაინც შეძლებთ ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას და იდეების განხორციელებას, შემოქმედებითი საქმიანობა კი, აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ. კარგი პერიოდია საოჯახო საქმეების შესასრულებლად და ახლობლებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, რომანტიკული თავგადასვლებისა და ახალი პარტნიორის შესაძენად. მთავარია, ზედმეტად არ გადაიტვირთოთ და მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს, მიიღოთ მეგობრების დახმარება და არც თქვენ უთხრათ უარი მხარდაჭერაზე, რადგან მხოლოდ ასე შძლებთ სტაბილურობის მოპოვებას.
ლომი – თეთრი მთვარე, მფარველი ანგელოზი სელენა სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. თამამად შეგიძლიათ განახორციელოთ რადიკალური ცვლილებები, იმოქმედოთ აქტიურად, გამოიჩინოთ ინიციატივა და გამოავლინოთ ორგანიზატორული უნარები. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ცოდნის შესაძენად, შეხვედრების გასამართად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საქმიანი და პირადი კონტაქტების გასაფართოვებლად, სასიყვარულო პარტნიორთან უთანხმოების მოსაგვარებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სასიკეთო იქნება ნებისმიერი ცვლილება სამსახურში, რადგან გატარებული რეფორმები აუცილებლად თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. მთავარია, შეძლოთ მობილიზირება და გამოიყენოთ კვირის ყველა პოზიტიური შანსი.
ქალწული – მეტად პოზიტიური კვირაა, რადგან მომატებული პასუხისმგებლობის წყალობით მართლაც საოცარ შედეგებს მიაღწევთ, მთავარი მოტივატორი კი, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი იქნება. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შრომისუნარიანობის, შემოქმედებითი ნიჭისა და ლიდერის თვისებების გამოვლენას, რაც დაგეხმარებათ მაღალანაზრაურებადი სამსახურის ან დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძიებაში. მთავარია არ იზარმაცოთ, არ დაკარგოთ დრო და მაქსიმალურად გამოიყენოთ კვირის ყველა სასიკეთო შანსი.
სასწორი – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე და მერკური – ინტელექტის მმართველი პლანეტა სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ წარმატების შანსი ყველა სფეროში მაღალია. მთავარია, გააქტიურდეთ, გამოავლინოთ ლიდერის თვიებები, გააფართოვოთ საქმიანი კავშირები და გავლენის სფეროები, გამართოთ მოლაპარაკებები და გააფორმოთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები, რადგან სწორედ ახლა შეძლებთ გარშემომყოფთა პატივისცემის მოპოვებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის, ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად და იდეების განსახორციელებლად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, მეგობრებთან, კოლეგებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ძველი უთანხმოების მოსაწესრიგებლად.
მორიელი – ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია წლის განმავლობაში, რადგან სრულდება განვითარების ერთწლიანი ციკლი. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ამიტომ არ ღირს ზედმეტად დატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, რადგან ვერ შეძლებთ ჩანაფიქრის განხორციელებას, მარცხი კი, ნეგატიურად აისახება თქვენს ნერვულ სისტემაზე. გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, გაძლიერდება ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან. მართალია, გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა, მაგრამ უმჯობესია არ აჰყვეთ ემოციებს და სირთულეების მიუხედავად შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი. შეგიძლიათ შეიმუშავოთ სამომავლო გეგმები, თუმცა ჯერჯერობით თავი შეიკავოთ მათი განხორციელებისგან, მაქსიმალურად ფრთხილად გაიარეთ კვირა და მოერიდეთ უშედეგო კამათსა და კონფლიქტებში ჩარევას.
მშვილდოსანი – მეტად პოზიტიური, ჰარმონიული კვირაა. მოიმატებს თვითრწმენა, ამიტომ თამამად შეგიძლიათ დასახოთ სერიოზული მიზნები და მოიძიოთ მათი განხორციელების ოპტიმალური გზები. კარგი პერიდია მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი და საინტერესო ნაცნობების შესაძენად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, არაა გამორიცხული მოიძიოთ ახალი და ბევრად პერსპექტიული სამსახური ან ჩაებათ მეტად საინტერესო პროექტებში. მთავარია, გააქტიურდეთ, გამოიჩინთ ინიციატივა და მაქსიმალურად გამოიყენოთ პოზიტიური შანსები.
თხის რქა – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა, რადგან საქმიანი შესაძლებლობების გამოვლენით აუცილებლად მიაღწევთ პროფესიულ წარმატებას. არაა გამორიცხული მოიძიოთ ავტორიტეტული, სანდო პარტნიორები და სწორედ მათი მხარდაჭერით განახორციელოთ საკუთარი გეგმები. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. იმოქმედეთ ფრთხილად და ყურადღებით, აკონტროლოთ ემოციები და მოერიდოთ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულების აღებას.
მერწყული – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ შავი მთვარე პლანეტა მარსთან ერთად სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაგიჭირდებათ ემოციების მართვა, წვრილმანებით გაღიზიანებული კი, არც კონფლიქტში ჩაბმას მოერიდებით. გაძლიერდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს მოტყუებას. ენდეთ ინტუიციას და იმოქმედეთ განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა არ აღმოჩნდეთ სხვათა ინტრიგების მსხვერპლი. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ცოდნის შესაძენად, იდეების და მიზნების განსახორციელებლად.
თევზები – სულიერი გარდატეხის კვირაა, რომელიც რთული და საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდება. მთავარია, გულდაწყვეტის გარეშე დაემშვიდობოთ წარსულს, რომელიც ხელს გიშლით განვითარებაში. არაა გამორიცხული ურთიერთობის გაწყვეტა მოგიხდეთ ძველ ნაცნობებთან და საქმიან პარტნიორებთან, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ წინსვლასა და ახალი გეგმების დასახვას. სასიკეთო პერიოდია შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად, ფიზიკური ვარჯიშებისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ოჯახის წევრებსა და კოლეგებთან უსიამოვნებების მოსაწესრიგებლად. თუმცა არ ღირს გრანდიოზული გეგმების დასახვა, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით და მოერიდოთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას.
გეომაგნიტური დღეები – 2, 4 და 5 ოქტომბერი.