LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის(14-20 ივლისი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2668
მიხეილ ცაგარელი

20 ივლისს დედამიწა ნეგატიური ენერგოველის ზემოქმედების ქვეშ მოექცევა, რაც ზოგად ემოციურ და ფსიქოლოგიურ ფონზე აუცილებლად აისახება. მოსალოდნელია საერთო დაძაბულობის ზრდა, ურთიერთგაგების შემცირება და კონფლიქტური ფონის გაძლიერება. იმატებს ჯანმრთელობის გაუარესებისა და ფსიქო-ემოციური დისბალანსის ტენდენცია.

მერკური – გონების, ანალიტიკისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა – 18 ივლისიდან რეტროგრადულ ფაზაში შევა და სამი კვირის განმავლობაში უკუმავალი იქნება. ეს პერიოდი ნაკლებად ხელსაყრელია ახალი პროექტების დაწყებისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის. რეკომენდებულია ძველი საქმეების გადახედვა, დაუსრულებელი ვალდებულებების შესრულება და წარსული შეცდომების გაანალიზება. შესაძლოა კომუნიკაციასა და მოლაპარაკებებში გაუგებრობები აღინიშნოს.

ვერძი – გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას და არ გადაამეტოთ ფიზიკურ ან ემოციურ დატვირთვას, რადგან შესაძლებელია ფსიქო-ემოციური გაუწონასწორებლობა.

კოლეგებთან ურთიერთობა შეიძლება დაძაბულობით აღინიშნოს. გმართებთ ბალანსის დაცვა პირადსა და პროფესიულ სფეროებს შორის, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და გადატვირთვა. შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი გეგმების გადახედვა.

კურო – მიუხედავად თქვენი სიძლიერისა და შრომისმოყვარეობისა, უარყოფითი ენერგოველი გარკვეულად შეაფერხებს საქმიან წარმატებებს. მოსალოდნელია დაძაბულობა კოლეგებთან, განსაკუთრებით ხელმძღვანელებთან. ფინანსური სირთულეებიც არ არის გამორიცხული. რეკომენდებულია თავი შეიკავოთ კაპიტალდაბანდებებისგან და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას.

ტყუპები – ენერგეტიკული დონე კვლავ დაბალია. მოერიდეთ გადაღლას, დაუდევრობასა და ზედმეტ კრიტიკულ დამოკიდებულებას სხვებისადმი.

მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა, როგორც პირად, ისე პროფესიულ ურთიერთობებში. არ არის რეკომენდებული ახალი პროექტების წამოწყება და ფინანსური ზედმეტი ხარჯები.

კირჩხიბი – მზე თქვენს ზოდიაქოშია, რაც გაძლევთ ენერგიასა და ბრძოლისუნარიანობას. თუმცა დედამიწის ენერგეტიკული დისბალანსი უარყოფითად აისახება თქვენს ურთიერთობებზე, განსაკუთრებით მეგობრებთან. მოსალოდნელია ემოციური პირდაპირობა, რაც შეიძლება სხვებში უკმაყოფილება გამოიწვიოს. მოერიდეთ ახალი ურთიერთობების დაწყებას.

ლომი – ენერგეტიკული ტონუსი ჯერ კიდევ არ არის სტაბილური. მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები და ფინანსური სირთულეები. შესაძლოა პარტნიორულ ურთიერთობებში დაძაბულობა და კონკურენციის გამწვავება. ფარული მტრების აქტიურობა და ინტრიგების რისკიც იმატებს, ამიტომ ნუ გაამხელთ თქვენს გეგმებს და გაითვალისწინეთ დიპლომატიური მიდგომა.

ქალწული – ენერგია და ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. აქტიურობა და შრომისუნარიანობა თქვენს წარმატებას განაპირობებს, თუმცა ზედმეტმა აქტიურობამ შესაძლოა კონფლიქტების პროვოცირება გამოიწვიოს. კოლექტივთან და პარტნიორებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები დაუფიქრებელი ნაბიჯების შედეგად.

სასწორი – ჯანმრთელობა არც ისე სტაბილურია, ამიტომ მოერიდეთ გადატვირთვას და ფიზიკურად ან ემოციურად დამღლელ მოქმედებებს. შესაძლოა აღმოჩნდეთ კრიტიკის ობიექტი, რასაც მოჰყვება თქვენი ავტორიტეტისა და რეპუტაციის დაცემა. ყურადღება მიაქციეთ შეცდომებს, რომლებიც შეიძლება კონფლიქტური სიტუაციების წინაპირობა გახდეს.

მორიელი – მდგომარეობა ენერგეტიკულად დადებითია – გაქვთ ბრძოლისუნარიანობა და გამბედაობა. ლიდერული თვისებები აშკარად გამოვლინდება. თუმცა მაღალია დაძაბულობის ალბათობა მეგობრებთან და კოლეგებთან. მოერიდეთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს და მეტად დაეყრდენით ინტუიციას. სიფრთხილეა საჭირო მგზავრობისას.

მშვილდოსანი – საერთო ენერგეტიკული ფონი არასტაბილურია. კარგი პერიოდია დაკვირვებისთვის, თუმცა არა – გარე აქტიურობისთვის. მოსალოდნელია კონკურენციის გამწვავება და ფარული მტრების გააქტიურება. პირად ცხოვრებაში – ოჯახური საკითხების გართულება. გმართებთ ბალანსის დაცვა პირადსა და საზოგადოებრივ საკითხებს შორის.

თხის რქა – გაქვთ ძლიერი ორგანიზებულობა და დისციპლინა, რაც ხელს უწყობს იდეების განხორციელებას. თუმცა ფინანსური სირთულეები მოსალოდნელია. საჭიროა ფრთხილი დამოკიდებულება ფინანსურ ოპერაციებთან და მოულოდნელი ხარჯების თავიდან არიდება. მგზავრობისას და სოციუმში ურთიერთობისას – მეტი დიპლომატია და თავშეკავებულობა გამოავლინეთ.

მერწყული – ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ეცადეთ, არ გადაიღალოთ და მოერიდოთ გაციების რისკს. ფინანსური ხარჯები შესაძლოა კონტროლს გაცდეს, ამიტომ გირჩევთ, მოერიდოთ დაუგეგმავ შესყიდვებსა და გართობასთან დაკავშირებულ ზედმეტ ხარჯებს. ამ პერიოდში სიფრთხილეა საჭირო საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების საჯარო დემონსტრირებისას – ამან შესაძლოა გამოიწვიოს მოშურნეების გააქტიურება. სასურველია, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოთ გამოცდილ და სანდო ადამიანებს რჩევისთვის.

თევზები – საკმაოდ ენერგიულები ხართ და წარმატების შანსებიც რეალურია. თუმცა მოსალოდნელია კონკურენტული დაძაბულობის ზრდა. იზრდება საოჯახო და პირად ურთიერთობებში სირთულეების წარმოშობის ალბათობაც. მეტი ტაქტი და ემოციური ინტელექტი სასიყვარულო ურთიერთობებში დაგეხმარებათ ჰარმონიის შენარჩუნებაში.

გეომაგნიტური დღეები – 14, 15, 18 და 19 ივლისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები